... (H-54), 1680 წ.

1792. კარნი: გაახუნეს: გამოჩნდეს: მოიხუნეს: მათ: კლიტენია: ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: ზედ: მჭურეტენია: ტირან: ორნივე: ქალ: ყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია: ზახილით: თავსა: იგლეჯენ: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია:

1793. ვითა: გამზრდელსა: ჰმართებდა: გაზრდილი: ეგრეც: ხელია: რომე: სდის: ცრემლი: თუალთაგან: ცეცხლთაგან: უფრო: ცხელია: თავსა: იგლეჯს: და: იზახის: ტირს: მეტად: გულ: ფიცხელია: გიშრისა: ტევრსა: მოჰფოცხუდა: ბროლისა: საფოცხელია:

1794. რა: ნახნა: ხასნი: ვაზირნი: ფლასითა: დამოსილნია: კულა: დაიზახნა: ტარიელ: უფროსნი: დანაკივლნია: სისხლი: და: ცრემლი: თუალთაგან: სდის: და: მიწყობით: მილნია: მოვიდეს: ყელსა: მოეჭუდნეს: ვითა: ძმანი: და: შვილნია:

1795. დიდებულნი: მოეხუივნეს: მოუზრუნვეს: მათ: ცოლქმართა: ქალი: დაბნდა: მამისათუის: ტირილიცა: ვერ: შემართა: ვარდსა: რტონი: შთმოსცუივდეს: ზე: ვერავინ: წამომართა: მუნა: კაცთა: ვერ: ვხედვიდი: გაცინებით: მოღიმართა:

1796. დედოფალი: გამოჭრილი: მოვიდოდა: მათად: ნახვად: უბრძანებდა: რად: ვინ: სტირთო: ესე: ჰქონდა: წყრომა: ზრახვად: ღმერთმან: რისხუა: მოაქცია: წყალობისა: გამოსახუად: გუმართებს: რომე: მადლი: მივსცეთ: აღარა: გუცალს: გლოვა: ახვად:

1797. ტარიელ: ზედა: მოიჭდუნა: მხურვალთა: ცრემლთა: მდენელმან: იტყუის: თუ: ცეცხლი: დამევსო: ცხელი: აწ: დამწუა: მე: ნელმან: დადუმდი: სული: დაიღე: ჩემგან: ამისმან: მსმენელმან: თქუენი: სიცოცხლე: მალხინა: ღ~თნ: ობოლთა: მლხენელმან:

1798. ქალმან: დედასა: შესტირნა: ჰაი: ჰაი: რაღა: ვქნა: დედაო: შესამოსლითა: დაგაგდე: აწ: შაოსანსა: გხედაო: მამამან: ტახტი: დასცალა: არა: ზის: მასღა: ზედაო: დედამან: ცრემლნი: მოჰჴოცნა: ეტყუის: დადუმდი: ბედაო:

1799. გარდაუკოცნა: პირი: და: ბაგეთა: ვარდი: თხელები: ვარდსა: დაუტყლეჟს: ბაგითა: გაჴდა: ალვისა: მთხელები: დარეჯანს: ეტყუის: რაღა: ვთქუათ: სიტყუები: ბედით: ხელები: ჩუენ: ყოვლთა: გვმართებს: ნეტარძი: ათასი: არ: ერთხელები:

1800. რა: გარდაჴდა: მცირე: ხანი: ჟამი: იქნა: გარდასრულად: დიდებულნი: ეთაყუანნეს: ერთობილნი: ადგეს: სრულად: იგი: მზენი: მიეგებნეს: მოეხუივნეს: გულის: გულად: აკოცეს: და: მოიკითხეს: თავის: თავის: თუითეულად:

1801. ავთანდილ: და: ფრიდონ: ჰკადრეს: დედოფალსა: მიმტკივნება: ტარიელ: თქუა: დედოფალო: გჭირს: ამათი: არა: მცნება: ესენია: მჴსნელნი: ჩუენნი: აწ: არა: გვცალს: გრძლად: უბნება ამათგან: გუაქვს: ჩუენ: ორთავე: სიცოცხლისა: მოპოვნება:

