... (W-17), XVII ს.

1816. მიჴდა ჴმალი გარდაჰკრა ცხენს თავი გააგდებინა შეჰყივლა დამრჩი მეფეო თავს ცეცხლი მოადებინა ჩემი ცოცხლისა დარჩომა თავსა რამ შეგადებინა შვილი მოჰკალ და მამაცა მასთანა მექადებინა

1817. მიკუირს თუ რად არ გრცხვენიან მუხთლობის მოსურვებულსა ჩემი ძე მოჰკალ მწოლარე მე მისთვის ვაგლახებულსა აწ მოპარებით არაბნი მოგისხმან გაავებულსა მეც მამკალ მოდი ცოცხალსა რას მაქნევ დაზავებულსა

1818. დაშურა მოსჭირდა მარტოსა მრავალი ჴრმალი ექნია გაუტყდა ჴრმალი და ლახტი მართ ვითა მშვილდი შეჰქნია ამისთვის სპასა სიმრავლე მრგულად ალყად გარე შექნია ჴელთა შეიპყრეს დაბნელდეს მისთვის მნათობთა შუქნია

1819. ტარიელ ნახა ხუარაზმშაჰ საკლავად გამართებული გაეხარნეს და შეექნა პირი მზებრ წარმართებული თქუა კმარის ჩემთუის ღ~თისაგან წყალობა დამართებული აღარავის მოვაკვლევინებ მეფეა წარმართებული

1820. მოვიდა გააშვებინა დიდი ხუარაზმთა მფლობელი ცხენი მოჰგუარეს და წყნარად შესუა მართ ვითა მჴმობელი მოვიდეს მისნი ძმადფიცნი მოლოცვაწარმომთხრობელი უქეს ხუარაზმშას დარჩომა ყოლ არა იყუნეს მგმობელი

1821. მობრუნდეს გამარჯვებულნი ჩამოოდეს ჩრდილთა ხეთასა ტურფათა რასმე ბაღთასა ყოლ არ კატართა ტყეთასა მათ მეომართა შვენოდა მჯობდა მჯობთა ყოველთა მხნეთასა თქუესთუ ვაჯობოთ ესე დღე მეტად ყოველთა დღეთასა

1822. გამოისვენეს მაშურალთა აბჯრითა ტანსა ახდითა პურობა სმა სიმღერითა სოფლისა ჴელთა დაჴდითა მას დღესა მათი მებრძოლი მკუდრად ჩნდა ამრისა წაჴდითა ხუარაზმშაჰ იჯდა ფერჴითა მსგავსად ფერისა დაჴდითა

1823. დილასა ფრიდონ ავთანდილ და სხუათა სპათა თავნია ტარიელისსა მოვიდეს დახუდეს ლაშქარნი შავნია აწ მათგან სამოციქულოდ კაცი ჩანს შენაგზავნია შესთვალეს ღმერთმან პატივგცა ტყვედ გყუანან შენნი მავნია

1824. ვინათგან ღმერთმან პატივი ეგზომი დაგდვა დიდებით გმართებს რომ იყო საღმრთოსა საქმესა ზედა რიდებით აწ შენ რადმცა ჰქენ ეგ საქმე პირველსა ზედა მიდებით პირი აიღეთ გაუშვით ხუარაზმშას ამოდ მშვიდებით

1825. ტარიელ გასცა პასუხი მეტად წყნარი და მჭევრები ღ~თისაგან მე მჭირს წყალობა და თქუენგან დიდი ბევრები აწ თქუენგან სამჯერ დადგმულა ჩემთუის შუბისა ტევრები დარჩეს გაუშვით ხუარაზმშაჰ აგრევ თავადი ბევრები

1826. შევიდეს ნახეს ტარიელ და მადლსა გარდაიჴდიდეს მერმე ადგეს და ხუარაზმშა სად იყო მუნა მივიდეს უსალამეს მათ ორთავე თავისთავის მოიმშვიდესა გუერდსა დაუსხდეს ნაკრავთა უქებდეს და გაიცდიდესა

1827. მერმე ჰკადრეს ჰე ხუარაზმშა ჴელმწიფეო ბედნიერო მორჭმულო და თუით მპყრობელი ზნეუკლებო გონიერო რად აშვილეთ შვილი თქუენი ყოვლით ზნითა შუენიერი გუიკვირს რაცა თქუენ გიქნია პირველ კაცო მეცნიერო

1828. თუ გასმიოდა ტარიელ ნახვითა ანუ სმენითა მემკვიდრე სადმე არისო რად არა მოიჴენი თა აწ გარდაუშვით პირველი სისხლი პირითა ჩუენითა აქათ წადით და მეფობით ბრძნითა გონებაენითა

1829. ხუარაზმშა წყნარი სიტყუები თქუნა ბრძენთა სწავლარიგისა პირველად ქება ავთანდილს და ნურადინს მიუგისა მე თქუენი ქება ვითა ვთქუა ბუდე ვარ აწ აუგისა მკლავს სირცხუილისა ლახუარი ბასრისა შუბ დაუგისა

1830. ოდეს ძე ჩემი ეთხოვა სასიძოდ ჰინდოთ მეფესა მე მაშინ არსით ვიცნობდით ტარიელს სისხლთა მჩქეფესა უმკვიდროდ ყოფა ეწერა მას წიგნსა მათსა სეფესა ამად ვერ მივხუდი მიგმობდით ჭკუასა დანაყეფესა

1831. მართებდა თუმცა ტარიელს ებრძანა ჩემთუის კაცითა მართ ერთხელ ვითა ეგრეცა არ მრავლად კულა და კულაცითა მე ვარ მემკვიდრე პატრონი მე მმართებს ღ~თითა და ცითა ნუ მოსცემ შვილსა თუარ დავხუდე რაზმითა ცემატკაცითა

1832. თუ მაშინ არ დამეშალა თქუენ უმართლე ხართ მდურვასა მე თავსაცავე ვაბრალობ მას საშინელსა ურვასა მაგრამ უმეცრად ჩავიჭერ ცრემლთა მორვისა ცურვასა ამად ვერავინ დამიშლის გულსა სისხლისა წურვასა

1833. ეს ასრე იყო რაც გკადრე თქუენცა გასმოდეს მგონია თუარ გაიკითხენ ინდონი გკადრებენ უშმაგონია ავთანდილ ჰკადრა მეფეო ესე ვერ გაგიგონია მაგისთანანი სიტყუანი აწ არად სავარგონია

1834. თავმან თქუენმან თუ მოგუისმენ ამას გკადრებთ დაუცდომლად სჯობს წახვიდეთ ტახტსა თქუენსა იყუნეთ სისხლთა დამთმო მჯდომლად არა გაკლდეს დიდებისა ჴელი ცათა შეუცთომლად შენდობა ჴამს რადგან ადამ აღარ დარჩა შეუნდობლად

1835. ხუარაზმშა ბრძანებს ვინათგან თქვენ გწადს აგრე ვქნათ ვით ბრძანეთ მაგრამ ნახეთ რა ძნელია ესე კარგად გაიგონეთ წინაშე ვარ გარდაუშვებ რადგან ასრე მიზაბუნეთ შემაკითხეთ სპათა ჩემთა თარას გვერდსა შემაგონეთ