... (H-3061), XVIII ს.

1787. თაყუანისცეს: უსალამეს: მოიკითხეს: ერთმანერთი჻ მერმე: ჰკითხეს: ვით: არისო: ლომი: გმირთა: შენაერთი჻ მან: პირ: მზემან: წურილად: ბრძანა: სენი: სჭირსო: ყოლ: არ: ერთი჻ მისის: ასრე: ყოფისათვის: შეგვარისხეს: ზედათ: ღმერთი჻

1788. მოიტირს: მათ: ლომ: კაცთა: ტარიელის: სნეულობა჻ მერმე: უმძიმს: ინდოთათვის: მათ: მტერთაგან: ძლეულობა჻ ტარიელის: ნახვა: სწრაფით: უნდა: ვით: არს: ჩუეულობა჻ ნახეს: მჭლედ: და: ფერ: მიჴდილად: გულსა: სჭირდა: დაწყლულობა჻

მისულა ავთანდილისა და ფრიდონისაგან ტარიელის საშველად჻

1789. ნესტან: დარეჯან: ტან სარო: პირად: მზე: ვითამცა: ლალი჻ დაღრეჯილიყო: სევდითა: აწ: აღარც: ვითამცა: ლალი჻ სისხლის: ცრემლითა: მტირალი: უბნობდა: ვითამც: ალალი჻ თქუა: იყო: ჩვენთუის: ხუარაზმშა: მწყერთათუის: ვითამც: ალალი჻

1790. სისხლის: ცრემლითა: მტირალი: ბრძანებდა: არსათუობით჻ ზურგი: აქუს: მზესა: მოდრეკით: სევდა: სჭირს: დასანაზობით჻ ნესტანდარეჯან: ტანსარო: არს: მისით: ხასიათობით჻ სევდა: სევდასა: დართოდა: ვერ: მჭურეტთა: დასანაზობით჻

1791. გამოვლნეს: ზღვანი: მოვიდეს: ჴმელეთსა: ტარიერისა჻ ნახეს: სენთაგან: დაცემით: ტარიელ: მსგავსი: ბერისა჻ ორთა: სენთაგან: ჩიოდა: მტირალი: მოამბე: რისა჻ თქუა: გაჴდა: თემი: ჰინდოთა: სისხლთაგან: მონატბერისა჻

1792. ტარიელის: ნახვისათვის: მობრუნდეს: და: მოუჩუქნეს჻ ნახეს: მჭლედ: და: ფერ: მიჴდილად: ჰკადრეს: გული: აუჩუქნეს჻ ლომო: მზეო: რამ: გაგჴადნა: პირთა: ზედა: შუქნი: უქნეს჻ აწ: ნუ: გაგვუა: მტერთა: შენთა: რისხვა: ზეცით: მოუბუქნეს჻

1793. ტარიელ: ძმათა: უჩივის: სენი: დამერთო: მტერულად჻ დღესა: ერთსა: ნადირობით: მოვიდოდი: მხიარულად჻ სმად: დავჯე: და: ვიხარებდი: ვარდი: არ: ვჰქენ: დანასრულად჻ მართ: ანაზდად: მომივიდა: სევდამ: მოკლა: გული: სრულად჻

1794. ესმა: ხუარაზმთა: მფლობელსა: იგი: დამერთო: მე: ზედა჻ ჰინდონი: ჩემნი: შეებნენ: მთუარე: დაბნელდა: და: მზედა჻ ქუეყანა: ჩემი: ასწყვიდა: სისხლი: იკითხა: ჩემზედა჻ მე: ასრე: ვიყავ: მკლავთაგან: ვერ: მოვიჴმარენ: მტერზედა჻

1795. ესე: თქვა: და: ვით: ეწყინა: ეს: ამბავი: მათ: მეფეთა჻ ტარიელის: შველისათვის: არ: დამდგომთა: მოსწრაფეთა჻ ცრემლი: სდის: და: აგრე: ფიცვენ: ვადენით: სისხლთა: მომჩქეფეთა჻ ხვარაზმს: მივალთ: მოვიჴმარებთ: მკლავ: მაგარნი: სიფიცხეთა჻

1796. აწ: ასმათი: მიეგებვის: ნამსახური: და: დობილი჻ მტერთა: ჩვენთა: ნახვა: თქუენი: შემშრეს: თუალთა: ცრემლ: ლტობილი჻ მათ: სალამი: გამოუღეს: მოიკითხეს: გულ: წდობილი჻ შესტირნა: და: ააჩუქნა: აატირნა: ერთობილი჻

1797. კულავ: მოიკითხეს: ასმათი: ნამსახური: და: ხლებული ღ~თსამც: მადლი: აქუს: არ: ვნახეთ: ტარიელ: თვალ: დაფახული მოვასხით: ზედ: დავაყენოთ: მკურნალნი: ჴელოვნებული ადრე: ვჰკურნებთო: იტყუიან: ამას: ვართ: იმედებული჻

1798. ჴელი: ჰყუეს: გუერდსა: მიუსხდეს: აქიმნი: შემოკრებულნი჻ წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: გულითა: გამეხებული჻ ფიცხლავ: ინდოთა: აცნობეს: მოვლენ: არიან: ქებულნი჻ მოვიდეს: სპანი: ჰინდოთა: არ: ხანსა: დაყოვნებულნი჻

ავთანდილისა და ფრიდონისაგან დიდის ლაშქრით ხვარაზმშას წასულა჻

1799. აღლუმი: ვნახე: არ: აკლდა: იგ: ლაშქარნი: უთვალავნი჻ მთა: და: ბარი: გაიტენა: მოიმატა: სპანი: სხვანი჻ ბუკსა: იკრეს: და: ავთანდილ: ფრიდონს: სძღუნიან: მოდგეს: თავნი჻ მიდგეს: შორით: უსალამეს: თქუეს: თუ: ვნახეთ: ცათ: ვარსკულავი჻

1800. სამთა: მეფეთა: დროშები: მუნ: სამგან: ამართულია჻ სხუათა: მრავალთა: თავადთა: ნიშანი: წარმართულნია჻ ხუარაზმს: მიდიან: სასწრაფოდ: არ: წყნარად: გამართულნია჻ მე: ვერ: დავთვალენ: ამარვა: ჩემგან: ძნელ: შემართულნია჻

1801. ცისკრად: შეიქნა: ჴმა: ბუკთა: საყუირთა: ქოს: ტაბლაკება჻ ჰინდონი: დგანან: შუასა: შvენის: დროშის: ალამება჻ მარჯუნით: დგას: ლომი: ავთანდილ: ყოლ: არა: უნდა: მას: ქება჻ მარცხენით: ფრიდონ: მოჰყუების: უხარის: მათ: გვერცა: ხლება჻

1802. გაემართნეს: სამესისხლოდ: ხვარაზმს: მივლენ: გმირნი: ესე჻ მზღვართა: მათთა: არ: მიუჴდეს: ღაზოდ: იყუნეს: სისხლთა: მთესე჻ მივიდეს: და: აწ: ამათ: ქნეს: პირველ: მათგან: დანათესე჻ ცეცხლებრ: სწვენ: და: აოჴრებენ: მიუბრუნეს: რისხვა: ზესე჻

1803. წავიდა: კაცი: საცნობლად: ვით: შავარდენი: ხეზითა჻ აცნობა: ხვარაზმთ: მეფესა: მორჭმულსა: დიდად: ზეზითა჻ არიან: ორნი: მნათობნი: ჰგუანან: მოსრულნი: მზე: მზითა჻ ქუეყანა: სრულად: დაუწვავს: რისხვა: მათ: მიზეზითა჻

1804. ხუარზმშას: ესმა: ამბავი: მოსულა: ჰინდოთა: რაზმისა჻ კულავ: მეშველად: ფრიდონ: ავთანდილ: ბრძნად: მისთვის: არ: ნაკაზმისა჻ იგი: აჩქარდა: ჴმობა: თქვა: სპისა: მის: ხვარაზ: აზმისა჻ სწრაფით: მივიდეს: ვერ: ვთქუით: ზრახვა: შინ: ხანსა: დაზმისა჻