... (S-4499), XVII ს.

21. მონადირეთა: უბრძანა: მინდორნი: მოიარენით: დასცემი: ჯოგი: ნადირთა: თავნი: ამისთვის: არენით: ლაშქარნი: სამზოდ: აწვიუნეს: მოდით: და: მოიჯარენით: გაყარეს: სუმა: და: ნადიმი: მუნ: ამაოდ: გავიხარენით:

22. დილასა: ადრე: მოვიდა: იგი: ნაზარდი: სოსანი: ძოწეულითა: მოსილი: პირად: ბროლ: ბალახშოსანი: პირ: ოქრო: რიდე: ეხვია: შვენოდა: ქარქაშოსანი: მეფესა: გასულად: აწვევდა: მოდგა: თეთრ: ტაიჭოსანი:

23. მეფე: შეჯდა: შეეკაზმა: ნადირობას: გამოვიდეს: მრგულივ: მინდორსა: მოსდგომოდეს: ალყად: გარე: შემოჰკურიდეს: ზეიმი: და: ზარი: იყო: სპანი: ველთა: დაჰფარვიდეს: ნაძლევისა: მათისათუის: ისროდეს: და: ერთგან: სრვიდეს:

24. უბრძანა: მონა: თორმეტი: მოდით: ჩვენთანა: ვლიდითა: მშვილდსა: ფიცხელსა: მოგუცემდით: ისარსა: მოგვართმიდითა: ნაკრავსა: შეადარებდით: ნასროლსა: დაცასთულიდითა: დაიწყო: მოსულა: ნადირმან: ყოვლთა: მინდორთა: კიდითა:

25. იგი: ორნივე: საგრილად: გარდაჴდეს: ძირსა: ხეთასა: ლაშქართა: შექნეს: მოდენა: მოდგეს: უფროსი: ბზეთასა: ახლოს: უთქს: მონა: თორმეტი: უმხნესი: სხვათა: მხნეთასა: თამაშობდეს: და: უჭვრეტდეს: წყალსა: და: პირსა: ტყეთასა:

აქა ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა:

26. ნახეს: უცხო: მოყმე: ვინმე: ჯდა: მტირალი: წყლისა: პირსა: შავი: ცხენი: სადავითა: ჰყვა: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ხშირად: ესხა: მარგალიტი: ლაგამ: აბჯარ: უნაგირსა: ცრემლთათ: ვარდი: დაეთრთვილა: გულსა: მდუღრად: ანატირსა:

27. მას: ტანსა: კაბა: ემოსა: გარე: თმა: ვეფხის: ტყავისა: ვეფხის: ტყავისა: ქუდივე: იყო: სარქმელი: თავისა: ჴელთა: ნაჭედი: მათრაჴი: ჰქონდა: უმსხოსი: მკლავისა: ნახეს: და: ნახუა: მოუნდა: უცხოსა: სანახავისა:

28. მეფემან: ბრძანა: ვინ: არის: უცხო: პირად: და: ტანადო: უბრძანა: ერთსა: მონასა: წადი: ფიცხლად: და: ჯანადო: გიბრძანებს: უთხარ: ვერ: გიცნობ: ჩემთა: ლაშქართა: თანადო: ვინცა: ხარ: მოდი: წინაშე: შენ: ჩვენგან: მონაყუანადო:

29. წავიდა: მონა: საუბრად: მის: ყმისა: გულ: მდუღარისად: თავჩამოგდებით: მტირლისა: არ: მჭურეტთა: მოლისღარისად: მუნვე: წუიმს: წუიმა: ბროლისა: ჰგია: გიშრისა: ღარი: სად: ახლოს: მივიდა: მოსცალდა: სიტყვისა: თქმად: აღარისად:

30. ვერა: ჰკადრა: საუბარი: მონა: მეტად: შეუზარდა: დიდხან: უჭვრეტს: გარეტებით: თუცა: გული: უმაგარდა: მოახსენა: გიბრძანებსო: ახლოს: მიდგა: დაუწყნარდა: იგი: ტირს: და: არა: ესმის: მისგან: გაუუმეცარდა:

31. მის: მონისა: არა: ესმა: სიტყვა: არცა: ნაუბარი: მათ: ლაშქართა: ზახილისა: იყო: ერთობ: უგრძნობარი: უცხოდ: რადმე: ამოსკუნიდა: გული: ცეცხლთა: ნადებარი: ცრემლსა: სისხლი: ერეოდა: გასდის: ვითა: ნაგუბარი:

32. სხვაგან: ქნის: მისი: გონება: მისმან: თავისა: წონამან: ესე: მეფისა: ბრძანება: ერთხელ: კულა: ჰკადრა: მონამან: არცა: დააგდო: ტირილი: არცა: რა: გაიგონა: მან: არცა: გაჴლიჩა: ბაგეთათ: თავი: ვარდისა: კონამან:

33. რა: პასუხი: არა: გასცა: მონა: გარე: შემობრუნდა: როსტანს: ჰკადრა: შემიგნია: იმას: თქვენი: არა: უნდა: თვალნი: მზეებრ: გამირეტდეს: გული: მეტად: შემიძრწუნდა: ვერ: ვასმინე: საუბარი: მით: დავჰყოვნე: ხანი: მუნ: და:

34. მეფე: გაჰკვირდა: გაცაწყრა: გული: უც: მისთუის: მწყრომარე: გაგზავნა: მონა: თორმეტი: მისი: წინაშე: მდგომარე: უბრძანა: ჴელთა: აიღეთ: აბჯარი: თქვენ: საომარე: მიდით: და: აქა: მამგუარეთ: ვინ: არის: იქი: მჯდომარე:

35. მონანი: მიდგეს: მივიდეს: გაჴდა: აბჯრისა: ჩხარია: მაშინღა: შეჰკრთა: იგი: ყმა: ტირს: მეტად: გულ: მდუღარია: თვალნი: მოარნა: ყოველგან: ნახა: ლაშქართა: ჯარია: ერთხელ: ესე: თქვა: ვაიმე: სხვად: არად: მოუბარია:

36. თვალთა: ჴელი: უკუივლო: ცრემლნი: ცხელნი: მოიჴოცნა: ჴრმალ: კაპარჭი: მოიმაგრა: მკლავნი: გაიმამაცურნა: ცხენსა: შეჯდა: მონათამცა: საუბარნი: რად: იყურნა: სხვასა: მჴარსა: გაემართა: მათი: ჭირი: არ: გაჰკურნა:

37. მონათა: ჴელი: გამართეს: მის: ყმისა: შესაპყრობელად: მან: იგინი: გლახ: დაჴოცა: მტერთაცა: საწყალობელად: ჰკრნა: ერთმანერთსა: დაცვივდეს: თავსა: ჴელ: აუპყრობელად: ზოგთა: გადაჰკრის: მათრაჴი: ქვე: მკრდამდის: გასაპობელად:

38. მეფე: გასწყრა: გაგულისდა: მონანიცა: შეუზახნა: მან: მდევართა: მიწევნამდის: არ: უყურა: არცა: ნახნა: რაზომნიცა: მიეწივნეს: ყოვლნი: მკვდართა: დაასახნა: კაცნი: კაცსა: შემოსტყორცნა: როსტან: ამად: ივაგლახნა:

39. შესხდეს: მეფე: და: ავთანდილ: მის: ყმისა: მისაწეველად: იგი: ლაღი: და: უკადრი: მივა: ტანისა: მრხეველად: ტაიჭი: მიაქუს: მერანსა: მიეფინების: მზე: ველად: შეიგნა: მისულა: მეფისა: მისად: უკანა: მდეველად: