ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1872. იაგუნდისა ჯამები იყუის, ლალისა ჭიქები, კულა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭურეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1873. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ჴმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა; მსმელთათუის წყარო ღუინისა ასგან დის, მგზავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდაჴდა ჟამი დილისა.

1874. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი; სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი;

1875. ხუალისად მეფე არაბთა კულავ პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭურეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; ჴამს, ყურსა გუეგდოს საყურად ჩუენ თქუენი ნატერფალია”.

1876. აწ, მეფეო, არ ეგების ჩუენი სხდომა თქუენად სწორად”. საჴელმწიფო საჯდომი და სხუა დაუდგა ტახტი შორად. ქუემოდ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად. პირველ ძღუენი ტარიასთუის მოიღიან, იდვის გორად.

1877. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იჴმობს ჴელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყოველნი უხუბა იეფობასა, ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩუეული თუით მეფობასა.

1878. თინათინს ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყუარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღუნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, თუითო სკიპტრა და პორფირი და გუირგუინები თვალისა.

1879. კულა ეძღუნა ძღუენი ორთავე, მგზავსი მათისა ბედისა, ათასი თუალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კულა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კუერცხი ტრედისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მგზავსი ქედისა.

1880. ფრიდონს უძღუნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული, ცხრა ტაიჭი, ძუირფასისა უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყუანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული, მადლი კადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღუინო სმული.

1881. რას ვაგრძელებდე, გარდაჴდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან, არ იყუნეს ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს სძღუნიან უცხონი თუალნი ლალისა ქუისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი ფარვენ მართ ვითა მზისანი.

1882. ტარიელ გუანდის ვარდსა და იყუის ფიფქისა მთოველად, ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად; შესთუალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქუს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად”.

1883. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ჴელოვნებამან. ვეჭუ მოქცეს თქუენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან; წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, ადრე კულა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.

1884. როსტევანს ეთქუა: “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა? რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭურეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყუეს,წადით ლაშქრითა დიდითა. თქუენთა მტერთა და ორგულთა დაფრეწდით, დაცასჭრიდითა“.

1885. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყუები ორები. მან უთხრა: “აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახლად შეყრილსა მთუარესა, მზეო, ვით მოეშორები?” ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები”.

1886. “არ დია გინდა დამაგდო, წახუიდე ჩემად მზრახავად! “ცოლი უყუარსო, გამწირა” იყო ამისად მსახავად; მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახავად? კაცსა მოყურისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ ავად!”

1887. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქუევასა, უბრძანა: “ვიტყუი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა; რადგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”. ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წუევსა.

1888. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხან დაზმულია; კაცი ოთხმოცი ათასი, ყუელაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხუარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღუელ ჭმულია.

1889. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმანერთისა დად ფიცნი, სიტყუისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი, ტიროდეს; მათთა მჭურეტელთა გულიმცა ესხნეს წდობილნი.

1890. მთუარე ცისკრისა ვარსკულავსა რა თანა შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათად საჭურეტლად მჭურეტელმან, ჴამს, თავი იქედგოროსა.

1891. მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა წებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩასდიან. მათთა გამყრელთა ყუელთა სიცოცხლე არ იქადიან.