... (W-17), XVII ს.

1757. ნესტანდარეჯან ტან სარო აწ ვითამცა აღარ ლალი სისხლის ცრემლითა მტირალი უბნობდა ვითამც ალალი ზურგ მტირალი საწყალი ღაწვივა მას აღარ ალალი თქუა იყო ჩუენთუის ხვარაზმშა მწყერთათუის ვითამც ალალი

1758. წინ მოეგება მტირალი პირითა მილეულითა აღარ მთვარულად სავსითა არ ნათლად დილეულითა მართ ძურითა ოდენ ცოცხალი სახითა მისეულითა თაყუანისსცემდეს იგ გმირნი წესითა დარჩეულითა

1759. გაეხარნეს უსაზომოდ მოიკითხეს ერთმანერთი მერმე ჰკითხეს ვით არისო ლომი გმირთა შენაერთი მან პირმზემან წურილად ბრძანა სენი სჭირსო ყოლ არ ერთი მისის ასრე ყოფისათვის შეგუარისხეს ზედათ ღმერთი

1760. მოიტირს მათ ლომ კაცთა ტარიელის სნეულება მერმე უმძიმს ინდოთათუის მათ მტერთაგან ძლეულება ტარიელის ნახუა სწრაფით უნდა ვით არს ჩუეულება ნახეს მჭლედ და ფერმიჴდილად გულსა სჭირდა დაწყლულება

1761. სისხლის ცრემლითა მტირალი ბრძანებდა არ სათუობით ზურგი ათქს მზესა დადრეკით სევდა სჭირს დასანაზობით ნესტან დარეჯან ტან სარო არს მისით ხასიათობით სევდა სევდასა დართვოდა ვერ მჭურეტთა დასანათობით

1762. ფიცხლად მობრუნდეს სწრაფი აქუთ ნახვა მათ მის მიერისა ნახეს სენთაგან დაცემით ტარიელ მსგავსი ბერისა ორთა სენთაგან ჩიოდა მტირალი მოამბვე რისა თქუა გაჴდა თემი ინდოთა სისხლთაგან მონატბერისა

1763. ტარიელს ახლოს მიუსხდეს მათ ორთავე მიუჩქანეს ნახეს მჭლედ და ფერმიჴდილად ჰკადრეს გული აუჩუქნეს ლომო მხეო რამ გაგჴადა პირთა ზედა შუქნი უქნეს აწ ნუ გაგვუა მტერთა შენთა რისხვა ზეცით მოუბუქნეს

1764. ტარიელ ძმათა უჩივის სენი დამერთო მტერულად დღესა ერთსა ნადირობით მოვიდოდი მხიარულად სმად დავჯე და ვიხარებდი ვარდი არ ვქენ დანასრულად მართ ანაზდათ მომივიდა სევდამ მოკლა გული სრულად

1765. ესმა ხვარაზმთა მფლობელსა იგი დამერთო მე ზედა ინდონი ჩემნი შეებნეს მთუარე დაბნელდა და მზედა ქუეყანა ჩემი ასწყუიტა სისხლი იკითხა ჩემზედა მე ასრე ვიყავ მკლავთაგან ვერ მოვიჴმარენ მტერზედა

1766. ესე თქუა და ვით ეწყინა ეს ამბავი მათ მეფეთა ტარიელის შველისათვის არ დამდგომთა მოსწრაფეთა ცრემლი სდის და აგრე ფიცვენ ვადენით სისხლთა მომჩქეფეთა ხვარაზმს მივალთ მოვიჴმარებთ მკლავ მაგარნი სიალფითა

1767. აწ ასმათი მიეგებვის ნამსახური და დობილი მტერთა ჩუენთა ნახუა თქუენი შემშრეს თუალთა ცრემლ ლტობილი მათ სალამი გამოუღეს მოიკითხეს გულწდობილი შესტირნა და აუჩუქნა აატირნა ერთობილი

1768. კულავ მოიკითხეს ასმათი ნამსახური და ხლებული ღმერთსამც მადლი აქუს არ ვნახეთ ტარიელ თვალთათ ლებული მოვასხით ზედ დავაყენოთ მკურნალნი ჴელოვნებული ადრე ვჰკურნებთო იტყუიან ამას ვართ იმედებული

1769. ჴელი ჰყუეს გუერდსა მიუსხდეს აქიმნი შემოკრებულნი წავლენ ფრიდონ და ავთანდილ გულითა გამეხებული ფიცხლა ინდოთა აცნობეს მოვლენ არიან ქებულნი მოვიდეს სპანი ჰინდოთა არ ხანსა დაყოვნებულნი

1770. აღლუმი ვნახეთ არ აკლდა იგ ლაშქარნი უთუალავნი მთა და ბარი გაიტენა მოიმატა სპანი სხუანი ბუკსა იკრეს და ავთანდილ ფრიდონს სძღუნიან მოდგეს თავნი მიდგეს შორით უსალამეს თქუეს თუ ვნახეთ ცათ ვარსკულავი

1771. სამთა მეფეთა დროშები მუნ სამგან ამართულია ხვარაზმს მიდიან სასწრაფოდ არ წყნარად გამართულია სხვათა მრავალთა თავადთა ნიშანი წარმართულია მე ვერ დავთვალე სიმრავლე ვერ ვიქენ შემართულია

ავთანდილისაგან და ფრიდონისაგან ხუარაზმს წასულა და დიდი ომი

1772. ცისკრად ჰკრეს ქოსთა დაბდაბთა ორითა [..............] ინდონი ხვარაზმელთა მედგრად სისხლისა მჩქეფება მარჯუნით დგას ლომი ავთანდილ ყოლე არ უნდა მას ქება მარცხენით ფრიდონ მოჰყუების თან მყოფთა უხარის ხლება

1773. გაემართნენ სამესისხლოდ ხუარაზმს მივლენ გმირნი ესე მზღვათა მათთა არ მივიდეს ღაზოდ იყუნეს სისხლთა მთესე მივიდეს და აწ ამათ ქნეს პირველ მათგან დანაწესე ცეცხლებრ სწვენ და აოჴრებენ მიუბრუნვეს რისხვა ზესე

1774. წავიდა კაცი საცნობლად ვით შავარდენი ხეზითა აცნობა ხვარაზმთ მეფესა მორჭმულსა ღ~თითა ზეზითა არიან ორნი მნათობნი ჰგუანან მოსრულან მზე მზითა ქუეყანა სრულად დაუწუავს რისხუა მათით მიზეზით ა

1775. ხვარზშას ესმა ამბავი მოსვლა ჰინდოთა რაზმისა კულა ვ მეშველად ფრიდონ ავთანდილ ბრძნად მისთუის არ ნაკაზმისა იგი აჩქარდა ჴმობა თქუა სპისა მის ხვარაზაზმისა სწრაფით მივიდეს ვერა თქუა ზრახვა შინ ხანსა დაზმისა