... (S-5006), XVIII ს.

1785. ტარიელ: ორთა: სენთაგან: მეტადღა: დაჭმუნვებულმან: მტერთაგან: ამოსწყვეტილმან: უსახოდ: შეჭირვებულმან: არაბეთს: კაცი: გაგზავნა: მტირალმან: მიჭირვებულმან: ავთანდილს: წურილად: აცნობა: უღუნოდ: დაჭირვებულმან:

1786. რაცა: პირველ: სენი: სჭირდა: ყველა: წვრილად: მიუწერა: მერმე: რაგუარ: ხვარაზმელთა: მათთვის: ძაძა: შეეწერა: ვით: ერბივნეს: ვით: ეჴოცნეს: ვით: ქალაქი: მოემტვერა: ვით: სოფელი: მუხთალია: იგი: მეცა: დამემტერა:

1787. გუერდსა: მიისვეს: მწერალი: მთქმელგამამრჩევი: ენათა: ტარიელ: ნესტან: დარეჯან: ჴმატკბილი: მოუსმენათა: რა: გაათავეს: წერითა: წიგნი: ჴელთ: მისცეს: მონათა: წადით: მიართვით: ავთანდილს: ჩუენთვის: ცრემლდამადენეთა:

1788. კულავ: ფრიდონისას: გაგზავნეს: სხუა: კაცი: ერთი: ნავითა: მასცა: აცნობეს: სოფლისა: სიცრუვე: საბრუნავითა: სენთა: და: ხუარაზმელთაგან: ოდენ: ვარ: საფშვინევითა: მტირალი: სისხლის: ცრემლითა: დამჴობით: საკრინავითა:

1789. აწ: ვითა: გუმართებს: გმირთა: და: ჩემთა: ფიცისა: ძმობილთა: აგრე: გაფიცხდით: საშველად: გაწუევთ: სასწრაფოდ: ჴმობილთა: თქუენთა: ლაშქართა: იმედსა: ვართ: ქუისებრ: დაულბობილთა: ომსა: ნაწუართთა: ჩაუქთა: მებრძოლთა: რაზმთა: წყობილთა:

1790. არაბთ: მეფე: მორჭმულია: იყო: მცილე: მისი: ვინა: იმღერა: და: იხარებდა: მოგოსნები: უსხდა: წინა: ჩანგთა: ჰკრიან: აწყობდიან: პირ: მთუარენი: ვართ: და: მინა: გავიდის: და: ნადირობდის: კულა: მობრუნდეს: იყუის: შინა:

1791. იბურთეს: და: ითამაშეს: და: თინათინს: თანა: დაჯდის: ეს: სოფელი: იამოვნის: საწუთროსა: დაუწყნარდის: ყელსა: ბროლსა: შვენებანი: მას: ელვანი: გარ: უვარდის: ერთად: სხდიან: ტახტსა: ზედან: მათ: ბაგეთათ: ვარდი: ვარდის:

1792. სმაჭამა: და: ნადიმობა: მსგეფსსა: ერთსა: გაისუენა: ელვამან: და: შუენებამა: მათმან: ერთსა: დააშვენა: მომღერალთა: მათ: წინაშე: არაოდეს: მოასუენა: მე: ვერ: ვიტყუი: რაცა: სჭირდა: ბევრი: უნდა: ქებად: ენა:

1793. რა: გარდაჴდა: გამოვიდა: ჟამი: რამე: ღამე: დღენი: მოციქული: შარას: გრძელსა: მოამოკლებს: ირჩევს: ცხენი: გაგზავნილნი: რა: მივიდეს: ნახეს: მორჩი: ალვის: ხენი: რა: ავთანდილს: მოაჴსენეს: ატირდა: და: უთქუნა: ზნენი:

1794. კულავე: ჰკადრეს: თქუენ: მორჭმულნო: და: აქებდეს: ჴელმწიფესა: მოაჴსენეს: დიდებულო: შენ: ტურფაი: მაღლად: მხედსა: შენ: გაქუს: ყოვლი: დიდებანი: მორჭმულსა: და: კარგად: მქნესა: ხუარაზმელთა: ჰინდოთ: ზედა: ჰკლვიდა: სევდა: ტარიელსა:

1795. რა: ავთანდილს: ფრიდონს: ესმა: ჰინდოთ: ესე: საწყინარი: გულსა: ასრე: ლახურად: ეცა: მართ: დაესო: აწვე: ნარი: თქუეს: გავჴედით: საწუთროსა: არას: კარგასა: მოუბნარი: აქანამდის: მხიარულნი: ვტირთ: აღარას: მოცინარი:

1796. ავთანდილ: სულთქვამს: ოხვრიდა: მოჰქონდა: ტარიელობა: მასთანა: ყუელა: სწორ: იყუის: დგომა: გაჭრა: და: ხელობა: უკუირდა: მკლავთა: დადრეკა: უსახროდ: მათი: ქუელობა: სჭირს: და: სოფელი: არ: იკლებს: გულს: ლახვარი: მჭრელობა:

1797. მართ: ავთანდილს: ვით: ეწყინა: ვინმცა: ჰკადრა: ვინ: არ: ღირსნი: ყუელა: წურილად: მოიკითხა: ვით: ნაქმარნი: ხუარაზმისნი: უბრძანა: და: შემოხადნა: დიდებულნი: სპანი: მისნი: აწ: ტარიელს: ვმსახუროთო: ვართ: მონანი: ყმათა: ყმისნი:

1798. თუითო: კაცი: ერთმანერთსა: გაუგზავნეს: არ: დავსწბეთა: ჰინდოთა: და: ტარიელის: საქმისათუის: გვინდა: ფეთა: პაემანი: შეუკვეთეს: დროთა: ხანთა: არ: დავსცდეთა: ერთმანერთის: შუელისა: და: ნახვისათვის: მოსწრაფეთა:

1799. აწ: ავთანდილ: ფრიდონს: კაცი: გაუგზავნა: გაემართნეს: ოცდათ: დღე: შიგ: შეიყარნეს: იარაღნი: მოიმართნეს: მუნ: დროშანი: ვერ: დათუალენ: რომე: იმათ: აემართნეს: მათ: ორთავე: ჴელმწიფეთა: პირნი: მზეებრ: იწაღმართნეს:

1800. მათ: ორთავე: ჴელმწიფეთა: სრულად: მათთა: სამეფოთა: აქიმები: დაარჩივეს: თემთა: კარგთა: სამყოფოთა: წამოვიდეს: რაზმწყობილნი: გზათა: ლევენ: სასწრაფოთა: მოისმენდით: ჴმათა: მათთა: საბუკ: ტაბლაკ: სადაფოთა:

1801. ჰინდოეთს: მივლენ: ნავითა: გამართეს: სამუნაოთა: სრულნი: აბჯრითა: მოსილნი: ხუარაზმშის: საბრუნაოთა: სწრაფით: დალევენ: შარათა: წყალთა: და: მათ: უნაოთა: ხუარაზმს: დასთრიან: საფლავთა: სატირლად: საზრუნაოთა:

1802. წავიდეს: რაზმი: დააწყუეს: გზანი: იარნეს: რებითა: მისძახდეს: ჴმასა: მაღალსა: საყუირ: ქოს: ტაბლაკებითა: ზღუის: პირს: მივიდეს: დაჰკაზმეს: ნავები: კატარღებითა: ჩასხდეს: გავიდეს: დრშათა: კარგითა: ალამებითა:

1803. გავიდეს: და: პირსა: დადგეს: უთუალავი: სპა: იახლა: უამრავი: დროშა: იყო: რომ: ალამი: მოენახლა: ამოსწვიტენ: მათთა: მბრძოლთა: ყოლა: ტკბილად: ვინ: ემზახლა: მებრძოლია: ხუარაზმთ: მეფე: იგი: ვერსად: დაესახლა:

1804. გაკრფეს: ლაშქარნი: ზღვისაგან: და: მივლენ: ტარიელისა: უხარის: ნახვა: ძმობილთა: დიდის: ჰინდოთ: მფლობელისა: გაგზავნეს: მახარობელი: მოვალთ: მოსწრაფე: ხელისა: გუტრფიალობს: ნახვა: ვარდისა: აწ: ახლად: გაუშლელისა: