... (H-461), XVIII ს.

1814. სისხლის჻ ცრემლითა჻ მტირალი჻ ბრძანებდა჻ არ჻ სათუობით჻ ზურგი჻ ათქს჻ მზესა჻ დადრეკით჻ სევდა჻ სჭირს჻ დასანაზობით჻ ნესტან჻ დარეჯან჻ ტან჻ სარო჻ არს჻ მისით჻ ხასიათობით჻ სევდა჻ სევდასა჻ დართვოდა჻ ვერ჻ მჭვრეტთაგან჻ არ჻ სანათობით

1815. ფიცხლავ჻ მობრუნდეს჻ სწრაფად჻ აქუსთ჻ ნახვა჻ მათ჻ მის჻ მიერითა჻ ნახეს჻ სენთაგან჻ დაცემით჻ ტარიელ჻ მსგავსი჻ ბერისა჻ ორთა჻ სენთაგან჻ ჩიოდა჻ მტირალი჻ მოანბვე჻ რისა჻ თქვა჻ გახდა჻ თემი჻ ინდოთა჻ სისხლთაგან჻ მონატბერისა჻

1816. ტარიელსახლოს჻ მიუსხდეს჻ მართ჻ ორთავე჻ მიუჩოქნეს჻ ნახეს჻ მჭლედ჻ და჻ უსუსური჻ ჰკადრეს჻ გული჻ აუჩუქნეს჻ ლომო჻ მხეო჻ რამ჻ გაგჴადა჻ პირთა჻ ზედა჻ შუქნი჻ უქნეს჻ აწ჻ ნუ჻ გაგვა჻ მტერთა჻ შენთა჻ რისხვა჻ ზეცით჻ მოუბუქნეს჻

1817. ტარიელ჻ ძმათა჻ უჩივის჻ სენი჻ დამერთო჻ მტერულად჻ დღესა჻ ერთსა჻ ნადირობით჻ მოვიდოდი჻ მხიარულად჻ სმად჻ დავჯე჻ და჻ ვიხარებდი჻ ვიშლებოდით჻ ვარდი჻ სრულად მართ჻ ანაზდათ჻ მამივიდა჻ სევდამ჻ მოკლა჻ გული჻ სრულად჻

1818. ესმა჻ ხუარაზმთა჻ მფლობელსა჻ იგი჻ დამერთო჻ მე჻ ზედა჻ ჲნდონი჻ ჩემნი჻ შეებნეს჻ მთვარე჻ დაბნელდა჻ და჻ მზედა჻ ქვეყანა჻ ჩემი჻ ასწყვიტა჻ სისხლი჻ იკითხა჻ ჩემზედა჻ მე჻ ასრე჻ ვიყავ჻ მკლავთაგან჻ ვერ჻ მოვიხმარე჻ მაზედა჻

1819. ესე჻ თქვა჻ და჻ ვით჻ ეწყინა჻ ეს჻ ამბავი჻ მათ჻ მეფეთა჻ ტარიელის჻ შუელისათვის჻ არ჻ დამდგომთა჻ მოსწრაფეთა჻ ცრემლი჻ სდის჻ და჻ ეგრე჻ ფიცვენ჻ ვადენით჻ სისხლთა჻ მომჩქეფეთა჻ ხვარაზმს჻ მივალთ჻ მოვიხმარებთ჻ მკლავ჻ მაგარნი჻ სიალფითა჻

1820. აწ჻ ასმათი჻ მიეგებვის჻ ნამსახური჻ და჻ დობილი჻ მტერთა჻ ჩვენთა჻ ნახვა჻ თქვენი჻ შემშრეს჻ თვალთა჻ ცრემლლტობილი჻ მათ჻ სალამი჻ გამოუღეს჻ მოიკითხეს჻ ასმათ჻ ტკბილი჻ შესტირნა჻ დააატირა჻ აუჩქარნა჻ გული჻ თბილი჻

1821. კვლავ჻ მოიკითხეს჻ ასმათი჻ ნამსახური჻ და჻ ხლებული ღმერთსამც჻ მადლი჻ არ჻ ვნახეთ჻ ტარიელ჻ თვალთა჻ ფახული჻ მოვასხით჻ ზედ჻ დავაყენოთ჻ მკურნალნი჻ ჴელოვნებული ადრე჻ ვჰკურნებთო჻ იტყვიან჻ ამას჻ ვართ჻ იმედებული჻

1822. ჴელი჻ ჰყვეს჻ გვერდსა჻ მიუსხდეს჻ აქიმნი჻ შემოკრებულნი჻ წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ გულითა჻ გამეხებული჻ ფიცხლა჻ ჲნდოთა჻ აცნობეს჻ მოვლენ჻ არიან჻ ქებულნი჻ მოვიდეს჻ სრული჻ ჲნდოთა჻ არ჻ ხანსა჻ დაყოვნებულნი჻

1823. აღლუმი჻ ნახეს჻ არ჻ აკლდა჻ იგ჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ მთა჻ და჻ ბარი჻ გაიტენა჻ მოიმატა჻ სხვაც჻ არავინი ბუკსა჻ იკრეს჻ და჻ ავთანდილ჻ ფრიდონს჻ სძღვნობდეს჻ ლაშქართ჻ თავნი჻ მიდგეს჻ შორით჻ უსალამეს჻ თქვეს჻ თუ჻ ვნახეთ჻ ცის჻ ვარსკვლავნი჻

1824. სამთა჻ მეფეთა჻ დროშები჻ მუნ჻ სამგან჻ ამართულნია჻ ხვარაზმს჻ მიდიან჻ სასწრაფოდ჻ არ჻ წყნარად჻ გამართულნია჻ სხვათა჻ მრავალთა჻ თავადთა჻ ნიშანი჻ წარმართულნია჻ მე჻ ვერ჻ დავსთვალე჻ სიმრავლე჻ ვერ჻ ვქმენ჻ შემართულია჻

აქა ავთანდილისა და ფრიდონისაგან ხვარაზმს წასვლა და დიდი ომი჻

1825. ცისკრად჻ შეიქნა჻ ჴმა჻ ბუკთა჻ საყვირთა჻ ქოსტაბლაკება჻ ჲნდონი჻ დგანან჻ შუასა჻ შუენის჻ დროშის჻ ალამებია჻ მარჯვენით჻ დგას჻ ლომი჻ ავთანდილ჻ ყოლე჻ არა჻ უნდა჻ მას჻ ქება჻ მარცხენით჻ ფრიდონ჻ მოჰყუების჻ უხარის჻ მათ჻ გვერდსა჻ ხლება჻

1826. გაემართნენ჻ სამესისხლოდ჻ ხვარაზმს჻ მივლენ჻ გმირნი჻ ესა჻ მზღვარსა჻ მათთა჻ არ჻ შევიდეს჻ ღაზოდ჻ იყუნეს჻ სისხლთა჻ მთესა჻ მივიდეს჻ და჻ აწ჻ ამათ჻ ქნეს჻ პირველ჻ მათგან჻ დანაწესე჻ ცეცხლით჻ სწვენ჻ და჻ აოხრებენ჻ მიუბრუნვეს჻ რისხვა჻ ზესე჻

1827. წავიდა჻ კაცი჻ საცნობლად჻ ვით჻ შავარდენი჻ ხეზითა჻ აცნობა჻ ხვარაზმთ჻ მეფესა჻ მორჭმულსა჻ ღმრთითა჻ ზეზითა჻ არიან჻ ორნი჻ მნათობნი჻ გვანან჻ მოსრულან჻ მზე჻ მზითა჻ ქვეყანა჻ სრულად჻ დაუწვავს჻ რისხვამოსულა჻ ზეცითა჻

1828. ხვარზშას჻ ესმა჻ ამბავი჻ მოსვლა჻ ჲნდოთა჻ რაზმისა჻ კვლავ჻ მეშველად჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ ბრძნად჻ მისთვის჻ დანაკაზმისა჻ იგი჻ აჩქარდა჻ ჴმობა჻ თქვა჻ სპისა჻ მის჻ ხვარაზაზმისა჻ სწრაფით჻ მივიდეს჻ ვერავინ჻ თქვა჻ ზრახვა჻ შინ჻ ხანსა჻ დაზმისა჻

1829. რა჻ ლაშქარნი჻ მოუვიდეს჻ იკრეს჻ ფიცხლა჻ ნაღარათა჻ ხანს჻ არ჻ დაყოვნეს჻ აიყარა჻ არას჻ ელის჻ აღარათა჻ წინ჻ ლაშქარნი჻ გაიძღვსნა჻ უკეთესი჻ მეომართა჻ მიეჯარნეს჻ რაზმი჻ დადგეს჻ დროშა჻ მრავლად჻ აემართა჻

1830. კვლავ჻ ხვარაზმთა჻ ემთხვივა჻ მუნ჻ კაცი჻ მოუბარი჻ მოვიდაო჻ სპა჻ მრავალი჻ და჻ აივსო჻ მთა჻ და჻ ბარი჻ სრულნი჻ შენნი჻ დიდებულნი჻ დაიჴოცნეს჻ არვინ჻ არი჻ მრავლად჻ ზიდეს჻ საქონელი჻ ჯორ჻ აქლემი჻ უამრავი჻

1831. წინ჻ მოეგება჻ ხუარაზმშაჰ჻ რაზმითა჻ მრავალ჻ კეცითა჻ იძახდა჻ ხაფად჻ მებრძოლნო჻ თქვენ჻ ჩემო჻ გაიქეცითა჻ თუ჻ მკითხავთ჻ გიჯობს჻ სით჻ მოხვალთ჻ მუნითვე჻ შეიქეცითა჻ თვარ჻ გათქუმევინო჻ თუ჻ ჩუენთვის჻ რისხვით჻ ცა჻ დაიქეცითა჻

1832. ამას჻ იძახდა჻ ხვარაზმშაჰ჻ ორთავე჻ რაზმი჻ გასწორდა჻ შეიქნა჻ შემოტევება჻ მუნ჻ მშვილდოდსნობა჻ გასწორდა჻ ჰკარ჻ შე჻ ვარ჻ მოკალ჻ შეიპყარისა჻ ჴმა჻ ორგან჻ გაორდა჻ ბოლოდ჻ გაიქცა჻ ხუარაზმშაჰ჻ ღ~თისა჻ წყალობა჻ გაშორდა჻