... (H-743), XIX ს.

41. მეფესა ესე ანბავი უჩანს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

42. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შაქნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უდგას მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ხეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა

43. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

44. მას ტანსა კაბა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდიცა უმსხოსი ტყავისა ხელთა ნაჭედი მათრახი ქონდა უმსხოსი მკლავისა ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა

45. მოვიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ მდუღარისად თავ ჩამოგდებით მტირლისა არ ჭვრეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა გია გიშრისა ღარისად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვის თქმა აღარისად

46. ვერა კადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით თუმცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი ტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

47. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ძახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნიდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

48. სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლავ კადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთა არცა თავი ვარდისა კონამან

49. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტენს კადრა შემიტყვია იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული უფრო შემიწუხდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და

50. მეფე გაკვირდა გაცასწყრა გული უცს მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მამგვარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

51. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულ მდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვამეო სხვად არას მოუბარია

52. თვალთა ხელნი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა [……………………………………………………….] ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა სხვასა მხარსა გაემართა მათი ჭირნი არა განკურნა

53. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობლად კრა ერთმანერთსა დახოცნა თავის ხელ აუპყრობელად ზოგსა გადაკრა მათრახი მკერდამდის გასაპობელად

54. მეფე გასწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა

55. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუგს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიქნა მისვლა მეფისა მისად უკანა მდეველად

56. რა ცნა მეფე მოვიდაო კრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა გვანდა ქვესკნელს ჩანაძრომსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ პოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა

57. კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალ წმიდად წახდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკვდართა ტიროდეს სწრაფა უქსთ წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

58. ბრძანა ღმერთო მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუძს განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება

59. ესე თქვა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა აღარცა კრა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა […………………………………………………….] ზოგთა თქვეს თუ მართალია ზოგი ღ~თო უზრახვიდა