... (W-17), XVII ს.

1836. ადგეს ფრიდონ და ავთანდილ ტარიას გამოეზრახნეს ხვარაზმშას სიტყუა ყოველი წყნარად თქუეს არ დაიზახნეს თარა ვეზირსა უხმობთო ვინ ბრძენთა გამოესახნეს მიდგეს ფრიდონ და ავთანდილ სიგანთა არ უვაგლახნეს

1837. შიგნით შეჰყივლეს ისმინეთ ჩუენი ჴმა თქუენთვის ზავისა თარა ვეზირი გარდმოდგეს სახასო ბრძენთა თავისა ხვარაზმშა ბრძანებს ნახვა სწადს შენი არ ჭკუვად ავისა გამოდით ჩუენ გამოგინდობთ არ მზდი გინდა ნავისა

1838. გამოვიდა თარა ბრძენი პლატონისა დიდად დარი ხუარაზ მეფის ნახვისა ღმრთისა ხუეწით მემუდარი რა ჴელმწიფე მისი ნახა მუნ გაცოცხლდა ვითა მკუდარი თქუა თუ ღმერთო კურთხეულ ხარ აღარ ვნახე სასუდარი

1839. თაყუანი სცა მერმე ყელსა მოეხვივა თარა ბრძენი მოახსენა ღმერთო რა ვთქუა მადლთა სენთა მე სიგრძენი ამა ომსა მოარჩინენ არ უობლენ წურილნი ძენი რა ქება ვთქუა რომ ასეთნი წყალობანი მიბოძენი

1840. დასხდეს მეფე და ვაზირი არჩევენ სათათბიროსა მეფე ბრძანებდა სიტყუასა გულმდუღრად ასატიროსა ვაზირო ჰგვანდა ძე ჩემი ბროლ ლალსა გასაჭვიროსა ვით მეტყუი სისხლი გაუშვი მაგ ძნელსა სავაზიროისა

1841. ვაზირი ჰკადრებს მეფეო თქუენ უმართლე ხართ მას დია მაგრამ ჰყავ ტყუედ დარჩენილი ვინცა მესისხლე ცხადია არ გაგიშვებენ ცოცხალსა უფიცავს მას მაჰმადია თუ გარდაუშვებ გამართლებს ვინ ღმერთისა დანაბადია

1842. მეფემან ბრძანა ადვილად ნუ მეუბნები ვაზირო თუ დავივიწყო ძე ჩემი მმართებს რომ გული ვატირო ანუ გავიჭრა მონდორად და თავი გავინადირო მიჯობს რომ მოვჰკუდე და ჩემი დარჩომა არ დავაპირო

1843. ვაზირმან ჰკადრა მეფეო ისმინე სიტყუა ასები აქამდი ჩემი კადრება არ გაგეგონა ნასები ტარიელს თქუენთა სისხლთაგან სწადს სავსე შესვას თასები შენად საკლავად მოუსხამს უცხო სპა ბევრ ათასები

1844. სისხლი გაუშვა ხუარაზმშა მტკიცე ქნეს მოზავებული შეჰფიცეს ყოვლი სიმტკიცე წინასწარ მოსწავებული კარგ ვეზირობით არა ჩანს თარასგან დაშავებული ხვარაზმშა დადგა წავიდა ტარიელ გამარჯვებული

1845. მივა ტარიელ მოყუსითა ფრიდონ და ავთანდილითა გამარჯუებული ნადირობს საბინდოთა და დილითა იტყუის თუ ვერ გარდავიჴდი მე ვალსა თქუენ სადილითა თქუენ დამარჩინეთ თუ არ მკუდრად ვიწევ ხუარაზმშას ჩრდილითა

1846. წამოვიდეს მხიარულნი ნადირობით თამაშობით მტერთა ზედა მოქცეოდეს მათგან იყვნეს უშიშრობით მათ მოემწყო ხვარაზმელი არ დაეგდო შამუშობით ერთმანერთსა აქებდიან მხიარულნი არ ქუშობით

1847. მოვიდეს მოქალაქენი გამოეგებნეს ზარითა მუტრიბთა ჴმანი ისმოდეს ბარბითთა შენაზარითა ნესტან დარეჯან დაშუენდა ელვითა მით მწყაზარითა მას სიხარულსა ვერ დავწერ ჴელითა ვერცა აზარითა

1848. რად ვაგრძელებდე მუნ დაყუნა მრავალნი დღენი ამონი მერმე გაუშვნა სავსენი მნათობნი დაუღამონი წავლენ ფრიდონ და ავთანდილ ტკბილნი გამომსალამონი დადგა ტარიელ თუც ცრემლი სდის ჴმელთა დასალამონი

1849. ეს ამბავი დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად ეგრევ თმოგვი თმოგუელთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად ესე სიტყუა მოახსენეს ვინ ჩანს გმირთა რაზმთა მწყობლად მიბრძანა თუ ლექსად თქუიო მჭევრქართულად დაუშრობლად

1850. ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლი იმაჯანიან ორთავე მტერი მოყვარედ მათ წინა მოიყვანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები[ ...............] ორგულთა მკლავნი შემუსრნეს ერთგულთა[ ..................]

ბოლოს ავის საქმისა სოფლისა წესით[....................] [ .....................] ტარიელისა ავთანდილისა და ცოლისა მისთა

1851. რადგან სწორად გარდაჴდების ავი ანუ კარგი ვინა მაშ წამი ერთ რა ვის გავა გარეთ იყოს თუნდა შინა აქათ ბარგსა რასა ვზიდავთ აწვე წასვლა სხუაგან გვინა საკაცე და თუნდა ტახტი სწორიაო ბრძენთა წინა

1852. ამა ჩემსა გაზრახულსა იკითხიდეს ანუ წერდეს ფუ მას კაცსა რომელიცა სოფლისაგან არ შესჯერდეს ტარიელ და ცოლი მისი ბოლიჟამსა გაუშვებდეს დაყუნეს წელნი ოთხმეოცნი დაბრმეს დაღრკეს დაცაბერდეს

1853. ერთი ყმა და ერთი ქალი მართ მათნივე შესაფერნი ღმერთმან მისცნა ესე შვილად საჭურეტელად შვენიერნი ელვანი და შვენებანი მათგან ჰქონდეს მათ მიერნი მსგავსნი მსგავსსა წარმოშობენ ციერნი და მიწიერნი

1854. დღენი მათნი წაიარეს დაბერდეს და დაუძლურდეს ტარიელის ლომნი მკლავნი მეტად გაუუსუსურდეს [....................................................]სოფელსავე მოემდურეს [..............................]ობათა ბრძენთა წიგნი დადასტურეს