... (H-2074), XVI-XVII სს.

1950. ვაზირი჻ ჰკადრებს჻ მეფეო჻ თქუენ჻ უმართლე჻ ხართ჻ მას჻ დია჻ მაგრა჻ ჰყავს჻ ტყუედ჻ დარჩენილი჻ ვინცა჻ მესისხლე჻ ცხადია჻ არ჻ გაგიშუებენ჻ ცოცხალსა჻ უფიცავს჻ მას჻ მაჰმადია჻ თუ჻ გარდაუშვებ჻ გამართლებს჻ ვინ჻ ღ~თისა჻ დანაბადია჻

1951. მეფემან჻ ბრძანა჻ ადვილად჻ ნუ჻ მეუბნები჻ ვაზირო჻ თუ჻ დავივიწყო჻ ძე჻ ჩემი჻ მმართებს჻ რომ჻ გული჻ ვატირო჻ ანუ჻ გავიჭრა჻ მონდორად჻ და჻ თავი჻ გავინადირო჻ მიჯობს჻ რომ჻ მოვკუდე჻ და჻ ჩემი჻ დარჩომა჻ არ჻ დავაპირო჻

1952. ვაზირმან჻ ჰკადრა჻ მეფეო჻ ისმინე჻ სიტყუა჻ ასები჻ აქამდი჻ ჩემი჻ კადრება჻ არ჻ გაგეგონა჻ ნასები჻ ტარიელს჻ თქუენთა჻ სისხლთაგან჻ სწადს჻ სავსე჻ შესვას჻ თასები჻ თქუენად჻ საკლავად჻ მოუსხამს჻ უცხო჻ სპა჻ ბევრ჻ ათასები჻

1953. სისხლი჻ გაუშვა჻ ხუარაზმშა჻ მტკიცე჻ ქნეს჻ მოზავებული჻ შეჰფიცეს჻ ყოვლი჻ სიმტკიცე჻ წინასწარ჻ მოსწავებული჻ კარგ჻ ვაზირობით჻ არა჻ ჩანს჻ თარასგან჻ დაშავებული჻ ხუარაზმშა჻ დადგა჻ წავიდა჻ ტარიელ჻ გამარჯუებული჻

1954. მივა჻ ტარიელ჻ მოყუსითა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილითა჻ გამარჯუებული჻ ნადირობს჻ საბინდოთა჻ და჻ დილითა჻ იტყუის჻ თუ჻ ვერ჻ გარდავიჴდი჻ მე჻ ვალსა჻ თქუენ჻ სადილითა჻ თქუენ჻ დამარჩინეთ჻ თუ჻ არ჻ მკუდრად჻ ვიწევ჻ ხუარაზმშას჻ ჩრდილითა჻

1955. წამოვიდეს჻ მხიარულნი჻ ნადირობით჻ თამაშობით჻ მტერთა჻ ზედა჻ მოქცეოდეს჻ მათგან჻ იყუნეს჻ უშიშრობით჻ მათ჻ მოემწყო჻ ხუარაზმელი჻ არ჻ დაეგდო჻ შამუშობით჻ ერთმანერთსა჻ აქებდიან჻ მხიარულნი჻ არ჻ ქუშობით჻

1956. მოვიდეს჻ მოქალაქენი჻ გამოეგებნეს჻ ზარითა჻ მუტრიბთა჻ ჴმანი჻ ისმოდეს჻ ბარბითთა჻ შენაზარითა჻ ნესტან჻ დარეჯან჻ დაშუენდა჻ ელვითა჻ მით჻ მწყაზარითა჻ მას჻ სიხარულსა჻ ვერ჻ დავსწერ჻ ჴელითა჻ ვერცა჻ ზარითა჻

1957. რად჻ ვაგრძელებდე჻ მუნ჻ დაყუნა჻ მრავალნი჻ დღენი჻ ამონი჻ მერმე჻ გაუშვნა჻ სავსენი჻ მნათობნი჻ დაუღამონი჻ წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ ტკბილნი჻ გამომსალამონი჻ დადგა჻ ტარიელ჻ თუც჻ ცრემლი჻ სდის჻ ჴმელთა჻ დასალამონი჻

1958. აავსნა჻ მისაცემლითა჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა჻ სტავრითა჻ საკრამანგითა჻ მძიმითა჻ სადუქარდითა჻ წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ პირითა჻ მინავარდითა჻ გავლენ჻ ზღუასა჻ და჻ მიდიან჻ საროთა჻ განაზარდითა჻

1959. მივიდეს჻ მათი჻ ქუეყანა჻ მათ჻ დახუდა჻ ამოდ჻ ნებითა჻ მოეგებნიან჻ სძღნობდიან჻ წესითა჻ და჻ რიგებითა჻ თინათინს჻ პირსა჻ სინათლე჻ ემატა჻ დაშუენებითა჻ მულღაზანზარი჻ შეიქნა჻ მეტითა჻ აშენებითა჻

