... (H-3061), XVIII ს.

1842. შეიქნა: ომი: ფიცხელი: რაზმის: კიდემდი: კიდია჻ ხვარაზმშა: სპათა: ინდონო: ვით: მჭელსა: მოიმკიდია჻ იაჯებოდეს: ტარიელს: სულ: ნუ: დაგუჴოცო: კი: დია჻ ვისცა: გარდაჰკრის: გააპის: ცხენს: კაცი: გარდნაკიდია჻

1843. შუბნი: შემოსცა: ხუარაზმშაჰ: ტარიელ: მკერდსა: შელეწნა჻ ვერ: გაუტეხნა: აბჯარი: ვერცა: თუ: სადმე: დახეწნა჻ ვაქებ: ვინ: გმირი: ასეთი: ან: სარო: ალვა: ახეწნა჻ ტარიელ: ჴმალი: ხვარაზმშას: ცხენსა: ჰკრა: ყოლ: არ: აძეწნა჻

1844. ტარიელ: ცხენი: ხვარაზმშას: მოუკლა: მუნვე: დაეცა჻ უფიცხე: იბრძვის: ქვეითსა: ჴრმალი: უნდოდა: დაეცა჻ ყმა: აღარავინ: იახლა: რომ: ადრე: ჴმალი: მაეცა჻ ამისთვის: მარტო: იბრძოდა: არათ: ღონითა: გაექცა჻

1845. დაშურა: მოსჭირდა: მარტოსა: მრავალი: ჴმალი: ექნია჻ გაუტყდა: ჴმალი: და: ლახტი: მართ: ვითა: მშვილდი: შეჰქნია჻ ამისთვის: სპათა: სიმრავლე: მრგულად: ალყად: გარე: შემჰქნია჻ ჴელთა: შეიპყრეს: დაბნელდეს: მისთვის: მნათობთა: შუქნია჻

1846. ტარიელ: ნახა: ხვარაზმშა: საკლავად: გამართებული჻ გაეხარნეს: და: შეიქნა: პირი: მზებრ: წაღმართებული჻ თქუა: კმარის: ჩემთვის: ღ~თისაგან: წყალობა: დამართებული჻ აწ: აღარავის: მოვაკლევ: მეფეა: წაღმართებული჻

1847. მივიდა: გააშვებინა: დიდი: ხვარაზმთა: მფლობელი჻ ცხენი: მოჰგვარეს: და: წყნარად: შესვეს: მართ: ვითა: მჴმობელი჻ მოვიდეს: მისნი: ძმად: ფიცნი: მოლოცვა: წარმომთხრობელი჻ უქეს: ხვარაზმშას: დარჩომა: ყოლ: არა: იყუნეს: მგმობელი჻

1848. მობრუნდეს: გამარჯვებულნი: ჩამოჴდეს: ძირთა: ხეთასა჻ ტურფათა: რასმე: ბაღთასა: ყოლ: არ: კატართა: ტყეთასა჻ მათ: ნაომართა: შვენოდა: მჯობდა: მჯობთა: ყოველთა: მჴნეთასა჻ თქუეს: თუ ვაჯობოთ: ესე: დღე: მეტად: ყოველთა: დღეთასა჻

1849. გამოისვენეს: მაშურალთა: აბჯრისა: ტანსა: აჴდითა჻ პურობა: სმა: სიმღერითა: სოფლისა: ჴელისაჴდითა჻ მათი: მებრძოლი: მას: დღესა: მკუდრად: ჩნდა: ამრისა: წაჴდითა჻ ხვარაზმშა: იჯდა: ფერჴითა: მგზავსად: ფერისა: წარჴდითა჻

1850. დილასა: ფრიდონ: ავთანდილ: და: სხვათა: სპათა: თავნია჻ ტარიელისას: მივიდეს: დასხდეს: ლაშქარნი: შავნია჻ აწ: მათგან: სამოციქულოდ: კაცი: ჩანს: შენაგზავნია჻ შესთუალეს: ღ~თნ: პატივ: გცა: ტყუედ: გყუანან: შენნი: მავნია჻

1851. ვინათგან: ღ~თნ: პატივი: ეგზომი: დაგდვა: დიდებით჻ გმართებს: რომ: იყო: საღმთოსა: საქმესა: ზედა: რიდებით჻ აწ: შენ: რადმცა: ჰქმენ: ეგ: საქმე: პირველსა: ზედა: მიდებით჻ პირი: აიღეთ: გაუშვით: ხვარაზმშას: ამოდ: მშვიდებით჻

1852. ტარიელ: გასცა: პასუხი: მეტად: წყნარი: და: მჭევრები჻ ღ~თისაგან: მე: მჭირს: წყალობა: და: თქუენგან: დიადი: ბევრები჻ აწ: თქუენგან: სამჯერ: დადგმულა: ჩემთვის: შუბისა: ტევრები჻ დარჩეს: გაუშვით: ხვარაზმშა: აგრევ: თავადი: ბევრები჻

1853. შევიდეს: ნახეს: ტარიელ: და: მადლსა: გარდაიჴდიდეს჻ მერმე: ადგეს: და: ხვარაზმშა: სად: იყო: მუნა: მივიდეს჻ უსალამეს: მათ: თავის: თავის: მოამშვიდეს჻ გვერცა: დაუსხდეს: ნაკრავთა: უქებდეს: და: გაიცდიდეს჻

1854. მერმე: ჰკადრეს: ჰე: ხვარაზმშა: ჴელმწიფეო: ბედნიერო჻ მორჭმულო: და: თვით: მპყრობელი: ზნე: უკლებო: გონიერო჻ გუიკვირს: რაცა: თქუენ: გიქნია: პირველ: კაცო: მეცნიერო჻ რად: აშვილეთ: შვილი: თქვენი: ყოვლით: ზნითა: შვენიერი჻

1855. თუ: გასმიოდა: ტარიელ: ნახვითა: ანუ: სმენითა჻ მემკვიდრე: სადმე: არისო: რადარა: მოიხენითა჻ აწ: გარდაუშვით: პირველი: სისხლი: პირითა: ჩვენითა჻ აქათ: წადით: და: მეფობდით: ბრძნითა: გონება: ენითა჻

1856. ხვარაზმშა: წყნარი: სიტყუანი: თქუა: ბრძენთა: სწავლა: რიგისა჻ პირველად: ქება: ავთანდილს: და: ნურადინს: მიუგისა჻ მე: თქუენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბუდე: ვარ: აწ: აუგისა჻ მკლავს: სირცხვილისა: ლახვარი: ბასრისა: შუბ: დაუგისა჻

1857. ოდეს: ძე: ჩემი: ეთხოვნა: სასიძოდ: ინდოთ: მეფესა჻ მაშინ: არსადით: ვიცნობდით: ტარიელს: სისხლსა: მჩქეფესა჻ უმკვიდროდ: ყოფა: ეწერა: მათს: წიგნსა: მათსა: სეფესა჻ ამად: ვერ: მივხუდი: მიგმობდით: ჭკუასა: დანამყეფესა჻

1858. მართებდა: თუმცა: ტარიელს: ებრძანა: ჩემთვის: კაცითა჻ მართ: ვითა: ერთხელ: ეგრეცა: არ: მრავლად: კულა: და: კულაცითა჻ მე: ვარ: მემკვიდრე: პატრონი: მე: მმართებს: ღ~თითა: და: ცითა჻ ნუ: მოსცემ: შვილსა: თვარ: დავხუდე: რაზმითა: ცემა: ტკაცითა჻

1859. თუ: მაშინ: არ: დამეშალა: თქვენ: უმართლე: ხართ: მდურვასა჻ მე: თავსაცავე: ვაბრალობ: მას: საშინელსა: ურვასა჻ მაგრა: უმეცრად: ჩავიჭერ: ცრემლთა: მორევთა: ცურვასა჻ ამად: ვერავინ: დამიშლის: გულსა: სისხლისა: წურვასა჻

1860. ეს: ასრე: იყო: რაც: გკადრე: თქუენცა: გასმოდეს: მგონია჻ თვარ: გაიკითხენ: ინდონი: გკადრებენ: უშმაგონია჻ ავთანდილ: ჰკადრა: მეფეო: ესე: ვერ: გაგიგონია჻ მაგისთანანი: სიტყუანი: აწ: არად: სავარგონია჻

1861. თავმან: თქვენმან: თუ: მოგუისმენ: ამას: გკადრებთ: დაუცთომლად჻ სჯობს: წახვიდეთ: ტახტსა: თქვენსა: იყუნეთ: სისხლთა: დამთმო: მჯდომლად჻ არა: გვაკლდეს: დიდებისა: ჴელი: ცათა: შეუცთომლად჻ შენდობა: ჴამს: რადგან: ადამ: აღარ: დარჩა: შეუნდობლად჻