ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1892. ნესტან-დარეჯან მას იტყუის: “ნეტამც არ შეგეცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი. ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, ვითა მე შენთუის დამწუარვარ, აგრე შენ ჩემთუის სდნებოდი”.

1893. თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭურეტელთა ლხინებო, რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცულად სიკუდილი ვინებო, აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”

1894. კულა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქუე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყუიტნა ყოლა თუალნი. იგი იჭურეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი, რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყუანი ნაათალნი.

1895. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყუის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქუაბი ცხელდების, ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1896. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხუევნით და კოცებით; იტყუის თუ: “თქუენი სიახლე მიჩანს აქამდისცა ოცებით; რადგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გასაოცებით, შენგან მოგუეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიჴოცებით”.

1897. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: “მზე შენ გელმისო საომრად და თავი მას ასალამე”. უბრძანა: “თქუენთუის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალამე!”

1898. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი ყუა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1899. სამ თვე ვლეს, ღმერთსა მათებრ სხუა ნურა ნუ დაებადოსა! მოეგებნიან; მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდაჴდეს უდელადოსა, ვითა მართებდათ, პურობდეს, ღუინოსა სმიდეს, არ დოსა.

1900. მუნით გაგზავნეს ინდოეთს კაცნი ამბავთა მცნეველად; შესთუალეს: “მოვალ ტარიელ, მოყავსცა თუისი მზე ველად, ვის ვერა გავსო სარო და ვერცა კინამო მრხეველად, წინ მოსაგებლად, ისწრაფეთ, იყუენით ღამით მთეველად.

1901. ოდეს ინდოთ იგი მეფე შვილთა თუისთა მწუხარებით საწუთოსა გასალმობა, სოფლის ბრუნვის ჩვეულებით სრულ ინდონი ათვრამეტ თუე იყვნენ გლოვით, ვალალებით, არსით უჩნდათ სანუგეშო, დედოფლისა ყმობდენ კრებით.

1902. რა მისულიყო ინდოეთს ამბავი ტარიელისა, შექნოდათ სიხარულითა დენა ცრემლისა ცხელისა, დედოფალს კადრეს: “ მოგუეცა შორად განდევნა ბნელისა, მოგუხუდა ღმერთმან წყალობით, ჟამი გუხუდა სანატრელისა.

1903. შეკრბა სიმრავლე სპათა და თავადთა დიდებულებთა; ისწრაფეს, გასხდენ ტაიჭთა ტურფადრე დაკაზმულებთა; უსწრობდეს ერთი მეორეს, მიეცნენ სიხარულებთა, გაისმა: სრულად ინდოელთ მიეცა შუება გულებთა.

1904. დედოფალმა პალატისა დიდებულნი ხასნი სრულად მათ მეფეთა დასახუედრად მიაგება მხიარულად, საჭურჭლენი უთუალავნი წინა უძღუნა დატუირთულად, უბრძანა თუ ;” ნურას ზოგავთ, რადგან ვარდნი არ არს ზრულად.

1905. გასცა ინდოეთს ბრძანება ახდად შავისა სრულისა, შემოსუა ძოწეულისა და ზარქაშისა მკულისა: “გუეღირსა ზესთა წყალობით პოვნა ჩუენ დაკარგულისა, განსდევნეთ ჭმუნვა ყოველთა, დღე გუაქვს აწ სიხარულისა.

1906. მოვიდეს სრული ინდონი, ტარიელს ესალმოდიან, ფერჴთა და ჴელთა კოცნიდეს, ცრემლითა უსურვოდიან, ნესტან დარეჯანს ვით ვარდსა ბულბულებრ გარ ეტრფოდიან. იგ დიდებითა დიდითა მათ მეფეთ წინ უძღოდიან.

1907. მოვიდნენ ქალაქს შეიქნა ხშირად საკრავთა ტკბილობა, მოქალაქეთა ფერჴთ ქუეშ ჰყუეს სტავრად დაფენილობა; აყრიდნენ ზედასპეკალთა,არვინ აქუს მოწყენილობა, სრასა შევიდნენ: დედოფალს აჩნია ცრემლთა ნილობა.

1908. მაშინ ყოვლთა მეფისათუის აატირეს გული ჩვილი, მოსთქუეს: გმირი სიუხუისა, ვაი, მოგშორდა ნილოს ქმნილი! ტარიელცა ცრემლსა აფრქიევს, მისგან იყო ტკბილად ზრდილი: დავკარგეო მზისა სწორი, მომდგომია ბნელი ჩრდილი.”

1909. დედოფალი გარდეხუია მათ ორთავე თვისსა შვილთა, აკოცებს და ეუბნების გულსადებთა სიტყუა ტკბილთა; “ვაი, გიმუხთლათ საწუთრომან თქვენ ედემის ალვა ზრდილთა, ნუღარ სწუხართ, აწ დასხედით მეფობისა ტახტ- ადგილთა.

1910. მიუძღუნა და ტახტსა დასხნა, ერთიბილნი ულოცვიდეს, დედოფალსა სხუასა ტახტსა შემკობილსა ცალკე სმიდეს, ავთანდილს და ფრიდინს მრავლად უსასყიდლოდ ძღუენსა ძღუნიდეს, შექმნეს სუმა და სიხარულით მათ შვებანი განადიდეს.

1911. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხუდა მათი საწადელი შვიდი ტახტი საჴელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.