1960. ეს჻ ამბავი჻ დარჩომოდა჻ სარგის჻ ლექსთა჻ შეუწყობლად჻ აგრევ჻ თმოგუი჻ თმოგუელთაგან჻ შესავლითურთ჻ დარჩა჻ ობლად჻ ესე჻ სიტყუა჻ მოაჴსენეს჻ ვინ჻ ჩანს჻ გმირთა჻ რაზმთა჻ მწყობლად჻ მიბრძანა჻ თუ჻ ლექსად჻ თქუიო჻ მჭევრ჻ ქართულად჻ დაუშრობლად჻

1961. ერთმანერთისა჻ მეშველთა჻ მებრძოლი჻ იმაჯანიან჻ ორთავე჻ მტერი჻ მოყუარედ჻ მათ჻ წინა჻ მოიყვანიან჻ მათთა჻ ურჩთა჻ და჻ შემკადრთა჻ მიწები჻ უაკვანიან჻ ორგულთა჻ მკლავნი჻ შემუსრნეს჻ ერთგულთა჻ აგულვანიან჻

1962. ყოვლთა჻ სწორად჻ წყალობათა჻ ვითა჻ თოვლსა჻ მოათოვდეს჻ ობოლ჻ ქურივნი჻ დაამდიდრნეს჻ და჻ გლახაკნი჻ არ჻ ითხოვდეს჻ ავის჻ მქმელნი჻ დააშინნეს჻ კრავნი჻ ცხუართა჻ ვერა჻ სწოვდეს჻ შიგან჻ მათთა჻ საბრძანისთა჻ თხა჻ და჻ მგელი჻ ერთად჻ სძოვდეს჻

ანდერძი ტარიელისი ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამისა ნათქვამი჻

1963. აჰა჻ მოგესმნეს჻ სოფლისა჻ საქმენი჻ თავით჻ ქუენამდი჻ მოგვიგონენით჻ ყოფადნო჻ პირველყოფილნი჻ თქუენამდი჻ რა჻ გესმნეს჻ ძნელნი჻ ანდერძნი჻ ღაწუთა჻ ტირილით჻ ქუე჻ ნამდი჻ ყურად჻ იხუენით჻ რაცა჻ ვთქუა჻ მე჻ სულთა჻ აღმოფრთქვენამდი჻

1964. გხადი჻ ყოველნო჻ სულდგმულნო჻ ხუეწნით჻ და჻ მე჻ თაყუანებით჻ ხილვად჻ აწ჻ ჩემთა჻ საქმეთა჻ თქუენ჻ აქა჻ მონაყუანებით჻ სული჻ განეყვის჻ ჴორცთაგან჻ მძლავრებით჻ არ჻ წაყუანებით჻ მეწყალვის჻ ვხედავ჻ გლახ჻ მისი჻ მოგლა჻ და჻ მონაყუანებით჻

1965. ჟამ჻ ერთ჻ გაუშვით჻ ყოველი჻ სოფლისა჻ უბან჻ დაბანი჻ უგულებელს჻ ყავთ჻ ზრუნვანი჻ სახლი჻ და჻ ვანი჻ და჻ ბანი჻ მოიმკუეთანი჻ გაჭრანი჻ სიცილი჻ მღერა჻ და჻ ბანი჻ ისმინეთ჻ ჩემნი჻ ანდერძნი჻ ცუდია჻ დაფდაბდაბანი჻

1966. შემომერტყენით჻ მიდამო჻ მოსხედით჻ მომეკარენით჻ ზოგთა჻ მზირ჻ მიყავთ჻ ერდოთა჻ სარკმლით჻ და჻ მომეკარენით჻ ნესტან჻ დარეჯან჻ მკოცნიდი჻ ბაგით჻ და჻ მომეკარ჻ ენით჻ ჯვარს჻ ვაცმევინებ჻ სოფელსა჻ ურია჻ მამეკარენით჻

1967. გულის჻ ჴმა჻ ყუენით჻ აღმოვსთქვამ჻ მე჻ თქვენსა჻ შესაძინელსა჻ დასაუნჯებსა჻ სულთასა჻ არ჻ კარგვით჻ არ჻ საძინელსა჻ მღუიძრად჻ ყოფასა჻ სწავლასა჻ არ჻ რულსა჻ არსაძინელსა჻ ცრემლთა჻ ადენდით჻ ცხელებთა჻ არ჻ ყინვით჻ ცივსაძინელსა჻

1968. მე჻ ვიყავ჻ მეფე჻ ეგეთი჻ ვითარ჻ მოგითხრა჻ წერილმან჻ ბოლოდ჻ დამადგა჻ სოფელმან჻ ნავთმან჻ ფისმან჻ და჻ წერილმან჻ საჭმლად჻ მიშოვა჻ ჭიამან჻ ბუზმან჻ და჻ ძაღლის჻ მწერილმან჻ ვაი჻ თუ჻ დაგსაჯნეს჻ მიჯნურნო჻ მამამან჻ ამოწერილმან჻