... (S-4499), XVII ს.

1631. რა: ტარიელს: ესე: ესმა: მეტად: ფიცხლად: აიყარა: ეჯი: სამდღე: წასავალი: ერთსა: დღესა: წაიარა: დროშა: მისი: აიმართა: წინა: არა: მოიფარა: აწ: ნახეთ: თუ: გოლიათი: გული: ვითა: ამაგარა:

აქა ტარიელისა და მისთა ძმათაგან ინდოეთს მისულის ამბავი:

1632. ინდოეთს: ზედა: წაადგა: მუნ: მთა: და: დიდი: ქედია: აჩნდა: ლაშქარი: უსახო: გუესაკუირველა: ჰე: დია: ტარიელ: ბრძანა: მოყმენო: აწ: თქუენგან: რა: იმედია: ადრე: მოვიცლი: ჩემთაგან: ღმერთი: და: ჩემი: ბედია:

1633. იმა: ლაშქართა: უნახავს: კულავ: ჴრმალთა: ჩემთა: კუეთანი: ერთხელ: შემებნეს: დავჴოცენ: შევქნენ: აბჯართა: ფეთანი: ავთანდილ: უთხრა: რად: უნდა: თქმანი: სიტყუათა: მძლეთანი: მართ: ვითა: მტვერთა: წავიხვამთ: მიხუდეს: ფერჴითა: ცუეთანი:

1634. დაეკაზმნეს: საომარად: გაამაყდეს: გაჩაუქდეს: ცხენთა: შესხდეს: უკეთესთა: საჴედარნი: ასუბუქდეს: ერთმანერთსა: აჯობინეს: მჭურეტელთაგან: არ: გაუქდეს: იგი: ქედი: ჩაირბინეს: ბუქისაცა: უფრო: ბუქდეს:

1635. წინ: მავალნი: დარაჯათა: მათთა: ზედა: გარდეკიდეს: ტარიასთა: გააქცივნეს: მიეწივნეს: ჩამოჰყრიდეს: მოაგებნეს: მჴარ: დაკრულნი: მათ: წინაშე: მოასხმიდეს: მათ: უბღძანა: ვისნი: ხართო: ჰკითხეს: ხანსა: არ: დაზმიდეს:

1636. მათ: მოახსენეს: მეფეო: ჩუენ: ცუდად: დაღორებულნი: რამაზის: ჴელმწიფისანი: აქა: დარაჯად: რებულნი: უბრძანა: წადით: რეგვენო: თქუენ: ჩვენგან: გაფიცხებულნი: აცნობეთ: თქუენსა: პატრონსა: მოვლენ: გულითა: ქებულნი:

1637. უთხარით: ბრძანებს: ტარიელ: მეფე: ლაღი: და: ჯანია: იგი: ჴელმწიფე: მაღალი: მებრძოლთა: მემაჯანია: ჩემსა: ამბავსა: გაცნევენ: შენნივე: დარაჯანია: შიში: ვერ: გიხსნის: სიკუდილსა: ცუდნიღა: დაღრეჯანია:

1638. დია: დიდთა: დამაჯნება: უშმაგომან: ვით: გააგო: ინდოეთსა: ვით: მოადეგ: შმაგთაგანცა: უფრო: შმაგო: აჰა: მოვე: იგი: ცეცხლი: რომე: სრულად: ამოგდაგო: ჴრმალი: ჩემი: მოლესული: შენს: ზედა: დავაბლაგო:

1639. აწ: დაემზადე: მოპარვა: მე: თქუენი: არა: მწადიან: შემები: რაზმი: გამიწყევ: წინასვე: გამიცხადიან: პირ: ბოზო: ჩემი: მორევნა: რა: დია: დაგიქადიან: მე: ჩაბალახათ: გაჴმარნე: რაცა: გიმუზარადიან:

1640. დარაჯანი: წავიდეს: და: ერთმანერთსა: მიუსწრობდეს: რამაზს: ჰკადრეს: ყუელაკაი: დამალვასა: ვერა: სთმობდეს: მოვიდაო: ინდოთ: მეფე: ლაშქარნიცა: კარგნი: ჰყმობდეს: ვინცა: ვითა: გარდეხვეწოს: იგი: ერთი: ორთა: სჯობდეს:

1641. ინდოთა: დროშა: ტარიელს: აქუს: და: ალამი: უბია: დროშა: არაბთა: მეფისა: მასსა: თანავე: ჰყუდია: არაბთა: იცის: ყუელაი: მათი: აბჯარი: შუბია: ფრიდონ: მჴნე: მოყმე: რომელმან: შექმნა: სისხლისა: გუბია:

1642. ცოტაი: წავლეს: გმოჩნდა: ხუთასი: ცხენოსანანი: შეტევებასა: ლამობდეს: ყმანი: არაბთა: თანანი: ტარიელ: გაწყრა: ნუ: იქთო: მისცა: სიტყვისა: ნანანი: მოვიდეს: აჩნდეს: უაბჯროდ: არცა: თუ: ჰქონდა: დანანი:

1643. უბრძანა:: ერთხელ: კულავც: ვნახე: რამაზის: სიმუხთალია: იმათი: ისრე: მოდენა: ჩვენზედა: არ: მართალია: ფიცი: არა: სწამს: დღე: კრულსა: არცა: მაჰმადის: რჯულია: ღალატს: ეცდების: უცილოდ: ეს: მათგან: გაზრახულია:

1644. აწ: შეუტიოთ: ნუ: ვარჩევთ: მათ: გაუცუდოთ: ფლიდობა: ავთანდილ: ბრძანა:: ვაცალოთ: ქნან: ჩვენკენ: მონაზიდობა: ჩვენცა: ცოტანი: ვეჩვენნეთ: ვსცნათ: მათი: ჴმალთა: დიდობა: გამოაცხადებს: უცილოდ: სადა: ჰყავს: ლაშქართ: ყრილობა:

1645. რამაზ: ბრძანა:: შევეხვეწნეთ: შევეტყუვნეთ: საქმით: ჩვენით: ვერას: უზამთ: გოლიათთა: თუ: არ: ხერხით: თვალთა: ჩვენით: შეგვანანებს: აქ: მოსლვასა: ამოგვაგდებს: ლაშქრით: ჩვენით: შევეხვეწნეთ: ნუ: დაგვჴოცო: მოუვიდეთ: ნებით: ჩვენით:

1646. აღარ: აცალეს: მათ: გმირთა: მათ: ჴერჴთა: გამამრჩევლობა: შესძახეს:: ნახეთ: აწ: რამაზ: ამ: ჩვენთა: ხმალთა: მკვეთლობა: ცოტა: წინარე: წამოდეგ: არას: გიშველის: დედლობა: ფრიდონის: სიკისკასობა: შენს: ლაშქარზედა: ქველობა:

1647. მართ: ამაზედა: შეიქნა: შეტევებ: შემოტევება: ხატაელთ: ღმერთი: შეისხდა: შეექნა: გამომჟღავნება: ლაშქარნი: სრულად: მოვიდეს: რაც: რამაზს: გულში: ენება: ავთანდილ: ბრძანა: ამითი: მე: ესე: ასრე: მენება:

1648. აქეთ: არაბნი: გაუხდეს: და: შეუტივეს: ცხენები: ტარიელ: ჴელთა: აიღო: შუბსა: ახმარა: მძლე: ნები: უკრა: და: ცხენსა: გაავლო: იგ: სიკვდილისა: მქენები: რამაზს: შეჰყარა: აწ: ღმერთმან: სამთა: გმირთაგან: სენები:

1649. უბრძანა: თუ:: სიმუხთალე: ორჯელ: შენი: შემიტყვია: არ: გაგიშვებ: თუ: ცოცხალსა: ესე: ჩემგან: შეგიტყვია: არც: გაუშვებ: ხატაელთა: რაცა: ჩვენ: ჴელთა: ტყვეა: შიში: მოჰკლავს: უსაცილოდ: რამაზს: ესე: შემიტყვია: