... (S-1727), 1837 წ.

39. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო: ჯერ ვარდი არ დაგჭნობია჻ თქვენი თათბირი ავიცა: სხვისა კარგისა მჯობია჻ ხმდა განაღამცა საქნელად: რაცა თქვენ გულსა გლმობია჻ სჯობს და მას მიეც მეფობა: ვისგან მზე შენაფლობია჻

40. თუცა ქალია ჴელმწიფედ: მართ ღ~თისა დანაბადია჻ არ გათნევთ იცის მეფობა: უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია჻ შუქთა მისთაებრ საქმეცა: მის მზეებრ განაცხადია჻ ლეკვი ლომისა სწორია: ძუ იყოს თუნდა ხვადია჻

41. ავთანდილ იყო სპასპეტი: ძე ამისპასალარისა჻ ჯერთ უწვერული სადარო: ბროლ მინა საცნობარისა჻ საროსა მჯობი ნაზარდი: მგზავსი მზისა და მთვარისა჻ მას თინათინის შვენება: კლევდის წამწამთა ჯარისა჻

42. გულსა მისსა მიჯნურობა: მისი ჰქონდა დამალულად჻ რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან: ვარდი შეჰქმნის ფერ ნაკლულად჻ ნახის ცეცხლი გაუახლდის: წყლული გახდის უფრო წყლულად჻ საბრალოა სიყვარული: კაცსა შეიქს გულ მოკლულად჻

43. რა მეფედ დასმა მეფემან: ბრძანა თჳსისა ქალისა჻ ავთანდილს მიხვდა სიამე: ვსება სჭირს მისო ქალისა჻ თქვა ზედა ზედა მომხუდების: ნახვა მის ბროლ ფიქალისა჻ ნუთუ ვით ვპოვო წამალი: მე ჩემი ფერ გამქრქალისა჻

44. არაბეთს გასცა ბრძანება: დიდმან არაბთა მფლობელმან჻ თინათინ ჩემი ჴელმწიფედ: დავსვი მე მისმან მშობელმან჻ მან განანათლნეს ყოველნი: ვით მზემან მანათობელმან჻ მოდით და ნახეთ ყოველმან: შემსხმელმან შემამკობელმან჻

45. მოვიდეს სრულნი არაბნი: ჯარი გამრავლდა ხასისა჻ ავთანდილ პირ მზე სპასპეტი: ლაშქრისა ბევრ ათასისა჻ ვეზირი სოგრატ მოახლე: მეფისა დასთა დასისა჻ მათ რომე დადგეს საჯდომი: სთქვეს უთქმელია ფასისა჻

46. თინათინ მიჰყავს მამასა: პირითა მით ნათელითა჻ დასვა და თავსა გვირგვინი: დასდგა თავისა ჴელითა჻ მისცა სკიპტრა და შემოსა: მეფეთა სამოსელითა჻ ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა: ცნობითა ზე მხედველითა჻

47. უკუდგეს და თაყუანი სცეს: მეფემან და მისთა სპათა჻ დალოცეს და მეფედ დასვეს: ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა჻ ბუკსა ჰკრეს და წინწილანი: დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა჻ ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს: ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა჻

48. მამისა ტახტსა საჯდომად: თავი არ ეღირსებოდა჻ ამად ტირს ბაღი ვარდისა: ცრემლითა აივსებოდა჻ მეფე სწურთის მამა ყოველი: ძისაგან ითავსებოდა჻ ამისად ქნამდის დამწველი: ცეცხლი არ დამევსებოდა჻

49. უბრძანა ნუ სტირ ასულო: ისმინე ჩემი თხრობილი჻ დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს: ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი჻ აქათგან ესე სამეფო: მართ შენია მონდობილი჻ ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა: იყავ წყნარი და ცნობილი჻

50. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან: მზე სწორად მოეფინების჻ დიდთა და წვრილთა წყალობა: შენმცა ნუ მოგეწყინების჻ უხვი ახსნილსა დააბამს: იგი თვით ების ვინ ების჻ უხვად გასცემდი ზღვათაცა: შესდის და გაედინების჻

51. მეფეთა შიგან სიუხვე: ვით ედემს ალვა რგულია჻ სმა ჭამა დიდად შესარგი: დება რა სავარგულია჻ უხუსა მორჩილობს ყოველი: იგინიც ვინ ორგულია჻ რასაცა გასცემ შენია: რაც არა დაკარგულია჻

52. ამა მამისა სწავლასა: ქალი ბრძნად მოისმინებდა჻ ყურსა უპყრობდა ისმენდა: წვრთასა არ მოიწყინებდა჻ მეფე სმასა და მღერასა: იქმს მეტად მოილხინებდა჻ თინათინ მზესა სწუნობდა: მაგრა მზე თინათინებდა჻

53. მოიხმო მისი გამზრდელი: ერთგული ნაამაგევი჻ უბრძანა ჩემი საჭურჭლე: ჩემი ნაუფლისწულევი჻ მომართვით ჩემი ყველაი: ჩემი დანაბეჭდულევი჻ მოართვეს გასცა უზომო: უანგარიშო ულევი჻

54. მას დღე გასცემს ყველაკასა: სივაჟისა მოგებულსა჻ რომე სრულად აღმოაგებ: ს მცირესა და დიდებულსა჻ მერმე ბრძანა ვიქ საქმესა: მამისაგან სწავლებულსა჻ ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს: საჭურჭლესა დადებულსა჻

55. უბრძანა წადით გახსენით: საცა რა საჭურჭლენია჻ ამილახორო მოასხი: რემა ჯოგი და ცხენია჻ მოიღეს გასცა უზომო: სიუხვე არ მოსწყენია჻ ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი: მართ ვითა მეკობრენია჻

56. ალაფობდეს საჭურჭლესა: მისსა ვითა ნათურქალსა჻ მას ტაიჭსა არაბულსა: ქვე ნაბამსა ნასუქარსა჻ რომე გვანდა სიუხვითა: ბუქსა ზეცით ნაბუქარსა჻ არ დაარჩენს ცარიელსა: არ ყმასა და არცა ქალსა჻

57. დღე ერთ გარდახდა პურობა: სმა ჭამა იყო ლხილობა჻ ნადიმად მსხდომთა ლაშქართა: მუნ დიდი შემოყრილობა჻ მეფემან თავი დაჰკიდა: შეექნა დაღრეჯილობა჻ ნეტარ რა უმძიმს მეფესა: შექმნეს ამისი ცილობა჻

58. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ: მჭვრეტთაგან მოსანდომია჻ სპათა სპასპეტი ჩაუქი: ვითა ვეფხი და ლომია჻ ვაზირი ბერი სოგრატი: თჳთ მასთანავე მჯდომია჻ თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა: ანუ რად ფერი ჰკრთომია჻