ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1724. აავსნა მისაცემლითა ოქსინოთა და შარდითა, სტავრითა, საკრამანგითა, მძიმითა სადუქარდითა; წავლენ ფრიდონ და ავთანდილ პირითა მინა ვარდითა, გავლენ ზღუასა და მიდიან საროთა განაზარდითა.

1725. ეს ამბავი დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად, აგრევ თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად; მე ვნახე და მას უჩვენე, ვინ ჩანს გმირთა რაზმთა მწყობლად მან მიბრძანა: ,,ლექსად თქუიო, მჭევრ ქართულად, დაუშრობლად.“

1726. ერთმანერთისა მეშუელთა მებრძოლი იმაჯანიან; ორთავე მტერი მოყუარედ მათ წინა მოიყუანიან; მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები უაკუანიან, ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულთა აგულვანიან;

ანდერძი ტარიელისი, ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამისა ნათქუამი

1727. აჰა, მოგესმნეს სოფლისა საქმენი თავით ქუენამდი! მოგუიგონენით, ყოფადნო, პირველ ყოფილნი თქუენამდი! რა გესმნეს ძნელნი ანდერძნი, ღაწუთა ტირილით ქუენამდი, ყურად იხუენით ,რაცა ვთქუა, მე სულთა აღმოფრთქუენამდი.

1728. გხადი ყოველნო სულდგმულნო, ხუეწნით და მე თაყუანებით! ხილვად აწ ჩემთა საქმეთა თქუენ აქა მონაყუანებით! სული განეყუის ჴორცთაგან მძლავრებით, არ წაყუანებით, მეწყალვის, ვხედავ, გლახ, მისი მოგლა და მონაყუანებით.

1729. შემომერტყენით მიდამო, მოსხედით, მომეკარენით, ზოგთა მზირ მიყავთ ერდოთა, სარკმლით და მომეკარენით, ნესტან დარეჯან, მკოცნიდი ბაგით და მომეკარ ენით, ჯუარს ვაცმევინებ სოფელსა, ურია მამეკარენით.

1730. მე ვიყავ მეფე ეგეთი, ვითარ მოგითხრა წერილმან, ბოლოდ დამადგა სოფელმან, ნავთმან ფისმან და წერილმან, საჭმლად მიშოვა ჭიამან, ბუზმან და ძაღლის მწერილმან, ვა თუ დაგსაჯნეს, მიჯნურნო, ძაძამან ამოწერილმან.

1731. ადამის თესლი სხუა ერთი მე მჯობდა ვერითა, ვერ სახით, ვერ ახოვნებით, დამეგმოს სიავე რითა! აწ მამიახლდა სიკუდილი, მამლამის თუალთა ბღუერითა, დამბღუჯა, ვერვინ გაგუყრის გაზითა, ვერცა კუერითა.

1732. ნუ მიენდობით სოფელსა, საქმესა ცუდა, მუხთალთა, არვის მიგინდობს, რაძივინ კარგთა უყოფდეთ, უთუალთა, ბოლოდ ჟამს დაგცემს, შეგიბრკობს ფერჴთა და მართ ნაკუთალთა, ყუელასა ერთად მოგიყრის მის დღეში დანახუთალთა.

1733. ყოველნი დავიჴოცებით, სრულად ერთობით და რამად, მით დაგიტეობ მცნებასა, მიენდვნეთ ცუდად არ ამად: ვიტყუი მუხთალსა სოფელსა ცრუდ და მიუნდოდ, არამად, წყეულმან, ნახეთ რა მიყო ძმანი არ მაძმნა, და რამან.

1734. უხუაიშნოო, წყეულო, მოდი, სიკუდილო, მომკალო, მომზადენ ცელნი, მოლესენ, ჩემო, უჟამოდ მომკალო, თქუენთუის შევიქენ საჭმელად, ჭიანო, მჭადმით, მო, მკალო; ჩემი გავწელე, დავაგდე, ამ სოფლის მე დამთმომ, კალო.

1735. ვამე დაისხნეს კავშირნი, არ მფეთქენ მე მაჯანია, ცუდ იქმნეს მკლავნი მაგარნი, ვაი მტერთა მემაჯანია! მკლავნი, რომელსა ვერ მბრძოდა იგ დევი ქაჯ მაჯანია, გამოისალმნეს, გაუშვა ქუე მდგომმან ჴორცმან ჯანია!

1736. მაღორებლისა მუხთლისა სოფლისა წესი ბარ ესა; ყოვლთა მოაწევს ბოლოდ ჟამ ტკივილსა სალმობარესა; იგი სოფლისა ჯავარნი საფლავთა მიაბარესა, ზედა მიწანი მიყარეს, მინიჩბეს, მიაბარესა.

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა

1737. რადგან სწორად გარდაჴდების ავი ანუ ჯარგი ვინა, მაშ წამერთ რა ვის გავა, გარეთ იყოს თუნდა შინა; აქათ ბარგსა რასა ვზიდავთ, აწვე წასულა სხუაგან გუინა, საკაცე და თუნდა ტახტი სწორიაო ბრძენთა წინა.

1738. ამა ჩემსა გაზრახულსა იკითხუიდეს ანუ წერდეს, ფუ მას კაცსა, რომელიცა სოფლისაგან არ შესჯერდეს; ტარიელ და ცოლი მისი სიბერითა გაუშუებდეს, დაყუნეს წელნი ოთხმეოცნი, დაბრმეს, დაღრკეს, დაცაბერდეს.

1739. ერთი ყმა და ერთი ქალი მართ მათნივე შესაფერნი, ღმერთმან მისცნა ესე შვილად, საჭურეტელად შუენიერნი; ელვანი და შუენებანი მათგან ჰქონდეს მათ მიერნი, მგზავსნი მგზავსსა წარმოშობენ ციერნი და მიწიერნი.

1740. დღენი მათნი წაიარეს, დაბერდეს და დაუძლურდეს; ტარიელის ლომნი მკლავნი მეტად გაუუსუსურდეს; ბედისაგან მადრიელნი სოფელსავე მოემდურეს; სოფლისაგან გაბჭობათა ბრძენთა წიგნი დადასტურეს.

1741. სოფელს მყოფსა ყუელაკასა ესე არვის არ ასცილ დეს. მათ სოფლისა შუენებათა წყალ ჯავარი გაუწბილდეს, მიჯნურობა გაუსუსტდა, გონებანი გაულბილდეს. სიყუარული გააცივეს, ერთმანერთსა უკუგრილდეს.