1802. ადგა: და: ქალაქს: შევიდა: თუით: გარდაჴდა: სრასა: მათსა: ერთსა: ბრძანებს: დედოფალი: მართ: სიტყუასა: ვითამ: ათსა: ღ~თნ: მოსრნა: მტერნი: ჩვენნი: ვერ: დავცემენ: ყოლ: შამათსა: ამად: შევიქ: სიხარულსა: მართ: გულისა: საკამათსა:

1803. უბრძანა: გლოვა: გახსენით: ქოს: წინწილასა: ჰკარითო: დიდი: ზათქი: და: ზეიმი: გავიდეს: ჩუენით: კარითო: ნახლები: თქუენი: ოქროსა: სარტყლითა: მოიკარითო: იცინოდით: და: იმღერდით: ნუ: ცრემლი: აწანწკარითო:

შინ მისვლა ტარიელისა და ქორწილი მათი:

1804. დედოფალმან: მათ: ცოლქმართა: თუითო: ჴელი: დაუჭირა: ზედა: ტახტსა: მეფისასა: ერთგან: დასხმა: გაუპირა: მოიშორეს: კაეშანი: გული: მდედრი: აქუიტკირა: გლოვა: ცვალა: სიხარულად: აღარავინ: აატირა:

1805. დედოფალმან: შეიმოსა: შავი: ძაძა: აიხადა: დიდებულთა: შესამოსი: მხიარული: დაუმზადა: ყუელაკაი: დამოსა: და: საბოძვარი: უდიადა: ბრძანა: ჭირი: დავივიწყოთ: რათგან: ლხინი: დაგვებადა:

1806. ტახტსა: ზედა: ერდგან: მსხდომი: ტარიელ: და: ცოლი: მისი: ერთმანერთსა: შეჰფერობდეს: ქალი: ყმისა: შესატყუისი: გონება: და: ანუ: ენა: გამოსთქუმიდა: მათმცა: ვისი: რამცა: ჰგუანდა: ჴორციელი: სოფელს: შუილი: ადამისი:

1807. ტარიელს: და: ცოლსა: მისსა: მიხუდა: მათი: საწადელი შუიდი: ტახტი: საჴელმწიფო: საშვებელი: გაუცდელი: მათ: პატიჟთა: დაავიწყებს: ლხინი: ესე: აწინდელი: ყოლა: ლხინთა: ვერ: იამებს: კაცი: ჭირთა: გარდუჴდელი:

1808. თუით: ორნივე: ერთგან: მსხდომნი: ნახნეთ: მზეცა: ვერა: სჯობდეს: ბუკსა: ჰკრეს: და: მეფედ: დასუეს: ქოსნი: ჴმათა: დაატკბობდეს: მისცე: კლიტე: საჭურჭლეთა: თავთა: მათთა: მიანდობდეს: ესეაო: მეფე: ჩუენი: იზახდიან: ამას: ჴმობდეს:

1809. ავთანდილ: და: ფრიდონისთუის: ორნი: ტახტნი: დაამზადნეს: ზედა: დასხდეს: ჴელმწიფურად: დიდებანი: უდიადნეს: ღ~თნ: სხუანი: ჴორციელნი: მათებრნიღა: რა: დაბადნეს: ამბობდიან: ჭირთა: მათთა: ყუელაკასა: გაუცხადნეს:

1810. სუმა: პურობა: გახარება: ქნეს: ჯალაბი: გაადიდეს: ვითარიცა: ქორწილობა: ჴამს: ეგეთსა: გარდიჴდიდეს: მათ: ორთავე: თავის: თავის: ძღუენსა: სწორად: მიართმიდეს: გლახაკთათუის: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ერთგან: ყრიდეს: