... (H-743), XIX ს.

179. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოთქმიდიან მოცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ ჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ქნასა

180. სული დაიღეს მან ქალმან დათმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოხადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახდა გამოსლილობა

181. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი წმენდდა არ რამე ჩხერითა [………………………………………………………]

182. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ აგრე დაღრეჯილი კვლავ უფრორე დაიღრიჯდა

183. ავთანდილ ახლოს კვლავ ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო ნუთუ მზეაო თქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

184. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შანბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე მეტად კარგად მამიგვარა

185. აწ ამას ჩემთვის მღმერთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ხრმალი არა ვკრა არც მისი დავისობინო

186. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი იყო კარ გახმული მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლ ბაკმული

187. ვერ იცნა სახე არ გვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას ცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ სახესა

188. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო კრთებოდა ტარიელს ვისმე უძახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

189. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფრო ქმნილნი მინახვს ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტან სარო პირ ბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ყივი აგრე ხმიანი

190. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკავ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცდები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა

191. კვლავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ იტყვი მითხარო მე ასჯერ გითხრობ ვერასა ვითა სიცილი ტირილსა ვაგლახი მიჯობს მღერასა

192. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მამითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიანბე ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

193. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების თვრთვილო ასრე მით მაწყენო ძნელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდა იგი ქენო

194. კვლავცა კადრა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედან გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა

195. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო როგორა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

196. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მამკლავ არ მოვკვდები მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კვლავ თუ მამკლავ სასაუბროდ აღარ მებას ზედან თავი

197. კვლავ ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ანბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე ჩემი თავი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

198. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჯად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია