... (W-17), XVII ს.

1699. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაჰყარნა წავიდეს თავისთავ ანატირენი კარგად მოუხდა მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიჴდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1700. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მის თანვე ტახტსა დავეჯდა ილხინა მჭვრეტთა ლხენამან გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან

1701. მათ სამთავე ჴელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი აუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთათ დავეწყლულდეს მოიმატნეს სამეფონი გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

1702. ფრიდონცა ესვა მოყუარედ მათ წინა მიიყვანიან ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლნი იმაჯანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკვანიან ორგულთა მკლავნი შემუსრნეს ერთგულნი აგულვანიან

1703. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქმნელნი დააშინნეს კრავნი კრავთა ვერ სწოვდეს მაშინ მათსა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს

1704. საწუთროო უხანაო სიმუხთლისა სენი გჭირსა უწინ ცამდის აყვანილსა ჩააგდებვე დიდსა ჭირსა გააყუითლებ ქარვის ფერად პირველ ლალსა განაჭვირსა, კარგად ვერვინ ვერა ნახავს ხანგრძლად შენგან დანაჭირსა

1705. აწ გონიერნო სიტყვანი თქვენ ჩემნი შეიწყნარენით ძველნი ნარჩომნი ამბავნი ლექსად ვთქვენ გაიხარენით სარგის დაურჩა უთქმელად მას ესე დავაბარენით ლექსნი მიქენით ამისთვის ენანი მომახმარენით

1706. გრძლად ავად გახდა ტარიელ სენთაგან მორჭმით მპყრობელი დიდი ინდოთა ხელმწიფე მეფეთა ზედა მფლობელი ოთხ წელ წვა ზედა ლოგინთა მრავალთა სენთა მშობელი ვეღარ ვნახეთ მხეცთა სრვით და ვერცა რაზმთა მწობელი

1707. ესმა ხვარაზშას ამბავი ესე ინდოთა სენისა ვით გაეხარნეს სმენამცა გაქუსა ჩემგან მონახსენისა ვაზირთა იხმნა რჩევად ზის უბნობს არ ავ ენისა ბრძანებს ვადინოთ ინდოეთს სისხლი რუდ მონადენისა

1708. მე მასმია ინდოთ მეფე ტარიელ წევს ხანთა დიდთა აწ ჩვენ გვმართებს სისხლთა ძებნა ნუ ვამყოფებთ დანამშვიდთა ამოვსწყუიტნეთ დავარბივნეთ ზედა სვცევდით ვითა ხიდთა ათასთა და ბევრ ათასთა შევიქმოდეთ მათთა შვიდთა

1709. უტარიელოდ ინდოთა ლაშქარნი ნურა გგონია [............... ]რა უყო არად არ სავარგონია [..............................]ბრძენთაგან გამიგონია [....................................] ესე მით მომიგონია

1710. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო ვართ დედის მუცლით მონანი მაგა საქმესა ვერ ქმნელნი ვართ აქამდისცა მონანი ჩვენ მოგვეწონნეს თათბირნი ეგ შენნი შენაგონანი ღმერთსა სწადს ასრე სუბუქ ვქნათ ვითა დრამისა წონანი

1711. თუ ბრძანოთ აწვე გავგზავნოთ ყოვლგნით ლაშქრისა მხმობელი ვიხმოთ ხვარაზმთა ლაშქარნი მებრძოლთა დამამხობელი ომისა მოწადინენი ერთმანერთისა მსწრობელი ჩვენი აბჯარნი ზნესრულნი უაზრო დაუშრობელი

1712. აწ მეფე ბრძანებს გავგზავნოთ ყოვლგნით წასვლა ხამს კაცისა ნურვინ დადგების მოვიდნენ რაზმი ვჰკრათ მართ მამაცისა ნურავის დავარჩენთ ავსწყვიტოთ ნაშობი მუნ დიაცისა ომგარდახდილნი ვბრწინვიდეთ ვართ ვითამ გუნდია ცისა

1713. აწ უბრძანოთ სპათა შევყაროთ წავიდეთ და გავემართნეთ მივიდნეთ და ამოვსწყვიტნეთ თავნი გმირთა დავადარნეთ ნუ გაუშვებთ ქალაქებსა და ციხენი დავარღვივნეთ ყოველგნით მცნობნი გავგზავნენით დავწერეთ და გავაჩინეთ

1714. წავიდა ყოვლგნით ბრძანება ლაშქართა ხვარაზმულისად ლაშქრად ინდოეთს აწვევენ გრძლად ხანსა დასაზმულისად თქვენ მოდით გამოკაზმულნი ვის აქა ხშირად სარაზმელისად გულმხიარული მებრძოლთა ყოლ არ მოწყალე მზმელისა

1715. აღლუმი ნახა მეფემან ლაშქართა მიმართულისა ანგარიშ მიუხდომელი ინდოეთს გამართულისა დროშისა მუნ ანგარიში იყო ზრო ამართულისა ოცი ათასი დაწერეს ალმისა წარმართულისა

1716. ცხენ კაცისა ანგარიში მართ ვერავის შეუგია შუბი ოთხასი ათასი ბასრის პირი დაუგია ინდოეთს მივა ხელმწიფე სისხლითა ძებნა გაუგია საქმე ყოვლი საძაბუნი რათმე დიდი აუგია

1717. მინდორს გადგნეს ბარგი მძიმე ოთაღნი და სხვა კარავნი ამაზედა აიყვანეს იგ ლაშქარნი უთვალავნი რაზმი აწყუეს გაემართნეს იყვნეს ტევრნი უამრავნი ასრე ფიცხლად წამოვიდეს არ დადგების ხრმალ უკრავნი

1718. წავიდეს მზღვარი დააგდეს ხუარაზმთა სახელმწიფოსა ინდოეთს მიჴდეს მივიდეს არბევენ ვით სასწრაფოსა ჴოცენ კაცსა და დიაცსა ტურფასა საალაფოსა ოჴრად გაჴდიან ქალაქსა სამოთხედ სამყოფოსა