... (A-363), XVII ს.

20. თავს: უთხრა: მოჰკვე: გიჯობს: სიცოცხლე: აუგიანსა: მიხუალ: დაგხუდების: თინათინ: ანათებს: დღესა: მზიანსა: გკითხოს: მის: მზისა: ამბავი: რა: გმართებს: ვაგლახიანსა: იგონებს: წამწამ: მიჰყუების: ტყის: პირსა: შამბნარ: წყლიანსა:

21. ყოვლნი: არსნი: ცათა: ქუეშე: ერთობ: სრულად: მომივლიან: მაგრა: საქმე: მის: კაცისა: ვერა: სადა: შემიგნიან: უღონიოდ: მართალ: იყუნეს: რომელთაცა: ქაჯად: თქუიან: აწ: ტირილი: არას: მარგებს: ცუდად: ცრემლნი: რასა: მდიან:

22. მთით: ჩამოვიდა: ავთანდილ: გავლო: წყალი: და: კლდენია: მინდორს: აცორვებს: ტაიჭსა: შეჟღრენით: მონაწყენია: გასცუდებოდეს: მკლავნი: და: მისნი: სიამაყენია: ბროლისა: ველსა: სტურფობდეს: გიშრისა: მუნ: საყენია:

23. მობრუნვება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა: მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა: თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა: მჴეცნი: იყუნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა:

24. მათ: მინდორთა: შუაშიგა: ამოსული: ქედი: არი: გაფიცხდა: და: ზედ: წაადგა: მოიმარჯვა: საომარი: ჩემი: ბრძოლა: ვისმცა: ეძლოს: შევჰკრა: ერთობ: მთა: და: ბარი: დავჰჴოცნე: და: ჩამოვჰყარნე: წავიყუანო: პატიმარი:

25. თუცა: მჴეც: ქნილი: ავთანდილ: გულ: ამოსკუნით: და: კუნესითა: ეგრეცა: ჭამა: მოუნდის: ადამის: ტომთა: წესითა: ისრითა: მოკლის: ნადირი: როსტომის: მკლავს: უგრძესითა: შამბისა: პირსა: გარდაჴდა: ცეცხლი: დააგზო: კუესითა:

26. ცხენსა: მისცა: საძოვარი: ვირე: მწვადი: შეიწოდეს: ექუსნი: რამე: ცხენოსანნი: ნახა: მისკენ: მოდიოდეს: თქუა: თუ: გვანან: მეკობრეთა: თვარამ: კარგი: რამც: იცოდეს: აქა: კაცი: ჴორციელი: კულა: ყოფილა: არაოდეს:

27. ჩუენ: ასრე: მყოფნი: არ: ვარგვართ: რა: გუნახვენ: ვეჯაბანებით: შეირტყა: წეთა: აბჯარი: შეჯდა: ტანითა: ჯანებით: მზად: აქუს: მშვილდი: და: ისარი: ჴრმალი: მოიმარჯვა: ნებით: მისგან: მებრძოლმან: ყუელამან: გაყრამცა: იაჯა: ნებით:

28. ჴელთა: ჰქონდა: ისარ: მშვილდი: მათკე: მივა: მხიარული: ორთა: კაცთა: წვეროსანთა: ყმა: მოჰყუანდა: უწვერული: თავსა: იყო: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული: ტიროდეს: და: იჭირვოდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული:

29. უყივლა: თუ: ძმანო: ვინ: ხართ: მეკობრეთა: დაგამზგავსე: მათ: მიუგეს: დაგვიწყნარდი: გვიშველე: რა: ცეცხლი: ავსე: ვერა: გვარგო: მოგვიმტკივნე: ჭირნი: ჭირთა: მოგვისავსე: სატირელნი: მოგუიტირენ: ღაწვნი: შენცა: დაიმხავსე:

30. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულ: მდუღარეთა: მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა: ჩუენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრემლთა: მწარეთა: დია: გუაქუს: ციხე: ქალაქი: ხატაეთს: არემარეთა:

31. კარგი: გვესმა: სანადირო: ნადირობას: წამოვედით: გუყუეს: ლაშქარნი: უთუალავნი: წყლისა: პირსა: გარდავჴედით: სანადირო: მოგუეწონა: თვესა: ერთსა: არ: წავედით ვჴოცდით: მჴეცი: უსაზომო: მინდორით: და: მთით: და: ქედით:

32. ჩუენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით: მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩვენ: კიდე: დავეცილენით: მე: უკეთ: მოვჰკლავ: მე: გჯობო: სიტყვანი: ვავაქილენით: ვერ: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით:

33. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა: ვთქუით: გავაჩინოთ: მართალი: ვინ: ვსჯობთ: თავის: მკლავითა: თავსა: ვიახლნეთ: მარტონი: დავდგეთ: თავის: თავითა: თვით: დანახულსა: მოვჰკლვიდეთ: ნუ: ვისრვით: დამნახავითა:

34. ჩუენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯრენია: ლაშქართა: წასულა: უბრძანეთ: მით: არას: მოაზრენია: მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია: დავჰჴოცეთ: მჴეცი: მფრინველი: რაცა: ზე: გარდაგუფრენია:

35. ანაზდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირ: გამქუშავია: ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია: თავსა: და: ტანსა: ემოსა: გარეთ: თმა: ვეფხის: ტყავია: ჯერთ: მისი: მსგავსი: შვენება: კაცთაგან: უნახავია:

36. რა: მათ: კაცთა: ესე: სიტყუა: თქვეს: ავთანდილ: ვაგლახ: ვება: მოეგონა: მისი: მზე: და: მეფესთანა: მისი: შვება: ჰე: მოგშორდი: ჩემო: მზეო: მამხუდეს: შენი: თუ: შოვება: იყოს: ჩემთა: ჭირთა: ნაცულად: ნეტარ: მე: და: იშოვება:

37. უჭურიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით: ვთქუით: თუ: მზეაო: ქუეყნად: ნუ: ეუბნებით: ცადენით: მისი: მოგვინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით: ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მით: ვართ: ცრემლისა: დადენით:

38. მე: უხუცესმან: უმცროსთა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით: ჩემმან: შედეგმმან: ტაიჭი: მისი: თვით: აქო: ჴსენებით: ამან: მართ: ოდენ: მორევნა: გუითხრა: ულალეთ: ჩვენებით: მივმართეთ: იგი: აგრევე: წყნარად: მივა: და: შვენებით:

39. ჩუენ: მისითა: მიზეზითა: აწ: ვართ: ლომო: შეჭირვებით ცაცა: მისად: არა: ჰკვირან: მივიდოდა: თავის: ნებით შესაპყრობლად: ჴელი: ვჰკადრე: მაგრა: მეტად: შეზარებით: ასრე: მწარედ: მათრაჴითა: ჩამოგუყარა: არ: ჴრმალ: ხლებით: