... (H-743), XIX ს.

60. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეყვა ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

61. თინათინს ესმა მამისა აგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ ღვიძილობა მან მოახსენა დაღრეჯით ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა

62. ერთი ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ შესლვა არს ჩემგან ჟამითა მიკითხოს კადრე იყო თქო აქა ერთისა წამითა

63. ერთი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე კადრებს მოვიდა აწაღა ფერ ნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო

64. უბრძანა თუ წადი უხმე უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა განმიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინთა რად დავლეო

65. თინათინ ადგა მივიდა მიყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა აკოცა ნება ნებასა უბრძანა მახლავ რად არა რად მელი მოყვანებასა

66. ქალმან კადრა ხელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

67. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე ლხინადვე დამისახია მამაქარვები სევდისა მართ ვითა მუნფარახია ვეჭ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

68. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

69. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცა შესაპყრობლად შევუძახენ სპანი სრულად დამიხოცა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცა ჯერედცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცა

70. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდა რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნეს ვეღარამან გამახარნეს

71. ქალმან კადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ენდურვი ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

72. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედან მფლობელი შორს არის თქვენი სამზღვარი ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობთ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

73. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მიწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

74. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კვლავ და კვლავ დია ვერეცა თუ ნახეს ნახული ღმერთისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია

75. მონათა კადრეს მეფეო ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისგან მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით

76. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო ჩემდა მტერად წამოსრული გარდმოსული ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო

77. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მუშაითი უხმეს ჰპოეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მგზავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

78. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

79. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერდგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა