... (H-2074), XVI-XVII სს.

1930. მობრუნდეს჻ გამარჯვებულნი჻ ჩამოჴდეს჻ ჩრდილთა჻ ხეთასა჻ ტურფათა჻ რასმე჻ ბაღთასა჻ ყოლ჻ არ჻ კატართა჻ ტყეთასა჻ მათ჻ ნაომართა჻ ჰშუენოდა჻ მჯობდა჻ მჯობთა჻ ყოველთა჻ მხნეთასა჻ თქუეს჻ თუ჻ ვაჯობოთ჻ ესე჻ დღე჻ მეტად჻ ყოველთა჻ დღეთასა჻

1931. გამოისვენეს჻ მაშურალთა჻ აბჯრითა჻ ტანსა჻ ახდითა჻ პურობა჻ სმა჻ სიმღერითა჻ სოფლისა჻ ჴელთა჻ დაჴდითა჻ მათი჻ მებრძოლი჻ მას჻ დღესა჻ მკუდრად჻ ჩნდა჻ არმისა჻ წაჴდითა჻ ხუარაზმშა჻ იჯდა჻ ფერჴითა჻ მსგავსად჻ ფერისა჻ დაჴდითა჻

1932. დილასა჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ და჻ სხუათა჻ სპათა჻ თავნია჻ ტარიელისსა჻ მოვიდეს჻ დახუდეს჻ ლაშქარნი჻ შავნია჻ აწ჻ მათგან჻ სამოციქულოდ჻ კაცი჻ ჩანს჻ შენაგზავნია჻ შესთუალეს჻ ღ~თნ჻ პატივგცა჻ ტყუედ჻ გყუანან჻ შენნი჻ მავნია჻

1933. ვინათგან჻ ღ~თნ჻ პატივი჻ ეგზომი჻ დაგდვა჻ დიდებით჻ გმართებს჻ რომ჻ იყო჻ საღმრთოსა჻ საქმესა჻ ზედა჻ რიდებით჻ აწ჻ შენ჻ რადმცა჻ ჰქენ჻ ეგ჻ საქმე჻ პირველსა჻ ზედა჻ მიდებით჻ პირი჻ აიღეთ჻ გაუშვით჻ ხუარაზმშა჻ ამოდ჻ მშვიდებით჻

1934. ტარიელ჻ გასცა჻ პასუხი჻ მეტად჻ წყნარი჻ და჻ მჭევრები჻ ღ~თისაგან჻ მე჻ მჭირს჻ წყალობა჻ და჻ თქუენგან჻ დიდი჻ ბევრები჻ აწ჻ სამჯერ჻ თქუენგან჻ დადგმულა჻ ჩემთუის჻ შუბისა჻ ტევრები჻ დარჩეს჻ გაუშვით჻ ხუარაზმშა჻ აგრევ჻ თავადი჻ ბევრები჻

1935. შევიდეს჻ ნახეს჻ ტარიელ჻ და჻ მადლსა჻ გარდაიჴდიდეს჻ მერმე჻ ადგეს჻ და჻ ხუარაზმშა჻ სად჻ იყო჻ მუნა჻ მივიდეს჻ უსალამეს჻ მათ჻ ორთავე჻ თავისთავის჻ მოიმშვიდესა჻ გუერდსა჻ დაუსხდეს჻ ნაკრავთა჻ უქებდეს჻ და჻ გაიცდიდესა჻

1936. მერმე჻ ჰკადრეს჻ ჰე჻ ხუარაზმშა჻ ჴელმწიფეო჻ ბედნიერო჻ მორჭმულო჻ და჻ თუითმპყრობელი჻ ზნეუკლებო჻ გონიერო჻ გუიკვირს჻ რაცა჻ თქუენ჻ გიქნია჻ პირველ჻ კაცო჻ მეცნიერო჻ რად჻ აშვილეთ჻ შვილი჻ თქუენი჻ ყოვლით჻ ზნითა჻ შუენიერი჻

1937. თუ჻ გასმიოდა჻ ტარიელ჻ ნახვითა჻ ანუ჻ სმენითა჻ მემკუიდრე჻ სადმე჻ არისო჻ რად჻ არა჻ მოიხენითა჻ აწ჻ გარდაუშვით჻ პირველი჻ სისხლი჻ პირითა჻ ჩუენითა჻ აქათ჻ წადით჻ და჻ მეფობით჻ ბრძნითა჻ გონებაენითა჻

1938. ხუარაზმშა჻ წყნარი჻ სიტყუები჻ თქუნა჻ ბრძენთა჻ სწავლარიგისა჻ პირველად჻ ქება჻ ავთანდილს჻ და჻ ნურადინს჻ მიუგისა჻ მე჻ თქუენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქუა჻ ბუდე჻ ვარ჻ აწ჻ აუგისა჻ მკლავს჻ სირცხუილისა჻ ლახუარი჻ ბასრისა჻ შუბ჻ დაუგისა჻

1939. ოდეს჻ ძე჻ ჩემი჻ ეთხოვა჻ სასიძოდ჻ ჰინდოთ჻ მეფესა჻ მაშინ჻ არსადით჻ ვიცნობდით჻ ტარიელს჻ სისხლთა჻ მჩქეფესა჻ უმკუიდროდ჻ ყოფა჻ ეწერა჻ მას჻ წიგნსა჻ მათსა჻ სეფესა჻ ამად჻ ვერ჻ მივხუდი჻ მიგმობდით჻ ჭკუასა჻ დანაყეფესა჻

1940. ჰმართებდა჻ თუმცა჻ ტარიელს჻ ებრძანა჻ ჩემთუის჻ კაცითა჻ მართ჻ ერთხელ჻ ვითა჻ ეგრეცა჻ არ჻ მრავლად჻ კულა჻ და჻ კულაცითა჻ მე჻ ვარ჻ მემკვიდრე჻ პატრონი჻ მე჻ მმართებს჻ ღ~თითა჻ და჻ ცითა჻ ნუ჻ მოსცემ჻ შვილსა჻ თუარ჻ დავხუდე჻ რაზმითა჻ ცემა჻ ტკაცითა჻

1941. თუ჻ მაშინ჻ არ჻ დამეშალა჻ თქუენ჻ უმართლე჻ ხართ჻ მდურვასა჻ მე჻ თავსაცავე჻ ვაბრალობ჻ მას჻ საშინელსა჻ ურვასა჻ მაგრა჻ უმეცრად჻ შთავიჭერ჻ ცრემლთა჻ მორვისა჻ ცურვასა჻ ამად჻ ვერავინ჻ დამიშლის჻ გულსა჻ სისხლისა჻ წურვასა჻

1942. ეს჻ ასრე჻ იყო჻ რაც჻ გკადრე჻ თქუენცა჻ გასმოდეს჻ მგონია჻ თუარ჻ გაიკითხენ჻ ჰინდონი჻ გკადრებენ჻ უშმაგონია჻ ავთანდილ჻ ჰკადრა჻ მეფეო჻ ესე჻ ვერ჻ გაგიგონია჻ მაგისთანანი჻ სიტყუანი჻ აწ჻ არად჻ სავარგონია჻

1943. თავმან჻ თქუენმან჻ თუ჻ მოგუისმენ჻ ამას჻ გკადრებთ჻ დაუცდომლად჻ სჯობს჻ წახუიდეთ჻ ტახტსა჻ თქუენსა჻ იყუნეთ჻ სისხლთა჻ დამთმო჻ მჯდომლად჻ არა჻ გაკლდეს჻ დიდებისა჻ ჴელი჻ ცათა჻ შეუცთომლად჻ შენდობა჻ ჴამს჻ რადგან჻ ადამ჻ აღარ჻ დარჩა჻ შეუნდობლად჻

1944. ხუარაზმშა჻ ბრძანებს჻ ვინათგან჻ თქვენ჻ გწადს჻ აგრე჻ ვქნათ჻ ვით჻ ბრძანეთ჻ მაგრა჻ ნახეთ჻ რა჻ ძნელია჻ ესე჻ კარგად჻ გაიგონეთ჻ წინაშე჻ ვარ჻ გარდაუშვებ჻ რადგან჻ ასრე჻ მიზაბუნეთ჻ შემაკითხეთ჻ სპათა჻ ჩემთა჻ თარას჻ გუერდსა჻ შემაგონეთ჻

1945. ადგეს჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ ტარიას჻ გამოეზრახნეს჻ ხუარაზმშას჻ სიტყუა჻ ყოველი჻ წყნარად჻ თქუეს჻ არ჻ დაიზახნეს჻ თარა჻ ვაზირსა჻ უხმობთო჻ ვინ჻ ბრძენთა჻ გამოესახნეს჻ მიდგეს჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიგანთა჻ არ჻ უვაგლახნეს჻

1946. შიგნით჻ შეჰყივლეს჻ ისმინეთ჻ ჩუენი჻ ჴმა჻ თქუენთვის჻ ზარისა჻ თარა჻ ვაზირი჻ გარდმოდგეს჻ სახასო჻ ბრძენთა჻ თავისა჻ ხუარაზმშა჻ ბრძანებს჻ ნახვა჻ სწადს჻ შენი჻ არ჻ ჭკუვად჻ ავისა჻ გამოდი჻ ჩუენ჻ გამოგინდობთ჻ არ჻ მიზდი჻ გინდა჻ ნავისა჻

1947. გამოვიდა჻ თარა჻ ბრძენი჻ პლატონისა჻ დიდად჻ დარი჻ ხუარაზმელის჻ მართ჻ ნახუისა჻ ღ~თისა჻ ხუეწით჻ მემუდარი჻ რა჻ ჴელმწიფე჻ მისი჻ ნახა჻ მუნ჻ გაცოცხლდა჻ ვითა჻ მკუდარი჻ თქუა჻ თუ჻ ღ~თო჻ კურთხეულ჻ ხარ჻ აღარ჻ ვნახე჻ სასუდარი჻

1948. თაყუანი჻ სცა჻ მერმე჻ ყელსა჻ მოეხუია჻ თარა჻ ბრძენი჻ მოახსენა჻ ღ~თო჻ რა჻ ვთქუა჻ მადლთა჻ შენთა჻ მე჻ სიგრძენი჻ ამა჻ ომთა჻ მოარჩინენ჻ არ჻ უობლენ჻ წურილნი჻ ძენი჻ რა჻ მადლი჻ ვთქუა჻ რომ჻ ასეთნი჻ წყალობანი჻ მიბოძენი჻

1949. დასხდეს჻ მეფე჻ და჻ ვაზირი჻ არჩევენ჻ სათათბიროსა჻ მეფე჻ ბრძანებდა჻ სიტყუასა჻ გულმდუღრად჻ ასატიროსა჻ ვაზირო჻ ჰგუანდა჻ ძე჻ ჩემი჻ ბროლლალსა჻ გასაჭუიროსა჻ ვით჻ მეტყუი჻ სისხლი჻ გაუშვი჻ მაგ჻ ძნელსა჻ სავაზიროისა჻