ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

აქა ომი ხვარაზმელთა, ინდოთა, არაბთა და თურქთა

1685. რას ვაგრძელებდე, დაესხნეს ცისკრისა ჟამსა ომითა, შეიქნა შემოტევება ქუხილის შენაზომითა; მათ მძინარეთა გარეთ ქნეს სისხლი რუდ მინაწდომითა, მაღლად იზახდა ხუარაზმშა ტარიელისთუის წყომითა.

1686. ეტყუის ტარიელს: ,,ძე ჩემი შენ მუხთლად მოკალ მძინარე; თუ მამაცი ხარ, შემები, მოდი, წამოდეგ წინარე! მოდი, ვკრათ ჩუენ ერთმანერთსა ჴრმალი სისხლისა მდინარე, ვეჭუ, სამართალმან შენ შეგქნა მოსვლისა მოსაწყინარე.“

1687. რა ესე ესმა ზახილი მათ სამთა გმირთა მეფეთა, მართ წყნარად ადგომილ იყვნეს, გუანდეს ვარდისა მკრეფეთა. ტანსა იცუმიდეს აბჯარსა, მართ შუქთა მოიეფეთა, ხუარაზმშას სპათა გაუხდეს, ვით მგელნი ძაღლთა მყეფეთა.

1688. კულა მათნი სპანი სამგნითვე შეიძრნეს გარეთ მდგომელნი; ზედა დამსხმელთა მიუჴდეს ამაყნი, მცქაფად მწყრომელნი; ფიცხლად შეიბნეს, არ გუანდეს იგ ფრანგნი, ვინმე რომელნი. მათნი იაღნი ტიროდეს, ვით იცინიან რომელნი.

1689. ერთკენ ავთანდილს და ფრიდონს მრგულივ სპანი ზედ მოეჯარნეს; იგი ორნივე გაუხდეს, რა გკადრო, ვით გაეხარნეს, ჴოცდეს, უკანა მისდევდეს, ქალაქის კართა შესჯარნეს, უნდოდა, თუმცა შიგანთა ყოლ კარნი არ დაეყარნეს.

1690. ტარიელ ნახა ხუარაზმშა , გამაყდა გული ბერისა; შეიქნა ველი ორგნითვე სისხლითა მონატბერისა; გორად ძეს შუბთა ნალეწი და ჴმალთა მრავალ ფერისა. კულა მოუბრუნდა ხუარაზმშას რისხუა ცით მონაბერისა.

1691. შუბნი შემოსცნა ხუარაზმშა, ტარიელ მკერდსა შელეწნა, ვერ გაუტეხნა აბჯარი , ვერცა თუ სადმე დახეწნა; ვაქებ, ვინ გმირი ასეთი ან სარო ალვა ახუეწნა! ტარიელ ჴრმალი ხუარაზმშას ცხენსა კრა, ყოლ არ აძეწნა.“

1692. ტარიელ ცხენი ხუარაზმშას მოუკლა, მუნვე დაეცა; უფიცხე იბრძუის, ქუეითსა ჴრმალი უნდოდა დაეცა; ყმა აღარავინ იახლა, რომ ადრე ცხენსა აეცა, ამისთუის მარტო იბრძოდა, არათ ღონითა გაექცა.

1693. დაშურა მოსჭირდა მარტოსა, მრავალი ჴრმალი ექნია; გაუტყდა ჴრმალი და ლახტი, მართ ვითა მშოილდი შექნია; ამისთუის სპათა სიმრავლე მრგულად ალყად გარე შექნია, ჴელთა შეიპყრეს, დაბნელდეს მისთუის მნათობთა შუქნია.

1694. ტარიელ ნახა ხვარაზმშა საკლავად გამართებული; გაეხარნეს და შეექნა პირი მზებრ , წარმართებული; თქუა: ,, კმარის ჩემთუის ღმრთისაგან წყალობა დამართებული. აწ აღარავის მოვაკლევ, მეფეა წარმართებული.

1695. მოვიდა გააშვებინა დიდი ხუარაზმთა მფლობელი; ცხენი მოგვარეს და წყნარად შესუა მართ ვითა მჴმობელი; მივიდეს მისნი ძმად ფიცნი , მოლოცვა წარმომთხრობელი. უქეს ხუარაზმშას დარჩომა, ყოლ არა იყუნეს მგმობელი.

1696. მობრუნდეს გამარჯუებულნი, ჩამოხდეს ჩრდილთა ხეთასა, ტურფათა რასმე ბაღთასა, ყოლ არ კატართა ტყეთასა, მათ ნაომართა შუენოდა, მჯობდა, მჯობთა ყოველთა მხნეთასა; თქუეს,თუ : ,, ვაჯობოთ ესე დღე მეტად ყოველთა დღეთასა.“

1697. გამოისვენეს მაშვრალთა აბჯრითა ტანსა აჴდითა, პურობა, სმა სიმღერითა, სოფლისა ჴელსა დაჴდითა; მათი მებრძოლი მას დღესა მკუდრად ჩნდა არმისა წახდითა, ხუარაზმშა იჯდა ფერხითა მგზავსად ფერისა დახდითა.

1698. დილასა ფრიდონ, ავთანდილ და სხუათა სპათა თავნია, ტარიელისსა მოვიდეს, დახუდეს ლაშქარნი შავნია; აწ მათგან სამოციქულოდ კაცი ჩანს შენაგზანია, შესთუალეს: ,, ღმერთმან პატივგცა, ტყვედ გყვანან შენნი მავნია.“

1699. ვინათგან ღმერთმან პატივი ეგზომი დაგდვა დიდებით, გმართებს, რომ იყო საღმრთოსა საქმესა ზედა რიდებით; აწ შენ რადმცა ქენ ეგ საქმე პირველსა ზედა მიდებით, პირი აიღეთ, ხუარაზმშას გაუშვით ამოდ, მშუიდები

1700. ტარიელ გასცა პასუხი მეტად წყნარი და მჭევრები; ღმრთისაგან მე მჭირს წყალობა და თქუენგან დიდი ბევრები; აწ სამჯერ თქუენგან დადგმულა ჩუენთვის შუბისა ტევრები, დარჩეს გაუშვით ხუარაზმშა და სპანი მისი ბევრები."

1701. შევიდეს, ნახეს ტარიელ და მადლსა გარდაიჴდიდეს; მერმე ადგეს და , ხუარაზმშა სად იყო, მუნა მივიდეს; უსალამეს მათ ორთავე, თავის თავის მოიმშუიდესა; გუერდსა დაუსხდეს, ნაკრავთა უქებდეს და გაიცდიდესა.

1702. მერმე კადრეს: ,, ჰე ხუარაზმშა, ჴელმწიფეო ბედნიერო, მორჭმულო და თუითმპყრობელი, ზნეუკლებო, გონიერო, გუიკვირს რაცა თქუენ გიქნია, პირველ კაცო , მეცნიერო, რად აშვილეთ შვილი თქუენი, ყოვლით ზნითა შუენიერი?

1703. თუ გასმიოდა ტარიელ ნახუითა ანუ სმენითა, მემკუიდრე სადმე არისო, რად არა მოიხსენი თა? აწ გარდაუშვით პირველი სისხლი პირითა ჩუენითა, აქათ წადით და მეფობით ბრძნითა გონება ენითა.“