... (H-743), XIX ს.

219. ქალსაგან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება ამა ზედა მოიხედეს ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოვანება უკვრიდეს და აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

220. ქალმან უთხრა ყმაო ღმერთმან მოგცა ჟამი რაცა გინა მაგრა თავი უჩინოდ ყავ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინა ნუთუ ვით რა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

221. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა შვენოდა კაპარჭ ხრმალითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

222. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოკვეთეს შავმან გიშრისა დანამან

223. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედან დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირ მონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

224. მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

225. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეკრთა მეტი დაიძახნა წამოიჭრა ვითა რეტი იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი

226. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე ნეფე ვინმე გარდმეკიდა ყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

227. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მივეო ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

228. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ას ნაკეცნი ბევრის ბევრად მოახსენა მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

229. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუმცა ჭირი არ გაკლია შენ მოკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

230. უბრძანა დაო ეგეა მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ აქვს პოვნა კაცისა თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი გაყრა ხორცთა და სულისა

231. ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემისა რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ხორციელი დაო მივის არასადა

232. ქალმან კადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რადგან ღ~თსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესა რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო თავი ზომსსა გარდგიხდია

233. ყმამან უთხრა რას მენუკევ არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღვთოთ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიხადე

234. ქალმან კვლავ კადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრამ თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ფიცე არ მოკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა

235. მან უბრძანა თუ მაჩვენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას უზამ უგემურსა არათ ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყვარებ

236. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უანბოს არს მისად მაგულვანებლად ხელი მოკიდა მოყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასადარებლად

237. გამოეგზავნა ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად [……………………………………………………..] რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად გვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვადმცა რისა ვთქვი მე დარად

238. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდეს ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭუდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექმნეს იაგუნდი მათნი თუცა ლალად ღირდეს