... (H-54), 1680 წ.

1772. უთხარით: ბრძანებს: ტარიელ: მეფე: ლაღი: და: ჯანია: იგი: ჴელმწიფე: მაღალი: მებრძოლთა: მემაჯანია: ჩემსა: ამბავსა: გაცნევენ: შენნივე: დარაჯანია: შიში: ვერ: გიჴსნის: სიკუდილსა: ცუდნიღა: დაღრეჯანია:

1773. დია: დიდთა: დამაჯნება: უშმაგომან: ვით: გააგო: ჰინდოეთსა: ვით: მოადეგ: შმაგთაგანცა: უფრო: შმაგო: აჰა: მოველ: იგი: ცეცხლი: რომე: სრულად: ამოგდაგო: ჴრმალი: ჩემი: მოლესული: შენს: ზედა: დავაბლაგო:

1774. აწ: დაემზადე: მოპარვა: მე: თქუენი: არა: მწადიან: შემები: რაზმი: გარდმაწყევ: წინასვე: გამიცხადიან: პირ: ბოზო: ჩემი: მორევნა: რა: დია: დაგიქადიან: მე: ჩაბალახათ: გაჴმარნე: რაცა: გიმუზარადიან:

1775. დარაჯანი: წავიდეს: და: ერთმანერთსა: მიუსწრობდეს: რამაზს: უთხრეს: ყუელაკაი: დამალვასა: ვერა: სთმობდეს: მოვიდაო: ჰინდოთ: მეფე: ლაშქარნიცა: კარგნი: ჰყმობდეს: ვინცა: ვითა: გარდეხუეწოს: იგი: ერთი: ორთა: სჯობდეს:

1776. ჰინდოთა: დროშა: ტარიელს: აქუს: და: ალამი: უბია: დროშა: არაბთა: მეფისა: მასსა: თანავე: ჰყუდია: არაბთა: იცის: ყუელამან: მათი: აბჯარი: შუბია: ფრიდონ: მზე: მოყმე: რომელმან: შექნა: სისხლისა: გუბია:

1777. ცოტაი: წავლეს: გამოჩნდა: ხუთასი: ცხენოსანანი: შეტეობასა: ჰლამობდეს: ყმანი: არაბთა: თანანი: ტარიელ: გაწყრა: ნუ: იქთო: მისცნა: საქმისა: ნანანი: მოვიდეს: აჩნდა: უაბჯროდ: არცა: თუ: ჰქონდა: დანანი:

1778. ცხენთა: ფერჴთა: მოეხვია: მუხლმოყრილი: შეეხვეწა: მოახსენა: შემიბრალე: მისსა: ძალსა: ვინცა: გხუეწა: ნუ: დამარჩენ: ნუ: მაცოცხლებ: და: წამიღონ: მკუდარი: მე: წა: გული: თქუენი: სასაკუთრო: ბედმან: ასრე: დამილეწა:

1779. დაიკარგენით: წაჰჴუედით: თქუენ: წელნი: მეათენია: გაჴდეს: მფრინველნი: უმეფოდ: არწივსა: მოსტყდეს: ფრთანია: ამად: შევმართენ: საქმენი: ჩემნი: საკამათენია: ადრე: გამიტყდა: სოფელი: მართ: ვითა: კაბა: თენია:

1780. შინა: წავიდეს: გარდაჴდეს: ეს: თურე: არ: ლაყაბია რამაზ: ჰყავს: ორთა: დედათა: ყელსა: მანდილი: აბია: შეშინებული: საბრალოდ: დუღდა: მართ: ვითა: ქუაბია: შეგცოდე: მომკალ: მე: ხუალემ: რამცა: ვინ: მიასაბია:

1781. ვიაჯი: მომკალ: მე: ხუალემ: ყუელაი: ჩემი: ბრალია: მერმე: ვაზირი: ხუთასი: მყავს: აქათ: წაუვალია: თავები: დასჭერ: ადინე: სისხლი: მართ: ვითა: წყალია: სპა: უბრალოა: ნუ: დაჰჴოც: ამად: ვტირ: გულ: მჴურვალია:

1782. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუჴლნი: წინა: ნუ: დაგვხოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აგრე: დაგარჩინა: ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: მოეფინა: ღ~თი: ალხენს: შეხუეწილსა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა:

1783. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა: ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტუერსა: და: ნაცარსა: ამით: დაესჴნეს: რისხუასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა: წაღმავე: წაგრეხს: სოფელი: კულა: მისგან: უკუ: ნაცარსა:

1784. ბრძენმან: ვინმე: მოსწავლემან: საკითხავი: ესე: ჰპოვნე: ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე: ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე: გინდეს: სრული: მამაცობა: ესე: სიტყუა: დაიჴსოვნე:

1785. ტარიელ: მოტკბა: ღმრთისავე: მსგავსად: იგ: წარმართულია: აღარ: დაგჴოცო: უბრძანა: ძლეული: შიშმან: თუ: ლია წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: რაცა: უკუღმა: სთულია: ნაქმარი: მრუდი: ყუელაი: აწ: ჩემგან: გამართულია:

1786. თაყუანი: სცეს: და: დალოცეს: ყოველთა: ჴმა: ერთად: იერეს: ღ~თსა: შევედრეს: ზახილით: სუე: მათი: გააძლიერეს: თავები: დაჴსნეს: სიკუდილსა: სიცოცხლე: ამის: მიერეს: ტარიას: ჴრმალნი: ვერ: დაძღეს: ჯერთ: ჴორცი: მოიმშიერეს:

1787. ტარიას: ჭურეტად: მოსრული: მუშთარი: ახლოს: მჭურეტია: რისხუისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია: ინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სუეტია:

1788. ერთი: კაცი: მათ: ლაშქართა: მახარობლად: მიუვიდა: არ: დაგჴოცსო: შეგიწყალნა: ყუელაკაი: დალოცვიდა: ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ყველა: ამას: მოზრახვიდა: მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრსა: სრვიდა:

1789. მოეგებნიან: ტარიელს: შორი: შორ: უსალამიან: შიგანთა: დროშა: ჰინდოთა: მათ: იცნეს: აალამიან: ვერ: გამოენდუნეს: ინდონი: თქუეს: თუ: ღალატსა: ჰლამიან: არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაილამიან:

1790. ტარიელ: მიდგა: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქუენიო: თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო: ჩუენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: წყალობა: მისი: ზენიო: გამოდით: თქუენი: სიშორე: არს: ჩემგან: მოუთმენიო:

1791. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მი: და: მო: სრბანია: სრულად: მჭურეტლითა: აივსო: ზღუდე: და: ბანის: ბანია: ჴმა: მაღლად: ჴმობდეს: იზახდეს: მოგვშორდეს: სალმობანია: აქამდის: რისხუა: მაღალმან: აწ: მოგუცა: წყალობანია: