ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1590. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხუდა მათი საწადელი შვიდი ტახტი საჴელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1591. თუით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასუეს, ქოსნი ჴმათა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი!” იზახდეს და ამას ჴმობდეს.

1592. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; ზედა დასხდეს ჴელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხუანი ჴორციელნი მათებრნი ღა რა დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყუელაკასა გაუცხადნეს.

1593. სუმა, პურობა, გახარება ქნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ჴამს, ეგეთსა გარდიჴდიდეს. მათ ოთხთავე თავის თავის ძღუენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათუის საბოძუარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს.

1594. დედოფალმან ასრე ბრძანა: “ობოლ ქურივნი მოასხენით: ყუელაკაი დაამდიდრეთ, საბოძურითა აავსენით”; თუით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით, “ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შევედრენით”.

1595. ტარიელ თქუა: “დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსაჴსენსა: “შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა; ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ჴრმალსა ჩუენსა, ღმერთი ალხენს მონანულსა მოცდომილსა, ცრემლ ნადენსა”.

1596. დედოფალმან ლმობიერად “შეუნდობო”, ესე ბრძანა; მოიყუანეს რამაზ მეფე, ჴელმწიფეთა ათაყვანა; ყოვლით კერძო მომღერალთა ჴმები გაეთანისთანა, ჭირთა მათგან გარდაჴდილთა ესე ლხინი შეაგუანა.

1597. ოქრო, თუალი, მარგალიტი, შუენიერი სანახავად, ყოვლგნით იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად; ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად, მანდატური არვის სცუიდეს, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.

1598. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყუის მეფე დიდი: “სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხუილი და ნუ გაქუ რიდი”; თიითოს კაცსა თიითო ჯორი, მარგალიტი ანაკიდი, ესე მისცა საბოძიარსა, სხიასა ყიელას ვერ დავსთილიდი.

1599. ავთანდილ და ფრიდონისას საბოძუარსა ვინ დასთვალავს! ვერ გამოსთქუამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს! რაცა იდვა, უკეთესსა დედოფალი არ დამალავს, მათ ხედავდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭურეტს, არა ლალავს.

1600. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან; “თქუენგან გუჭირს კარგი ყუელაი”, მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭურეტდიან, რაც სწადდის, მას იტყოდიან, სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1601. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძუარია; უბრძანა: “ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გუარია”; მან თაყუანი სცა, პირსა ქუე მდაბლად დამდებარია, წავიდა მისი მლოცუელი, არ ომთა მაკუეხარია.

1602. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქენ არ უქნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ჰინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედან დაგსუამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1603. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გუმსახურებდი, თავი შენი დაგუამონე!” ასმათ ფერჴნი გარდუკოცნა: “შენგანაო ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც გიშოვნე, რამც ვიქონე!

1604. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყუეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღუენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია, მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1605. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი განაღამცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მენ, ჭირი შენი გონებამან შვიდი თუ რვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა!

1606. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, თქუენთუის ასრე მომსურდების, წყაროსათუის ვით ირემსა”.

1607. მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მიახლე, ადრე მობრუნდი გარეო”; ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცაღა გავიხარეო, რადგან ისწრაფი, რაღა ვქნა? მოგელის ლომსა მთუარეო!”

1608. როსტანისთუის წაატანა ძღუნად ტურფები ჯუბაჩები, კულავ ჭურჭელი თუალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები. “ჩემაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქუა: “ არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები.

1609. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი , წამღებელმან ვერა თქუას თუ ცუდად ვზიდე, ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.