... (A-363), XVII ს.

292. მითხრეს: მეფე: მოგახსენებს: მეცა: შენ: კერძ: ვიარები: სახლით: ჩემით: წამოსრული: ხუალე: ადრე: შეგეყრები: მოციქულნი: დავაყენენ: ხარგა: დავდგი: არ: მზირები მეტად: ამოდ: უალერსეს: ერთგან: დაწვეს: ვით: მაყრები:

293. კარგი: საქმე: კაცსა: ზედა: აზომ: თურე: არ: წაჴდების: ერთი: კაცი: უკმორესწყდა: მოდგა: მალვით: მეუბნების: დიდი: მაცო: თქუენი: ვალი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: გაწირვა: და: დავიწყება: ჩემგან: შენი: არ: იქნების:

294. მე: მამისა: თქუენისაგან: ვარ: ცოტაი: განაზარდი: თქუენი: მესმა: საღალატო: საცნობელად: გარდმოვარდი: მკუდარი: მიმძიმ: სანახავად: ტანი: მჭევრი: პირი: ვარდი: ყუელასავე: მოგახსენებ: გამიგონე: დამიწყნარდი:

295. შემიგნია: იგი: კაცი: შენთვის: კარგსა: არ: არჩევენ: მოციქულთა: მოგზავნილთა: საღალატოდ: შეგიჩუევენ: ილათითა: მიგიყუანენ: უკან: სპათა: მოგაწევენ: სასიკვდილოდ: მონდომიხარ: აგრე: ფიცხლად: მით: გაწვევენ:

296. რომე: ცუდად: არ: მოღორდე: ისი: კაცნი: გღალატობენ: ერთგან: შენთვის: დამალულნი: სპანი: ასჯერ: ათასობენ: კულა: სხვაგან: გითქს: სამი: ბევრი: ასრე: ფიცხლად: მით: გიჴმობენ: აწვე: თავსა: არ: ეწევი: ფათერაკსა: შეგასწრობენ:

297. მეფე: ცოტათ: მოგეგებვის: ვის: მჭურეტნი: ვერ: გელევიან: მალვით: ჩაიცმენ: აბჯარსა: მიენდო: მით: გეთნევიან: კუამლსა: შეიქმენ: ლაშქარნი: ყოველგნით: მოგეხვევიან: რა: ერთსა: გცემდენ: ათასნი: ეგრეცა: მოგერევიან:

298. მას: კაცსა: ამოდ: ვეუბენ: და: მადლსა: გარდვიჴდიდია: რომე: არ: მოვჰკვდე: შემოგზღო: შენ: ამას: ინატრიდია: აწ: ამხანაგთა: არ: გიგრძნან: წადი: მათთანა: მიდია: თუ: დაგივიწყო: უთუოდ: მემცა: ვარ: განაკიდია:

299. არვის: გავენდევ: სულდგმულსა: დავმალე: ვითა: ჭორია: რაცა: იქნების: იქნების: ყოვლი: თათბირი: სწორია: მაგრა: სპათაკენ: გავგზავნე: კაცი: თუ: გზაცა: შორია: შევსთუალე: ფიცხლად: წამოდით: მოგრაგნეთ: მთა: და: გორია:

300. მე: დილასა: მოციქულთა: სიტყუა: ტკბილი: შევუთვალე: რამაზს: ჰკადრეთ: მოგეგებვი: მოდი: მოვალ: მეცა: ხვალე: ნახევარ: დღე: სხუა: ვიარე: ჭირსა: თავი: არ: ვაკრძალე: განგებაა: დღესცა: მომკლავს: ქუემცა: სადა: დავიმალე:

301. ქედსა: რასმე: გარდავადეგ: მინდორს: მტვერი: დავინახე: ვთქვი: თუ: მოვა: რამაზ: მეფე: თუცა: უდგამს: ჩემთვის: მახე: ჩემიც: გაჰკუეთს: ჴორცსა: მათსა: ჴმალი: ბასრი: შუბი: ვახე: მაშინ: უთხარ: სპათა: ჩემთა: სახე: დიდი: დაუსახე:

302. ვთქუი: თუ: ძმანო: ისი: კაცნი: ჩუენ: ღალატსა: გვიდგებიან: მკლავთა: თქუენთა: სიმაგრენი: იმისთვისმცა: რად: დალბიან: ვინცა: მოკვდეს: მეფეთათვის: სულნი: მათნი: ზეცას: რბიან: აწ: შევებნეთ: ხატაელთა: ჴრმალნი: ცუდად: რას: გვაბიან:

303. უბრძანე: ჩაცუმა: აბჯრისა: ლაღმან: სიტყუითა: ჴაფითა: დავეკაზმენით: საომრად: ჯაჭვით: ჯავშან: ქაფითა: რაზმი: დავაწყევ: მივმართე: წაველ: დიდითა: სწრაფითა: მას: დღესა: ჩემი: მებრძოლი: ჩემმანვე: ჴმალმან: დაფითა:

304. მივეახლენით: შეგუატყუეს: მათ: ტანსა: აბჯარცმულობა: კაცი: მოვიდა: მომართვა: მეფისა: მოციქულობა: ეთქუა: თუ: ჟამად: გვაჩნია: ჩუენ: თქუენი: არ: ორგულობა: აბჯრითა: გხედავთ: შეგუქნია: აწ: ამად: გულ: ნაკლულობა:

305. შევსთვალე: თუ: მეცა: ვიცი: რაცა: ჩემთვის: გაგიგია: თქვენ: რასაცა: სთათბირობდით: არ: იქნების: არ: იგია: ბრძანეთ: მოდით: შეგუებენით: ვითა: წესი: და: რიგია: მეცა: თქუენად: დასაჴოცლად: ჴელი: ჴმალსა: დამიგია:

306. რა: მივიდა: მოციქული: კულავცა: რადღა: გამოგზავნეს: კუამლი: შექნეს: ლაშქართათვის: დამალული: გაამჟღავნეს: სამალავით: გამოვიდეს: თავი: ორგნით: აქარავნეს: შექმნეს: რაზმი: მრავალკეცი: თუცა: ღ~თო: ვერა: მავნეს:

307. შუბნი: ვსთხოვენ: ჴელი: ჩავჰყავ: მუზარადის: დასარქმელად: საომარად: ატეხილი: ვიყავ: მათად: გამტეხელად: ერთსა: წავსწვდი: უტევანსა: წავსწინარდი: წაველ: გრძელად: მათ: ურიცხუთა: რაზმი: ეწყო: წყნარად: დგეს: და: აუშლელად:

308. ახლოს: მიველ: შემომხედნეს: შმაგიაო: ესე: თქუესა: მუნ: მივმართე: მკლავ: მაგარმან: სად: უფროსნი: ჯარი: დგესა: კაცს: შევეც: ცხენი: დავეც: მართ: ორნივე: მიჰჴდეს: მზესა: შუბი: გატყდა: ჴელი: ჩავჰყავ: ვაქებ: ჴმალო: ვინცა: გლესა:

309. შიგან: ასრე: გავერივე: გნოლის: ჯოგსა: ვითა: ქორი: კაცი: კაცსა: შემოვსტყორცე: ცხენკაცისა: დავდგი: გორი: კაცი: ჩემგან: შენატყორცი: ბრუნავს: ვითა: ტანა: ჯორი: ერთობ: სრულად: ამოვწყვიტე: წინა: კერძი: რაზმი: ორი:

310. ერთობილნი: მამეხვივნეს: მგრგულივ: შეიქნა: ომი: დიდი: ვჰკარ: რასაცა: ვერ: დამიდგნის: სისხლსა: მჩქეფრსა: გადმოღვრიდი: ცხენსა: კაცი: გაკვეთილი: მანდიკურად: გარდავჰკიდი: სითაც: ვიყავ: გამექციან: მათ: შეჰქნია: ჩემი: რიდი:

311. საღამო: ჟამ: დაიზახნა: ქედით: მათმან: დარაჯამან: ნუღარა: სდგათ: წაედითო: კულავ: მოგხედნა: რისხვით: ცამან: მოვა: მტვერი: საშინელი: შეგვაშინა: ამად: ამან: ნუთუ: სრულად: ამოგუწყვიდნეს: უთუალავმან: ბევრმან: სპამან: