... (H-743), XIX ს.

139. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

140. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არათ სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

141. ზედან წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორნიღაა ამად სულთქვამს არა იშობს ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს კვლავ ამისთვის გულ მოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს

142. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად ვთქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორნიცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

143. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვცნა ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს კადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

144. უანბოს ჩემი სიკვდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი ქმნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი მე სხვაგან სადმე რებული ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული

145. იტყვის ღმერთო სამართალი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარული კიდე გლახ რად გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აფხვრენ ჭირთა დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ

146. კვლავცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების თქვა თუ მეტად ნუ მოკვდები გული ჩემი ნუ დადნების უღრთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შეცვლის არ საქმნელი არ იქმნების

147. თავს უთხრა მოკვე გიჯობს სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ამბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიყვების ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა

148. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშე ერთობ სრულად მამივლიან მაგრამ საქმე იმ კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

149. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია გაუცვდებოდეს მკლავნი და მისი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

150. […………………………………………………………] მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მხეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

151. მათ მინდორთა შუა შიგან ამოსული ქედი არის გაფიცხდა და ზედან წადგა მაიმარჯვა საომარი ჩემი ბრძოლა ვისამც ეძლოს შაურია ერთობ მთა და ბარი დავხოცნო და ამოვყაროთ წავიყვანო პატიმარი

152. თუმცა მხეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავუგრძესითა შანბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კვესითა

153. ცხენსა მისცა საძოვარი ვირე მწვადი შეიწოდეს ექვსნი რამე ცხენოსანნი ნახა მისკენ მოდიოდეს თქვა თუ გვანან მეკობრეთა თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს

154. ჩვენ ასე ყოფნი არ ვარგივართ რა გნახეს ჯაბანობითა შაირტყა წელთა აბჯარი შეჯდა ტანისა ჯანებით მა ზედ აქვს შვილდი და ისარი ხმალი მოიკრა ჯანებით მისმან მებრძოლმან ყოველმან გაყრამცა იარ ჯანებით

155. ხელთა ქონდა ისარ მშვილდი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭიროდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

156. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამსგავსე მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსე ვერა გვარგო მოგვიმატენ ჭირი ჭირთა მოგვისავსე სატირელნი მოგვიტირენ ღაწვნი შენცა დაიმხავსე

157. ავთანდილ მიდგა უანბო მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ანბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა ჩვენ გვაქვსო ციხე ქალაქი ხატაეთს არე მარეთა

158. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გვყვამს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა თთვესა ერთსა არ წავედით ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით