... (H-743), XIX ს.

80. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახვა ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მგზავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაფენოდა

81. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

82. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირისპირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

83. ყმამან კადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების აზრად არათ აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკვირვების

84. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად იტყვის თუმცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვირად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

85. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცნი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლახოცა

86. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად თვალთა ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

87. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად წადი იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

88. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნეს შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა აგრე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

89. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი პოე მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა პოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფრჭუნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი

90. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მამხვდეს ხორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმელი შენი მკლავდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

91. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე

92. კვლავცა კადრა აჰა მზეო რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მეიმედა ვარდი ჩემი არ დასჭკნების შუქი შენი იეფადა

93. კვლავ შაფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი

94. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასადაგეს ბროლ ბალახჩი შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ასადაგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

95. ყმა წავიდა სიშორესა თუმცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

96. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გავსულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭვრეტა რა მამხვდეს კვლავ უგრძესადრე ხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე

97. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების რა მილულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების რა შეართვის დიდი დაიზახის მით პატიჟი ეოცების

98. მოშორვება საყვარლისა მას შექნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა სტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

99. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრლმითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ანბავი სცნა რაცა გარემონია