... (A-363), XVII ს.

100. აწ: რაცა: გითხრა: თუ: ამა: საქმესა: დამმორჩილდები: რასაცა: ეძებ: მიხუდები: უცილოდ: არ: ასცილდები: თუ: არ: მომისმენ: ვერ: ჰპოვებ: რაზომცა: ცრემლსა: მილდები: მოგხუდების: მდურვა: სოფლისა: მოჰკუდები: გაცასწბილდები:

არაკი: ავთანდილისა: ასმათს: რომ: უბრძანა: მაშინ: ქუაბს

101. ყმამან: უთხრა: ეგე: საქმე: ამას: ჰგავსო: არა: სხუასა: ორნი: კაცნი: მოდიოდეს: სადაურნი: სადმე: გზასა: უკანამან: წინა: ნახა: ჩავარდნილი: შიგან: ჭასა: ზედ: წაადგა: ჩაჰყიოდა: ტირს: იძახის: ვაგლახ: ვასა:

102. ეგრე: უთხრა: ამხანაგო: იყავ: მანდა: მომიცდიდე: წავალ: თოკთა: მოსახმელად: მწადსო: თუცა: ამოგზიდე: მას: ქუეშეთსა: გაეცინნეს: გაუკუირდა: მეტად: კიდე: შემოჰყივლა: არ: გელოდე: სად: გაგექცე: სად: წავიდე:

103. აწ: დაო: შენსა: ჴელსაა: ჩემი: საბელი: ყელისა: სხვად: უღონოა: უშენოდ: ჩემგან: აპყრობა: ჴელისა: რასაცა: მიზამ: შენ: იცი: შენ: ხარ: წამალი: ხელისა: თუარა: ვისმც: ექმნას: გორლითა: შეკრვა: თავისა: მრთელისა:

104. ქალმან: უთხრა: მომეწონა: ყმაო: შენი: ნაუბარი: ხარ: უცილოდ: კარგი: ვინმე: მოყმე: ბრძენთა: საქებარი: ხარ: ვინათგან: აქანამდი: მაგა: ჭირთა: დამთმობარი: რაცა: გითხრა: მომისმინე: გიპოვნია: საძებარი:

105. იმა: მოყმისა: ამბავი: არსადა: არ: იპოვების: თვით: თუ: არ: გითხრობს: არ: ითქმის: არვისგან: დაგეყოვნების: მოილოდინე: მოვიდეს: რაზომცა: დაგეყოვნების: დადუმდი: ვარდსა: ნუ: აზრობ: ცრემლითა: ნუ: ითოვნების:

106. ყმამან: უთხრა: ვარდო: დაჭნი: დრო: მოვიდა: შენის: ზრვისა: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: ცრემლით: ჴოცნენ: სახე: პირსა: ასმათ: ტირის: სისხლის: ცრემლსა: ტევრი: შექნა: ნათხზის: თმისა: იგი: ტირან: სოფლისათვის: და: სოფელი: მათთვის: ტირსა:

107. გითხრა: თუ: ცოდნა: გწადიან: მისისა: შენ: სახელისა: ტარიელ: არის: სახელი: იმა: მოყმისა: ხელისა: მე: ასმათ: მქუიან: რომელსა: წვა: მაქუს: ცეცხლისა: ცხელისა: სულთქმა: სულთქმისა: ბევრისა: მაშა: თუ: არ: ერთხელისა:

108. ამის: მეტსა: ვერას: გითხრობ: მე: სიტყვასა: ამისთანსა: ისი: მინდორს: არონინებს: ტანსა: მჭევრსა: მემაჯანსა: ვჭამ: გლახ: მარტო: ნადირისა: მისგან: ჴორცსა: მონატანსა: აწე: მოვა: არა: ვიცი: თუ: დაჰყოვნის: დიდსა: ხანსა:

109. ამას: გვედრებ: მოიცადო: თავი: სხუაგან: არსად: არო: რა: მოვიდეს: შევეხვეწო: ნუთუ: ვითა: მოვაგვარო: ერთმანერთსა: შეგამეცნე: თავი: შენი: შევაყუარო: თვით: გიამბოს: საქმე: მისი: საყუარელსა: გაახარო:

110. ტირს: ვაიმე: საყვარელო: წახველ: რასმე: ქვეყანასა: თავი: შენად: საძებარად: შევაცურვე: შიგან: ზღუასა: მოვეშორვე: გამზრდელთა: და: სწორნი: ჩემნი: ვაგლახ: ვასა: ანუ: მოვჰკუდე: ანუ: დავრჩე: მოველოდდე: ნეტარ: რასა:

111. უთხრა: დავო: ღ~თნ: შეგზღოს: საიქიოს: მისაგები: ღ~თსა: სწადდეს: ჩემი: ლხინი: ასრე: ამად: არ: ვიწვები: ჩემთა: ცეცხლთა: დავსებასა: სხუასა: ვისმცა: ვეხვეწები: თუ: მიბრძანებს: ჩემებრ: ხელსა: განაღამცა: ვიახლები:

112. ქალი: ჰკადრებს: საუბართა: იგი: მოყმე: ატირდების: ვაგლახ: მეო: საყუარელო: ცეცხლი: ცხელი: მოედების ვინ: შეიპყრა: გული: ჩემი: შენგან: კიდე: ვის: ჴელთდების: ოდის: მამცემს: კაცსა: ხლებად: აქათ: ასრე: მემტერების:

113. ქალსა: ყმამან: მოუსმინა: დამორჩილდა: დართო: ნება: ამა: ზედა: მოიხედნეს: ჴევით: ესმა: ჩხაპუნება: მთუარე: წყალსა: გამოსრული: ნახეს: შუქთა: მოვანება: უკურიდეს: და: აღარა: ქნეს: მუნ: ხანისა: დაყოვნება:

114. ქალმან: უთხრა: ყმაო: ღ~თნ: მოგცა: ჟამად: რაცა: გინა: მაგრა: თავი: უჩინო: ჰქმენ: დამალული: იყავ: შინა: იმა: ყმისა: მეუნებლე: ჴორციელი: არავინა: თუ: ვითა: რა: მოვაგუარო: შენი: ნახვა: არ: ეწყინა:

115. ავთანდილ: ქუაბსა: დაჰმალა: ქალმან: დამალვით: მალითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: შვენოდა: კაპარჭ: ჴმალითა: ატირდეს: მაღლად: ცრემლითა: ზღუათაცა: შესრთავითა: ავთანდილ: სარკმლით: უჭურეტდა: ჭურეტითა: იდუმალითა:

116. ამარტის: ფერად: შესცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: დიდხან: იტირეს: ყმამან: და: მან: ქალმან: შაოსანამან: შეხსნა: შეიღო: აბჯარი: ცხენიცა: შეიყუანა: მან: დადუმდეს: ცრემლნი: მოჰკუეთნა: შავმან: გიშრისა: დანამან:

117. ავთანდილ: სარკმლით: უჭურეტდა: ტყუე: საკნით: ნააზატები: მან: ქალმან: ქუეშე: დაუგო: ვეფხის: ტყავისა: ნატები: მას: ზედა: დაჯდა: იგი: ყმა: სულთქუამს: ჭირ: მონამატები: სისხლისა: ცრემლსა: გაეწნა: შუა: გიშრისა: სატები:

118. მან: ქალმან: ჴელჰყო: კუესითა: გზება: ცეცხლისა: ნელისა: ეგონა: ჭამა: ჴორცისა: შემწურისა: შეუქმნელისა: მიუპყრა: ერთი: აჰჴლიჩა: ქნაა: საქმისა: ძნელისა: ძალი: არ: ჰქონდა: დაუწყო: გამოყრა: უცოხნელისა: