... (A-363), XVII ს.

139. ყუელაკასა: მათრაჴითა: თავი: უჴრმლოდ: გარდაჰკუეთეთ: მეფე: შეჯდა: დაგვეკარგე: კუალი: შენი: ვერ: მოვჰკუეთეთ: ვითა: ქაჯი: დაიმალე: მონებიცა: დავაფეთეთ: ამან: უფრო: დაგვაშმაგნა: თავი: სრულად: დავაშეთეთ:

140. ჭმუნვა: შეექნა: თქუენც: იცით: ჴელმწიფე: ნებიერია: მოგნახეს: გძებნეს: ყოველგან: მათ: რუკა: დაუწერია: ვერ: ნახეს: შენი: ნახული: ვერცა: ყმა: ვერცა: ბერია: აწ: გამომგზავნა: რომელსა: ვერ: მზე: ჰგავს: ვერ: ეთერია:

141. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: წაჴდომილისა: მაშინ: ვარ: მქნელი: საქმისა: მის: შენგან: მონდომილისა: სამ: წლამდის: მითხრა: დადენა: უმისოდ: ცრემლთა: მილისა: არ: გიკვირს: გავძლე: ვერ: ჭურეტა: მისისა: მე: ღიმილისა:

142. აქანამდის: მნახავიცა: კაცი: შენი: არ: მენახა: ქურქნი: ვნახენ: რომე: თქუენთვის: სიტყუა: რამე: გაემკუახა: მათრაჴითა: ჩამოგეგდო: ერთი: მკუდართა: დაგესახა: მათ: მასწავლეს: ძმა: რომელთა: სულმობრძავი: სამე: გლახა:

143. ტარიელსცა: აეხსენა: ომი: მათი: მაშინდელი: [......]: [....]: მაჴსოვს: იგი: საქმე: თუცა: არის: ადრინდელი: ერთგან: გნახენ: ნადირობას: შენ: და: შენი: მე: გამზრდელი: მით: ვტიროდი: მომეგონა: მე: გლახ: ჩემი: წამწყმედელი:

144. რას: მაქნევდით: რად: გინდოდი: ერთმანერთსა: რათა: ვგუანდით: თქუენ: მორჭმულნი: სთამაშობდით: ჩვენ: მტირალნი: ღაწვსა: ვჰბანდით: რა: მონანი: შესაპყრობლად: მომწიენით: გაჰგულვანდით: აწ: ვეჭუ: რომე: ჩემად: ნაცვლად: თანა: მკუდართა: წაიტანდით:

145. მოვიხედენ: მომეწია: რა: პატრონი: შენი: ვნახე: ჴელმწიფობით: შემებრალნეს: ამად: ჴელი: არ: შევახე: თვალთა: წინა: გამოგექეც: მეტი: არა: შეუზრახე: ჩემი: ცხენი: უჩინოსა: ჰგავს: და: სხუასამც: რად: დავასახე:

146. კაცმან: ვერ: ასწრას: თვალისა: დაფახვა: დაწამწამება: მას: გავექცევი: ვისგანცა: ჩემი: არა: ვსცნა: ამება: მათ: თურქთა: მიღმა: გამეგო: მე: არას: არ: შეწამება: ავად: შვენოდა: მორევნა: და: ჩემი: დათამამება:

147. აწ: ვაშად: მოხველ: მიამა: ნახვა: შენისა: პირისა: ტანად: სარო: და: პირად: მზე: მამაცად: მგზავსი: გმირისა: მაგრა: გარჯილ: ხარ: არა: ხარ: გარდაუჴდელი: ჭირისა: ძნელია: პოვნა: კაცისა: ღმრთივ: ზეცით: განაწირისა:

148. ავთანდილ: უთხრა: ვით: მაქებ: საქები: ბრძენთა: ენისა: მაგისად: ნაცვლად: რამც: ვიყავ: ღირსი: ქებისა: თქუენისა: სახე: ხარ: მზისა: ერთისა: ზეცით: მნათისა: ზენისა: რადგან: ვერ: შეგცულის: პატიჟი: ეგზომთა: ცრემლთა: დენისა:

149. მოსრულ: ვარ: შენად: შეყრამდინ: ვიყავ: ამბვისა: მძებნელი: რა: გნახე: შენგან: საჴმილმან: ბნელსა: მიმატა: მე: ბნელი: ეგე: მეც: ვიცი: მეცა: ვარ: მაგა: ლახუართა: მცბნელი: ბოლოდ: იცოდი: სიკუდილი: ჩემგან: გაყრისა: მძებნელი:

150. ამა: დღემან: დამავიწყა: გული: ჩემი: ვინ: დაბინდა: დამივიწყა: სამსახური: იგი: იქნას: რაცა: გინდა: იაგუნდი: რაზომცა: სჯობს: ათასჯერმცა: მინა: მინდა: შენ: გიახლო: სიკუდილამდის: ამის: მეტი: არა: მინდა:

151. ტარიელ: უთხრა: მე: შენი: გული: აწ: მემჴურვალების: [.......]: თუ: ნაცვლად: მაგისად: შენ: ჩემი: რა: გევალების: მაგრა: წესია: მიჯნური: მიჯნურსა: შეებრალების: შენ: საყუარელსა: გაგყარო: ესე: რად: გენაცვალების:

152. წამოსრულ: ხარ: ჩემად: ძებნად: პატრონისა: სამსახურად: ღ~თნ: ქნა: და: გიპოვნივარ: შენცა: ცდილ: ხარ: მამაცურად: მაგრა: ჩემსა: რა: გიამბობს: გამოჭრილ: ვარ: ასრე: თუ: რად: მე: თუ: ვიტყუი: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი: შემიქს: ალად: მურად:

153. ასმათ: უთხრა: ლომო: ცრემლით: მაგა: ცეცხლსა: რა: ერგების: მე: ვითა: ვთქუა: წვევა: თქმისა: რადგან: ეგრე: არ: ეგების: ხედავ: ესე: ხელი: ვინმე: მოყმე: შენთვის: წაეგების: ცნას: მიზეზი: შენთა: წყლულთა: ქნას: რა: ღონე: აეგების:

154. მეხვეწებოდა: ლამოდა: ჩემგან: რასამე: სმენასა: ნუ: ყოს: ღ~თნ: გაძლება: მემცა: ვით: მივეც: ენასა: თუ: რას: სცნობს: ვეჭო: ამისგან: თქუენსა: რასამე: ლხენასა: არს: უკეთესი: რაცაღა: სწადს: განგებასა: ზენასა:

155. ამას: დაყმუნდა: ტარიელ: დამწვარი: დავალებული: ასმათს: უბრძანა: მას: აქათ: შენ: ხარ: ჩემთანა: ხლებული: რად: არა: იცი: უწამლო: არს: ლები: ესე: ლებული: კულა: ესე: ყმა: მწვავს: მტირალი: ცრემლითა: დავალებული:

156. კაცმან: ვით: ჰპოოს: ღ~თისაგან: რაცა: არ: დანაბადია: მით: გული: ჩემი: საჴმილმან: აწ: ასრე: დანაბადია: კულა: გზასა: მიკრავს: მიჭირავს: მითქს: ბადე: დანაბადია: აწ: ჴელთა: ნაცულად: ლხინისა: ჩალა: მაქუს: და: ნაბადია:

157. მაგრამ: ღ~თნ: მოწყალემან: მით: ცნობითა: ერთი: მზითა: ორი: მისი: მოწყალება: დღესცა: მამცა: ამა: გზითა: პირველ: შეჰყრის: მოყუარეთა: ჩემით: რათმე: მიზეზითა: კულა: ნუთუმცა: სრულად: დამწვა: ცეცხლთა: ცხელთა: ანაგზითა:

158. მას: დღესა: ლომი: ტარიელ: შვებითა: აივსებოდა: ჴელითა: ჴელსა: მიზიდვენ: ერთმანერთს: ეუბნებოდა: მათთა: შემხედთა: მათთანა: ლალიცა: შემტერდებოდა: ჰგავს: თუ: მაშრიყი: შუქსა: ჰფენს: მზე: მათთვის: გაივსებოდა: