... (H-757), 1671 წ.

21. ამბავი჻ წვრილად჻ უამბოს჻ ზე჻ სადმე჻ არა჻ წასთუალოს ყოვლსა჻ კაცსა჻ ამატებდეს჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ აკრძალოს ლექსქართული჻ აღარიბოს჻ საუბარი჻ გაასრულოს ნახოს჻ კარგმან჻ გამგონემან჻ არა჻ სადა჻ არ჻ აბრალოს

22. მესამე჻ ლექსი჻ კარგია჻ სანადიმოდ჻ სამღერელად სააშიკოდ჻ სალაღობოდ჻ ამხანაგთა჻ სათრეველად ჩუენ჻ მათიცა჻ გუიამების჻ რაცა჻ ოდენ჻ თქუან჻ ნათელად მოშაირე჻ არა჻ ჰქვიან჻ ვერას჻ იტყუის჻ ვინცა჻ გრძელად

23. მე჻ გიამბობ჻ ვინცა჻ იყვნეთ჻ ხელობისა჻ მოძებარი სხვასა჻ ყოვლგნით჻ მოეშვენით჻ სოფლის჻ ლხინად჻ იგი჻ კმარი მათად჻ საქმე჻ ვერ჻ ვამსგავსე჻ ვითა჻ სმასა჻ მეომარი ვისთა჻ თუალთა჻ ყოვლი჻ თემი჻ ერთად჻ უჩანს჻ იგივ჻ არი

24. ჴამს჻ მელექსე჻ ნაჭირვებსა჻ მისსა჻ ცუდად჻ არ჻ აბრკმობდეს ერთი჻ უჩნდეს჻ სამიჯნურო჻ ერთსა჻ ვისმე჻ აშიკობდეს ყოვლსა჻ მისთუის჻ ჴელოვნობდეს჻ მას჻ აქებდეს჻ მას჻ ამკობდეს მისგან჻ კიდე჻ ნურა჻ უნდა჻ მისთუის჻ ენა჻ მუსიკობდეს

25. ჩემი჻ აწ჻ ცანით჻ ყოველმან჻ მას჻ ვაქებ჻ ვინცა჻ მიქია ესე჻ მიჩნს჻ დიდად჻ სახელად჻ არ჻ თავი჻ გამიქიქია იგია჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ უწყალო჻ ვითა჻ ჯიქია მისი჻ სახელი჻ შეფარვით჻ ქვემორე჻ მითქუამს჻ მიქია

დასაწყისი პირველი ვეფხისტყაოსანთა ამბავი მიჯნურობისა჻

26. ვთქუა჻ მიჯნურობა჻ პირველი჻ და჻ ტომი჻ გუართა჻ ზენათა ძნელად჻ სათქმელი჻ საჭირო჻ გამოსაგები჻ ენათა იგია჻ საქმე჻ საზეო჻ მომცემი჻ აღმაფრენათა ვინცა჻ ეცდების჻ თმობამცა჻ ჰქონდა჻ მრავალთა჻ წყენათა

27. მას჻ ერთსა჻ მიჯნურობასა჻ ჭკვიანნი჻ ვერ჻ მიხუდებიან ენა჻ დაშურების჻ მსმენლისა჻ ყურნიცა჻ დავალდებიან ვთქვნე჻ ხელობანი჻ ქვენანი჻ რომელნი჻ ჴორცთა჻ ხუდებიან მართ჻ მასვე჻ ჰბაძვენ჻ თუ჻ ოდენ჻ არ჻ სიძვენ჻ შორით჻ ბნდებიან

28. მიჯნური჻ შმაგსა჻ გვიქუიან჻ არაბულითა჻ ენითა მით჻ რომე჻ შმაგობს჻ მისისა჻ ვერ჻ მიხვდომისა჻ წყენითა ზოგთა჻ აქვს჻ საღთო჻ სიახლე჻ და჻ შურების჻ აღმა჻ ფრენითა კვლა჻ ზოგთა჻ ქუე჻ უც჻ ბუნება჻ კეკლუცთა჻ ზედან჻ ფრფენითა

29. მიჯნურსა჻ თუალად჻ სიტურფე჻ მართებს჻ მართ჻ ვითა჻ მზეობა სიბრძნე჻ სიუხვესიმდიდრე჻ სიყმე჻ და჻ მოცალეობა ენა჻ გონება჻ დათმობა჻ მძლეთა჻ მებრძოლთა჻ მძლეობა ვისცა჻ ეს჻ სრულად჻ არა჻ სჭირს჻ აკლია჻ მიჯნურთ჻ ზნეობა

30. ვის჻ ეს჻ ყველა჻ არა჻ სჭირან჻ არვინ჻ დასთულის჻ მიჯნურთ჻ თანა შექცევასა჻ მოეშოროს჻ მათთვის჻ იხოს჻ გულსა჻ დანა მისი჻ კერძი჻ ყველგნით჻ დაწუას჻ ვარდი჻ აზროს჻ ნამოს჻ და჻ ნა ვინცა჻ ესე჻ არ჻ მისმინოს჻ ვერა჻ ირგოს჻ ვერსით჻ მანა

31. მიჯნურობა჻ არის჻ ტურფა჻ საცოდნელად჻ ძნელი჻ გუარი მიჯნურობა჻ სხუა჻ რამეა჻ არ჻ სიძვისა჻ დასადარი იგი჻ სხვაა჻ სიძუა჻ სხვაა჻ შუა჻ უზის჻ დიდი჻ ზღუარი ნუ჻ ვინ჻ გარევთ჻ ერთმანერთსა჻ გესმის჻ ჩემი჻ ნაუბარი

32. ჴამს჻ მიჯნური჻ ხანიერი჻ არ჻ მეძავი჻ ბილწი჻ მრუში რა჻ მოშორდეს჻ მოყვარესა჻ გაამრავლოს჻ სულთქმა჻ უში გული჻ ერთსა჻ დააჯეროს჻ კუშტი჻ მიხუდეს჻ თუნდა჻ ქუში მძულს჻ უგულოდ჻ სიყვარული჻ ხუევნა჻ კოცნა჻ მტლაშიმტლუში

33. მას჻ ცოცხალი჻ ნუ჻ ელევის჻ რაცა჻ პირველ჻ შეუყვარდეს ნუცა჻ ლხინსა჻ აუზავდეს჻ ნურცა჻ ჭირსა჻ შეუზარდეს მისთვის჻ დასთმოს჻ ყველაკაი჻ მისთუის჻ ველთა჻ გამოვარდეს ნურა჻ ჰგავა჻ სოფელიცა჻ მისი჻ კერძი჻ გარდაჰქარდეს

34. ამა჻ საქმესა჻ მიჯნური჻ ნუ჻ უხმობს჻ მიჯნურობასა დღეს჻ ერთი჻ უნდეს჻ ხუალე჻ სხვა჻ სთმობდეს჻ გაყრისა჻ თმობასა ესე჻ მღერასა჻ ბედითსა჻ ჰგავს჻ ვაჟთა჻ ყმაწვილობასა კარგი჻ მიჯნური჻ იგია჻ ვინ჻ იქს჻ სოფლისა჻ თმობასა

35. არს჻ პირველი჻ მიჯნურობა჻ არ჻ დაჩენა჻ ჭირთა჻ მალვა თავისწინა჻ იგონებდეს჻ ნიადაგმცა჻ ჰქონდა჻ ხალვა შორით჻ ბნედა჻ შორით჻ კდომა჻ შორით჻ დაგვა჻ შორით჻ ალვა დათმოს჻ წყრომა჻ მოყვრისაგან჻ მისი჻ ჰქონდეს჻ შიში჻ კრძალვა

36. ჴამს჻ თავისსა჻ ხუაშიადსა჻ არვისთანა჻ ამჟღავნებდეს არ჻ ბედითადჰაი჻ ჰაი჻ ზმიდეს჻ მოყვარესა჻ აყივნებდეს არსით჻ აჩნდეს჻ მიჯნურობა჻ არასადა჻ იფერებდეს მისთვის჻ ჭირი჻ ლხინად჻ უჩნდეს჻ მისთუის჻ ცეცხლსა჻ მოიდებდეს

37. გაასწავლნე჻ სურვილითა჻ ვინცა჻ იწვით჻ ვისგან჻ ვინა კვლავ჻ ქებანი჻ ვჰკადრენ჻ ვის჻ მე჻ არვის჻ უთქმან჻ ჩემგან჻ წინა ისპად჻ მოსომახოს჻ მსგავსი჻ არ჻ დავაცდენ჻ ვისცა჻ მინა მისთვის჻ ვლექსობ჻ სიტურფითა჻ ვინ჻ შუქთა჻ ჰფენს჻ ჴმელთა჻ შინა

38. მას჻ უშმაგო჻ ვით჻ მიენდოს჻ ვინ჻ მოყვარე჻ გაამჟღავნოს ამის჻ მეტი჻ რამცა჻ ირგო჻ მას჻ ავნოს჻ და჻ თუითცა჻ ივნოს რათამეღა჻ ასახელა჻ რა჻ სიტყვითა჻ მოაყივნოს რა჻ ჰგავა჻ თუ჻ მოყვარესა჻ კაცმან჻ გული჻ არ჻ ატკივნოს

39. მიკვირს჻ კაცი჻ რად჻ იფერებს჻ საყვარლისა჻ სიყვარულსა ვინცა჻ უყვარს჻ რად჻ აყივნებს჻ მისთუის჻ მკვდარსა჻ მისთუის჻ წყლულსა თუ჻ არ჻ უყვარს჻ რად჻ არა჻ სძულს჻ რად჻ აყივნებს჻ რაცა჻ სძულსა ავსა჻ კაცსა჻ ავი჻ სიტყვა჻ ურჩევნია჻ სულსა჻ გულსა