ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1665. დროშა ინდოთა მეფისა შუა დგას სათავადოსა; მარჯუენით უთქს მეფე არაბთა ომისა მოსაწადოსა. მარცხენით გმირი ნურადინ კარგსა სახუაშიადოსა ომ გარდახდილნი შუენოდეს, ჩამოჴდეს უდილადოსა.

1666. გარეთ ყოველგან ოჴრად ქნეს ციხე ქალაქთა ვაკობა; კულა შიგანთაცა არ დასცხრა ომი და ბუკ ტაბლაკობა, მუნ მოიწია უთქუამი სისხლისა საარაკოსა, ერთ წლამდის მათცა ოჴრად ქნეს ვაკეა თუ ხანდაკობა.

1667. ამას თურმე უბრძანებდა, მოსჯობდა და დარჩა სრულად; აბჯროსანი ვით დაშუენდა, ვიკადრებდე ამას რულად; მისთ მებრძოლთა გაიცდიდა ძუელ ნაჭართა სისხლ წასრულად, ერთობ ავად დაჴოცილთა გაპატიჯულ გაბასრულად.

1668. უბრძანა ჴმობა ლაშქართა, ვინ შინა დანარჩომია; შესთუალა: ,, ხუარაზმს წავიდეთ, აწ ჩუენცა გუმართებს ომია!“ მოვიდა ინდოთ ლაშქარი სიკეთე მიუხდომია, ოცი ათასი მოვიდა, ყველაი მისთუის მწყრომია.

1669. ცისკრად იკრეს ნობ დაბდაბსა, გაემართა ლომი ლომთა, ხუარაზმს მივა სამესისხ;ლოდ, უქადებდა დიდითა ომთა, გაუგზავნა წინათ კაცი მათ ძმობილთა, ომს უშრომთა, შესთუალა, თუ: ,, დავრჩი, მოვალ, გარდავასხამ, სისხლთა ჴომთა.

1670. მივიდა მახარობელი წინაშე მისთა ძმობილთა, მისთუის თავ გამოწირულთა, მისთუის საშუელად ჴმობილთა, მისთუის ტირილით მოსრულთა და მისთუის ჩამოჭკნობილთა წინ მოეგებნეს, აჩენდეს მათ მარგალიტთა წყობილთა.

1671. გმირი ნაომარ მნათობნო შვენოდეს სიმწყაზარითა, ყოლ არ ვაჭარულად მოსილნი, ჯორ აქლემ საბაზარითა, არცა მტერთაგან ძაბუნნი, არც იყუნეს დანაზარითა, დალივნეს შიშით მებრძოლნი მათითა შანაზარითა.

1672. მიეგებნეს, უსალამეს, სიხარულით გარდაკოცნეს, დარჩომა და გამარჯობა ერთმანერთსა მიულოცნეს, მეომარი და მებრძოლი ათად უჩნდა, არ იოცნეს, ომად ყოფა ხუარაზმასი მართ სიზმრადცა არ იოცნეს.

1673. ტარიელ ნახა ქალაქი , თუით მათცა ევარგებოდა, წაღებისა და ომისა ყოლ ღონე არ ეგებოდა, შუა ციხე დგა, მისებრი სხუა არა არ ეგებოდა, შიგანთა მცველთა სიმრავლე თუალვით არ შეიგებოდა.

1674. ხუარაზმშას ესმა: ,, ტარიელ მოსრულა, მოჯობებულა.“ აწ იგი შიგნით აჩქარდა, საომრად გაჯავრებულა, ვაზირი იჴმო, ყოველთა ვაზირთა დაჭარბებულა, აბჯარსა გასცეს, ისწრაფის, რჩევად ზის, გაჴაფებულა.

1675. ვაზირსა ჰრქვა: ,, უომარი არ დავდგები არათ არა. ტარიელის ომსა თავად ემოწმების არა თარა. ხუარაზმშა თქუა: ,, არ შევება, უპასუხოი ლაშქართა რა? ვაზირმან თქუა: ,, გარეთ რაზმი მოვაგუაროთ ღონითა რა.

1676. ხუარაზმშაჰ თქუა: ,, რად დამიშლი, ჰე ვაზირო, ომსა თავად? ჰე, რას იტყუი, სად გინახავ მუქარისა მთხოვი ავად! ჩემთა მბრძოლთა ჩემგან აჩნდის ასო ბევრგან დანაშავად, შინ მისულამან შეიცუალნის ძოწეულნი თავსა შავად.“

1677. აწ ვაზირი თარა კადრებს საუბარსა წყნარსა ამოდ; ,,ვიცი, რომე გიცნობდიან წინას მბრძილთა სათამამოდ, მაგრა აწ სჩან სიყმისაგან წასულა გამოსასალამოდ, სიბერეა მგზავსი მისი, რა დღე მიხდეს დასაღამოდ.

1678. მე დია ვიცი მინახავ მრავალთა მბრძოლთა მორევით, გედინოს სისხლთა ნაკადი, დაცაგეყენოს მორევით, გაგექცივნენ და გეყივლოს მაღლითა ჴმითა მორე ვით, აწ სიბერისა ლახუარი ასუია გულსა მორევით.

1679. თქუენ წაგიღია წინასი სიყმისა შუენიერობა; ერთი გასვია, მეფეო, გაჩნია დანაბერობა, ტარიელს პირსა აჩნია სიყმისა ვარდთა ფერობა, რაზმად შევებნეთ, მეფეო, გუმართებს ამისი ჯერობა.“

1680. რა გათავდა ვაზირობა, ასრე ვითა აღსარება, მეფე ბრძანებს: ,, დამიშალეთ, არ მიჯობდა მუქარება? აწ ვქნათ კარგად გამორჩევით გარეთ ომსა მოგუარება, ღმერთმან ქნას და ნახოთ მათი სიცოცხლისა გამწარება.“

1681. კადრა ვაზირმან: ,, მეფეო, ხარ ომსა კარგად ჩუეული, რამცა ვიცოდი მე თქუენგან უკეთე გამორჩეული? ნახე, ტარიელს რაზმი ყავს და ასაბია წუეული, ამისთუის იქნა ხუარაზმთა ლაშქარი მათგან ძლეული.“

1682. აწ რადგან აღარ დაიშლლი კართ გარე ომსა რაზმითა, ღამით გავიდეთ გაპარვით, არ მაშხალითა ბაზმითა, ცისკრისა ჟამსა დავესხნეთ გმირთა წესითა და ზმითა, ღმერთმან ქნას, ასრე დავჴოცნეთ არ იყუნენ ხანსა დაზმითა.“

1683. დაასკუნეს ესე თათბირი თარასგან ნავაზირები. ხუარაზმშა ბრძანა: ,, უთუვოდ ვქნათ ესე დანაპირები.“ იანგარიშა მისი სპა ომსა მართ ვითა გმირები, ასოთხმოცათი ათასი მებრძოლი ამატირები.

1684. სხუა სპა მრავალი ქუეითი ციხეს დაყარა ჭურვილი. ზღუდეთა კარგი მესროლი, ჩაბალახ ჩამოხურვილი, ღამით გავიდეს, თუ ომთა არა მართებდა სურვილი, ცისკრისა ჟამსა დამსხმელთა შექმნე სისიხლისა წურვილი.