... (H-743), XIX ს.

120. ფათერაკი სწორად მოკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი

121. დასწერა თუ ჩემნო ყმანო დაზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

122. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერთ მე რასა თვით [……….] ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა

123. საქმე რა მიძს თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი დავყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გევედრები ამისთვის ვარ თქვენი შემამხვწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

124. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა ცნობდეს ყველა მზეებრ მოგეფინოს ვარდსა ზვრიდეს არ აჭკნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

125. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

126. ესე წიგნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვა ნაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ შეეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

127. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინ ა

128. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა მისი მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა

129. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირ მზე ვეღარ პოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყველგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

130. ღმერთი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოანბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქეთ კიდეს მისნი სპანი გულნმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოყრიდეს

131. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ანბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულ დანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

132. ყოვლთა კადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანის სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა

133. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

134. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა [……………………………………………………………..] თქვა თუ მე მასმცა ვიახელ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

135. ახალმან ფიფქმან დათოვა ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა დანასა

136. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა გულსა უთხრის თუ დათმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა კითხევდის ამბავთა მათთანა ემოყვრებოდა

137. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის [……] ტახტად [….] მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ვთქვა ვისად შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

138. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა მაგრამ იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამა შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყა