ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1704. ხუარაზმშა წყნარი სიტყუები თქუნა ბრძენთა სწავლა- რიგისა; პირველად ქება ავთანდილს და ნურადინს მიუგისა; ,, მე თქუენი ქება ვითა ვთქუა, ბუდე ვარ აწ აუგისა, მკლავს სირცხუილისა ლაჴუარი ბასრისა შუბ დაუგისა.

1705. ოდეს ძე ჩემი ეთხოვა სასიძოდ ინდოთ მეფესა, მაშინ არსადით ვიცნობდით ტარიელს, სისხლთა მჩქეფესა; უმკუიდროდ ყოფა ეწერა მას წიგნსა მათსა სეფესა, ამად ვერ მივხუდი, მიგმობდით ჭკუასა დანაყეფესა.

1706. მართებდა თუმცა ტარიელს ებრძანა ჩემთუის კაცითა, მართ ერთხელ ვითა ეგრეცა, არ მრავლად კულა და კულაცითა; ,,მე ვარ მემკუიდრე პატრონი, მე მმართებს ღმრთითა და ცითა, ნუ მოსცემ შვილსა, თუარ დავხუდე რაზმითა ცემა ტკაცითა.“

1707. თუ მაშინ არ დამეშალა, თქუენ უმართლე ხართ მდურვასა; მე თავსაცავე ვაბრალობ მას საშინელსა ურვასა; მაგრა უმეცრად შთავიჭერ ცრემლთა მორევთა ცურვასა, ამად ვერავინ დამიშლის გულსა სისხლისა წურვასა.

1708. ეს ასრე იყო, რაც გკადრე, თქუენცა გასმოდეს, მგონია, თუარ გაიკითხენ, ინდონი გკადრებენ უშმაგონია,“ ავთანდილ ჰკადრა: ,, მეფეო, ესე ვერ გაგიგონია, მაგისთანანი სიტყუანი აწ არად სავარგონია.

1709. თავმან თქუენმან, თუ მოგუისმენ, ამას გკადრებთ დაუცდომლად; სჯობს წახუიდეთ, ტახტსა თქუენსა იყუნეთ სისხლთა დამთმო მჯდომლად; არა გაკლდეს დიდებისა ჴელი ცათა შეუცთომლად, შენდობა ჴამს, რადგან ადამ აღარ დარჩა შეუნდობლად.“

1710. ხუარაზმშა ბრძანებს: ,, ვინათგან თქუენ გწადს, აგრე ვქნათ, ვით ბრძანეთ; მაგრა ნახეთ, რა ძნელია, ესე კარგად გაიგონეთ: წინაშე ვარ, გარდაუშვებ, რადგან ასრე მიძაბუნეთ, შემაკითხეთ სპათა ჩემთა, თარას გუერდსა შემაგონეთ.“

1711. ადგეს ფრიდონ და ავთანდილ, ტარიას გამოეზრახნეს; ხუარაზმშას სიტყუა ყოველი წყნარად თქუეს, არ დაიზახნეს; ,,თარა ვაზირსა უჴმობთო, ვინ ბრძენთა გამოესახნეს. მიდგეს ფრიდონ და ავთანდილ, შიგანთა არ უვაგლახნეს.“

1712. შიგნით შეყივლეს: ,, ისმინეთ ჩუენი ჴმა თქუენთუის ზარისა; თარა ვაზირი გარდმოდგეს სახასო ბრძენთა თავისა; ხუარაზმშა ბრძანებს, ნახუა სწადს შენი არ ჭკუვად ავისა, გამოდი, ჩუვენ გამოგინდობთ, არ მიზდი გინდა ნავისა.“

1713. გამოვიდა თარა ბრძენი, პლატონისა დიდად დარი; ხუარაზმელის მართ ნახუისა ღმრთისა ხუეწით მემუდარი; რა ჴელმწიფე მისი ნახა, მუნ გაცოცხლდა ვითა მკუდარი, თქუა, თუ :, ღმერთო, კურთხეულ ხარ, აღარ ვნახე სასუდარი.“

1714. თაყუანი სცა მერმე ყელსა მოეხუივა თარა ბრძენი; მოაჴსენა: ,,ღმერთო, რა ვთქუა მადლთა შენთა მე სიგრძენი! ამა ომთა მოარჩინენ, არ უობლენ წურილნი ძენი, რა მადლი ვთქუა, რომ ასეთნი წყალობანი მიბოძენი!“

1715. დასხდეს მეფე და ვაზირი, არჩევენ სათათბიროსა; მეფე ბრძანებდა სიტყუასა გულ მდუღრად ასატიროსა: ვაზირო, გუანდა ძე ჩემი ბროლ - ლალსა გასაჭუიროსა, ვით მეტყუი: ,,სისხლი გაუშვი,“ მაგ ძნელსა სავაზიროისა.“

1716. ვაზირი კადრებს: ,, მეფეო, თქუენ უმართლე ხართ მას დია, მაგრა ყავს ტყვედ დარჩენილი, ვინცა მესისხლე ცხადია; არ გაგიშუებენ ცოცხალსა, უფიცავს მას მაჰმადია, თუ გარდაუშუებ, გამართლებს, ვინ ღმერთისა დანაბადია.“

1717. მეფემან ბრძანა:,, ადვილად ნუ მეუბნები, ვაზირო, თუ დავივიწყო ძე ჩემი , მმართებს რომ გული ვატირო, ანუ გავიჭრა მონდორად და თავი გავინადირო, მიჯობს, რომ მოვკუდე და ჩემი დარჩომა არ დავაპირო.“

1718. ვაზირმან კადრა: ,, მეფეო, ისმინე სიტყუა ასები; აქამდი ჩემი კადრება არ გაგეგონა ნასები; ტარიელს თქუენთა სისხლთაგან სწადს სავსე შესუას თასები, თქუენად საკლავად მოუსხამს უცხო სპა ბევრ ათასები.“

1719. სისხლი გაუშვა ხუარაზმშა, მტკიცე ქნეს მოზავებული; შეფიცეს ყოვლი სიმტკიცე წინასწარ მოსწავებული; კარგ ვაზირობით არა ჩანს თარასგან დაშავებული; ხუარაზმშა დადგა, წავიდა ტარიელ გამარჯუებული.

1720. მივა ტარიელ მოყუსითა ფრიდონ და ავთანდილითა, გამარჯუებული ნადირობს საბინდოთა და დილითა; იტყუის, თუ : ვერ გარდავიჴდი მე ვალსა თქუენ დილითა, თქუენ დამარჩინეთ, თუ არ მკუდრად ვიწევ ხუარაზმშას ჩრდილითა.“

1721. წამოვიდეს მხიარულნი ნადირობით, თამაშობით. მტერთა ზედა მოქცეოდეს, მათგან იყუნეს უშიშრობით, მათ მოემწყო ხუარაზმელი, არ დაეგდო შამუშობით. ერთმანერთსა აქებდიან მხიარულნი, არ ქუშობით.

1722. მოვიდეს მოქალაქენი, გამოეგებნეს ზარითა; მუტრიბთა ჴმანი ისმოდეს ბარბითთა შენაზარითა; ნესტან დარეჯან დაშუენდა ელვითა მით მწყაზარითა, მას სიხარულსა ვერ დავწერ ჴელითა, ვერცა აზრითა.

1723. რად ვაგრძელებდე, მუნ დაყუნა მრავალნი დღენი ამონი, მერმე გაუშუნა სავსენი მნათობნი დაუღამონი; წავლენ ფრიდონ და ავთანდილ ტკბილნი, გამომსალამონი, დადგა ტარიელ, თუც ცრემლი სდის ჴმელთა დასალამონი.