... (S-4499), XVII ს.

1650. ცხენთა: ფერჴთა: მოეხვია: მუჴლ: მოყრილი: შეეხვეწა: მოახსენა: შეგვიბრალე: მისსა: ძალსა: ვინცა: გხვეწა: უმართლე: ხარ: არ: მაცოცხლო: და: წამიღონ: მკუდარი: მე: წა: თქუენი: გული: სასაკუთრო: ბედმან: ასრე: დამილეწა:

1651. დაიკარგენით: წახვედით: თქუენ: წელნი: მეათენია: გაჴდეს: მფრინველნი: უმეფოდ: არწივსა: მოსტყდეს: ფრთანია: ამად: შევმართე: საქმენი: ჩემნი: საკამათენია: ადრე: გამიტყდა: სოფელი: მართ: ვითა: კაბათენია:

1652. შინა: წავიდეს: გარდაჴდეს: ეს: თურე: არ: ლაყაბია: რამაზ: ჰყავს: ორთა: დედათა: ყელსა: მანდილი: აბია: შეშინებული: საბრალოდ: დუღდა: მართ: ვითა: ქუაბია: შეგცოდე: მამკალ: მე: ხოლემ: რამცა: ვინ: მიასაბია:

1653. ვიაჯი: მამკალ: მე: ხოლმე: ყუელაი: ჩემი: ბრალია: მერმე: ხუთასი: ვაზირი: მყავს: აქათ: წაუვალია: თავები: დასჭარ: ადინე: სისხლი: მართ: ვითა: წყალია: სპა: უბრალოა: ნუ: დაჰხოც: ამად: ვტირ: გულ: მხურვალია:

1654. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუჴლნი: წინა: ნუ: დაგვჴოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აგრე: დაგარჩინა: ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: მოეფინა: ღმერთი: ალხენს: შეხუეწილსა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა:

1655. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა: ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტვერსა: და: ნაცარსა: ამით: დაესხნეს: რისხვასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა: წაღმავე: წაგრეხს: სოფელი: კულავ: მისგან: უკუ: ნაცარსა:

1656. ბრძენმან: ვინმე: მოსწავლემან: საკითხავი: ესე: ვპოვნე: ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე: ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე: გინდეს: სრული: მამაცობა: ესე: სიტყუა: დაიჴსოვნე:

1657. ტარიელ: მოტკბა: ღმრთისავე: მგზავსად: იგ: წარმართულია: აღარ: დაგჴოცო: უბრძანა: ძლეული: შიშმან: თუ: ლია: წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: რაცა: უკუღმა: სთულია: ნაქმარი: მრუდი: ყუელაი: აწ: ჩემგან: გამართულია:

1658. თაყუანი: სცეს: და: დალოცეს: ყოვლთა: ჴმა: ერთად: იერეს: ღმერთსა: შევედრეს: ჴმა: მაღლად: სვე: მათი: გააძლიერეს: თავები: დახსნეს: სიკუდილსა: სიცოცხლე: ამის: მიერეს: ტარიას: ჴმალნი: ვერ: დაძღეს: ჯერთ: ჴორცი: მოიმშიერეს:

1659. ტარიას: ჭურეტად: მოსრული: მუშთარი: ახლოს: მჭურეტია: რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია: ინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სვეტია:

1660. ერთი: კაცი: მათ: ლაშქართა: მახარობლად: მიუვიდა: არ: დაგჴოცსო: შეგიწყალნა: ყუელაკაი: დალოცვიდა: ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ყველა: ამას: მოზრახვიდა: მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრსა: სურიდა:

1661. მათ: ლომთა: ჭურეტად: მოსული: მუშთარი: ახლოს: მჭურეტია: რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: მეტია: ინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სვეტია:

1662. მოეგებნიან: ტარიელს: შორი: შორ: უსალამიან: შიგანთა: დროშა: ჰინდოთა: მათ: იცნეს: დაალამიან: ვერ: გამოენდვნეს: ინდონი: თქუეს: თუ: ღალატსა: ლამიან: არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაილამიან:

1663. ტარიელ: მიდგა: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქუენიო: თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო: ჩვენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: წყალობა: მისი: ზენიო: გამოდით: თქუენი: სიშორე: არს: ჩემგან: მოუთმენიო:

1664. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მი: და: მო: სრბანია: სრულად: ნათლითა: აივსო: შუკა: და: ბანის: ბანია: ჴმამაღლად: ჰჴმობდეს: იზახდეს: მოგუშორდეს: სალმობანია: აქამდის: რისხვა: მაღალმან: აწ: მოგუცა: წყალობანია:

1665. კარნი: გაახუნეს: გამოჩნდეს: მოიხუნეს: მათ: კლიტენია: ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: ზედ: მჭურეტენია: ტირან: ორნივე: ქალ: ყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია: ზახილით: თავსა: იგლეჯენ: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია:

1666. ვითა: გამზრდელსა: მართებდა: გაზრდილი: აგრე: ხელია: რომე: სდის: ცრემლი: თვალთაგან: ცეცხლთაგან: უფრო: ცხელია: თავსა: იცემს: და: იზახის: ტირს: მეტად: გულ: ფიცხელია: გიშრისა: ტევრსა: მოჰფოცხუდა: ბროლისა: საფოცხელია:

1667. რა: ნახნა: ხასნი: ვეზირნი: ფლასითა: დამოსილნია: კულავ: დაიზახნა: ტარიელ: უფროსნი: დანაკივლნია: სისხლი: და: ცრემლი: თვალთაგან: სდის: და: მიწყობით: მილნია: მოვიდნეს: ყელსა: მოეჭუდნეს: ვითა: ძმანი: და: შვილნია:

1668. დიდებულნი: მოეხუივნეს: მოუზრუნვეს: მათ: ცოლქმართა: ქალი: დაბნდა: მამისათვის: ტირილიცა: ვერ: შემართა: ვარდსა: შტონი: ჩამოსცვივდეს: ზე: ვერავინ: წამომართა: მუნა: მყოფთა: ვერ: ნახვიდეს: გაცინებით: მოღიმართა:

1669. დედოფალი: გამოჭრილი: მოვიდოდა: მათად: ნახვად: უბრძანებდა: რად: ვინ: სტირთო: ესე: ჰქონდა: წყრომაზრახვად: ღმერთმან: წყრომა: მოაქცია: წყალობისა: გამოსახუად: გუმართებს: რომე: მადლი: მივსცეთ: აღარა: გუცალს: გლოვა: ახვად: