ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1629. ესმა ინდოთა მეფესა სენთაგან დამძიმებულსა, ემატა სევდა სევდასა აღარ ნეტარძი გებულსა ბრძანა; ,,თუ მიყო სოფელმან მისგან არ გახარებულსა, დამმწარდა სიტკბო სოფლისა მე ასრე გაგონებულსა.

1630. მომკლა ვინცა ვინ ჩემს უფრო ამ სოფლისაგან ჩიოდეს, დამერთო სევდა სევდასა, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს, მაშინ რად არა შემკადრეს, ღაწუნი როს გაილალოდეს, მას მიგავს, ყუავილნი დაჭნეს, ფურცელნი შთამოსცვიოდეს.

1631. მგზავსად იზრახნა ტარიელ, არ გუანდა გახარებულსა, კაცი გაგზავნა ყოველგნით, ბრძანება მისცა რებულსა; ფიცხლა მოდითო, გიბრძანებ ლაშქართა შემოკრებულსა, აწ გნუკევ ომსა ფიცხელსა მათთუის არ დაზარებულსა.”

1632. წამს შეიყარნეს ინდონი ლაშქართა უთუალავითა, ცხენ კეთილ, აბჯარ სრულობით მინდორთა მოსარწყავითა დროშითა მრავალ- ფერითა მეფისა წითელ შავითა, ჴრმლებითა ინდოურითა, კარგითა ნაკაზმავითა.

1633. მთა იყო მეტად მაღალი შუა ინდოთა თემისა; იქი დგას მეფე ხუარაზმთა, მფლობელი ლაშქართ ზემისა. მთას აქათ იდგეს ინდონი მგზავსი ფუტკართა რემისა, ომსა ხუალისას ასკუნიან, გესმის სიტყუისა ჩემისა?!

1634. წინ მოეგებნეს ინდონი ხუარაზმშს ქოს ტაბლაკებითა მალითა ტაიჭებითა, გულ მედგრად სარაკებითა, პილოთა მეომრებითა, ჩარხ ნავაქ ზანდუკებითა, რაზმითა მრავალ კეცითა, ჴევთაცა გავაკებითა.

1635. ცისკრად კრეს ქოსთა, დაბდაბთა ორთა ქიშვათა მეფეთა ინდოთა და ხუარაზმელთა, მედგრდა სისხლისა მჩქეფეთა, შეუტივნეს და შეიბნეს, წყლულთა სცნობ სიიეფეთა. მათ სპათა ვერა ნახვიდი ღიმილით ვარდთა მკრეფეთა.

1636. ხვარაზმშა ვითა შიბა, არათ არ გაგეგონების! შუბითა ჴრმლითა, ლახტითა, ისრითა მოგეწონების! თუ ნახავ მისთა ნაკრავთა, საამ, როსტომ გეგონების, ასრე ჴამს, ვინცა საომრად ჴრმალ შუბი დაიგონების.

1637. მედგრად იბრძოდეს ინდონი ლაშქარნი უჴელმწიფონი; დია დაჴოცეს ორთავე ჩაბალახ ჯაჭუ უქაფონი; ომსა ნაწუართნი ჩაუქნი, ტურფანი სანაყოფონი, ბოლოდ ინდონი გაიქცნეს ხანსა არ დასამყოფონი.

1638. ხუარაზმშას სპანი უკანა მისდევენ გამარჯუებულნი ჩამოყრიდიან, ჴოცდიან ამაყნი, ალაღებულნი; გაჴდეს ინდოთა მინდორნი სისხლითა გაწითლებულნი, ცეცხლებრ მოექცნეს ინდოთა იგ სპანი გამეხებულნი.

გაიმარჯუება ხუარაზ ოელმწიფისაგან ინდუსტნის ლაშქართ ზედა

1639. ტარიელ წინა მივიდეს ინდონი ჴრმალ დალეწილნი, გაქცეულ გარდახვეწილნი, შიშითა გაწბილებულნი, აბჯარ აჴდილნი, დაძრცვილნი, ტან სარო შემოფრეწილნი, ცხენ დადგომილნი, მტირალნი, დაგლეჯილ პირ დახოჭილნი.

1640. ტარიელ იწუა სენთაგან დავარდნილ გულ ნაცემული; აწ ახლა გაჴდა მართ ასრე, ვით გულსა დანა ცემული; რა ესმა, ასრე ეწყინა, ვით გუელისაგან ცემული. ლხინი მოსძულდა, არ უჩნდა ჩანგ ბარბითა დანა ცემული.

1641. მივიდეს, გარე მოადგეს, ყუელგან ციხეთა გარეთა, ებრძუიან, ცეცხლსა უდებენ, მოაოხრებდეს არეთა, ჴოცდეს, სწუიდეს და არღუევდეს, ცრემლთა ადენდეს მწარეთა აჯა არ გამოუღიან არად არ მემუდარეთა.

1642. გარეთ ყუელანი წაახუნა ციხეთა სიმაგრენია, მათ უზენაროდ მიეპყრნეს, მიკუირდეს სიმედგრანი ერთ წლამდის იყუნეს ინდოეთს, ვაკედ ქნეს კლდე და ღრენია, მერმე წავიდეს სავსენი სიცილით მომღერალნია.

ტარიელისაგან კაცის გაგზავნა ავთანდილთან და ფრიდონთან

1643. ტარიელ ორთა სენთაგან მეტადღა დაჭმუნვებულმან, მტერთაგან ამოსწყუეტილმან, უსახოდ შეჭირვებულმან, არაბეთს კაცი გაგზავნა მტირალმან, მიჭირვებულმან, ავთანდილს წურილად აცნობა უღუნოდ დაჭირვებულმან.

1644. რაცა პირველ სენი სჭირდა, ყუელა წურილად მიუწერა, მერმე რაგუარ ხუარაზმელთა მათთუის ძაძა შეეწერა; ვით ერბივნეს, ვით ეჴოცნეს, ვით ქალაქი მოემტუერა, ვით სოფელი მუხთალია, იგი მეცა დამემტერა!

1645. კულავ ფრიდონისას გაგზავნეს სხუა კაცი ერთი ნავითა; მასცა აცნობეს სოფლისა სიცრუვე საბრუნავითა: ,,სენთა და ხუარაზმელთაგან ოდენ ვარ საფშვინავითა, მტირალი სისხლის ცრემლითა ქუე ვწევარ სარკინავითა.

1646. აწ ვითა გმართებს გმირთა და ჩემთა ფიცისა ძმობილთა აგრე გაფიცხდით საშუელად, გაწუევთ სასწრაფოდ ჴმობილთა, თქუენთა ლაშქართა იმედსა ვართ ქუისებრ დაულბობილთა, ომსა ნაწვართთა, ჩაუქთა, მებრძოლთა რაზმთა წყობილთა.”