... (H-743), XIX ს.

21. ეგე არ მიმძიმს ვეზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიე სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა საბრძანებელი ჩ[........] რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია

22. ერთიღა მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღმერთმან არ მომცა ყმა შვილი ვარ საწუ[………………] ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კვლავ ბურთობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე განაზარდობითა

23. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავ მოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე კითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

24. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რას დამგმეო ყმამან კადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამაზეო

25. უბრძანა რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბარისა ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

26. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავსდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე სპანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდიღა უკუთქმანია გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მაედანია

27. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქმო შედრეკილობა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მოედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

28. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს

29. კვლავ ბრძანეს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად მოსახმარებლად [……] შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად [……] ნაკრაუსა სთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

30. [……………………………..] უბრძანა მინდორნი მოიარენით […………………………] მრავალი თავნი ამისთვის არენით [……………………..]ოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით [………………………….] ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

31. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახჩოსანი პირს ოქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

32. შაეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყად გარე შემოკროდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

33. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსულა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა

34. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწთომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღალ მხლტომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

35. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიესროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივნის მონანი ყე მოართმიდეს [მ]ხე[ც]ნი მათგან დაკოდილნი წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს

36. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიტეს ცათა ღმერთი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა გავს ალვაა ედემს ისხეს

37. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია ნადირი ტყესა შეესწრეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მხნენია

38. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ყვებოდეს უბრძანა თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

39. მონათა კადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყველას ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწვეცა დაგვხოც ვერა გავ ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით

40. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია