ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1610. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწუა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყუის: “მამკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

1611. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიჴდა არაბეთს, ნახა არ ცუდნი ჭირენი.

1612. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშუენა მან; ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან; მის თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭურეტთა ლხენამან, გააჴელმწიფა გუირგუინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1613. მათ სამთავე ჴელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ჴრმალთათ დავეწყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გაჴელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1614. ფრიდონცა ესუა მოყუარედ, მათ წინა მოიყუანიან; ერთმანერთისა მეშუელთა მებრძოლნი იმაჯანიან: მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკუანიან, ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულნი აგულვანიან.

1615. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს; ობოლ ქურივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს; ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ სწოვდეს, შიგა მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

აქა ტარიელის დასნეულება და ხუარაზმშა მეფისაგან სისხლის ძებნად მოსულა ინთოეთს

1616. საწუთროო უხანაო, სიმუხთლისა სენი გჭირსა; უწინ ცათა აყუანილსა ჩააგდებვე დიდსა ჭირსა; გააყუითლებ ქარვის ფერად პირველ ლალსა განაჭუირსა, კარგად ვერვინ ვერა ნახავს ხანგრძლად შენგან დანაჭირსა.”

1617. აწ, გონიერნო, სიტყვანი თქვენ ჩემნი შეიწყნარენით: ძუელნი ნარჩმნი ამბავნი ლექსად ვთქუენ, გაიხარენით. სარგის დაურჩა უთქმელად, მას ესე დავაბარენით. ლექსნი მიქენით, ამისთუის ენანი მომახმარენით.

1618. გრძლად ავად გახდა ტარიელ სენთაგან, მორჭმით მპყრობელი, დიდი ინდოთა ჴელმწიფე, მეფეთა ზედა მფლობელი, ოთხ წელ წუა ზედა ლოგინთა მრავალთა სენთა მშობელი, ვეღარ ვნახეთ მჴეცთა სრვით და ვერცა რაზმთა მწობელი.

1619. ესმა ხვარაზშას ამბავი,– ტარიელ მწოლი სენია, ვით გაეხარნეს, სმენაცა გაქუს ჩემგან მონაჴსენისა! ვაზირთა იჴმო, რჩევად ზის, უბნობს, არ ავ ენისა; ბრძანებს: ,, ვადინოთ ინდოეთს სისხლი რუდ მონადენისა.”

1620. მე მასმია, ინდოთ მეფე ტარიელ წევს ხანთა დიდთა, აწ ჩვენ გვმართებს სისხლთა ძებნა, ნუ ვამყოფებთ დანამშუიდთა, ამოვსწყუიტნეთ, დავარბივნეთ, ვჴოცდეთ, ვსცუეთდეთ ვითა ჴიდთა, ათასთა და ბევრ ათასთა შევიქმოდეთ მათთა შუიდთა.

1621. უტარიელოდ ინდოთა ლაშქარნი ნურა გგონია; იცით, თუ რამაზს რა უყო, არად არ სავარგონია; პირველ ბრძენთაგან მრავალი სიჯაბნე გამიგონია, აწ გუმართებს მათი მტერობა, ესე მით მომიგონია.

1622. კადრეს ვაზირთა; ,,მეფეო ვართ დედის მუცლით მონანი, მაგა საქმისა ვერ ქმნელნი, ვართ აქამდისცა მონანი, ჩუენ მოგუეწონნეს თათბირნი, ეგ შენნი შენაგონანი, ღმერთსა სწადს, ასრე სუბუქ ვქნათ, ვითა დრამისა წონანი.

1623. თუ ბრძანოთ, აწვე გავგზავნოთ ყოველგნით ლაშქრისა მჴმობელი. უჴმნოთ ხუარაზმთა ლაშქარნი მებრძოლთა დამამხობელი, ომისა მოწადინენი, ერთმანერთისა მსწრობელი; ჩუენნი აბჯარნი ზნე სრულნი, უაზრო. დაუშრობელი.”

1624. აწ მეფე ბრძანებს; ,, გავგზავნოთ, წასულა ჴამს კაცისა. ნურვინ დადგების, მოვიდნენ, რაზმი ვკრათ მართ მამაცისა; ნურას დავარჩენთ, ავსწყუიტოთ ნაშობი მუნ დიაცისა ომ გარდახდილნი ვბრწინვიდეთ, ვართ ვითამ გუნდნია ცისა.”

1625. წავიდა ყველგან ბრძანება ლაშქართა ხუარაზმულისა, ლაშქრად ინდოეთს აწვევენ გრძლად ხანსა დასაზმულისა; თქუენ მოდით გამოკაზმულნი, ვთქუა ხშირად სარაზმულისა, გულ მხიარული, მებრძოლთა ყოლ არ მოწყალე მზმელისა.”

1626. აღლუმი ნახა მეფემან, ლაშქართა მიმართულისა, ანგარიშ მიუჴდომელი, ინდოეთს გამართულისა, დროშისა მუნ ანგარიში იყო ზრო ამართულისა, ოცი ათასი დაწერეს ალმისა წარმართულისა.

1627. ცხენ კაცისა ანგარიში თუალვითა ვერვის შეუგია; შუბი ოთხასი ათასი ბასრის პირი დაუგია; ინდოეთს მივა ჴელმწიფე, სისხლითა ძებნა გაუგია; საქმე ყოვლი მით ზაბუნი რათმე დიდი აუგია.

1628. წავიდეს, მზღუარი დააგდეს ხუარაზმთა საჴელმწიფოსა; ინდოეთს მიჴდეს, მივიდეს, არბევენ ვით სასწრაფოსა: ჴოცენ კაცსა და დიაცსა ტურფასა საალაფოსა ოჴრად გაჴდიან ქალაქსა, სამოთხედ დასამყოფოსა.