... (S-4499), XVII ს.

1689. ავთანდილ: და: ფრიდონისთუის: საბოძვარსა: ვინ: დასთუალავს: ვერ: გამოსთქუამს: სიმრავლესა: ენა: ამად: თავსა: კრძალავს: რაცა: იდვა: უკეთესი: დედოფალი: არ: დამალავს: მათ: უჴმობდა: მჴსნელად: მათად: ტკბილად: უჭურეტს: არა: მალავს:

1690. სრულნი: ინდონი: ავთანდილს: და: ფრიდონს: ღ~თად: ხადოდიან: თქუენგან: გუჭირს: კარგი: ყველაი: მართ: ამას: მოიტყოდიან: ვითა: პატრონსა: სჭურეტდიან: რაც: სწადდის: მას: იქმოდიან: სადარბაზობლად: ნიადაგ: მათ: წინა: მოვიდოდიან:

1691. ტარიელ: რამაზ: მეფესა: უბოძა: საბოძვარია: უბრძანა: ხარკსა: მისცემდი: მართ: ვითა: შენი: გვარია: მან: თაყუანისცა: პირსა: ქუე: მდაბლად: დამდებარია: წავიდა: მისი: მლოცველი: არ: ომთა: მომკვეხარია:

1692. ინდოთ: მეფე: უბრძანებდა: ასმათს: მისსა: შეკდომილსა: რაცა: შენ: ჰქენ: არ: უქმნია: არ: გამზრდელსა: არცა: ზრდილსა: აწ: ინდოეთს: სამეფოსა: მეშვიდესა: ერთსა: წილსა: ზედა: დაგსუამ: შენი: იყოს: გუმსახურებდი: ვითა: შვილსა:

1693. ვინცა: გწადდეს: ქმრად: შეირთე: სამეფოსა: ეპატრონე: მუნიდაღმე: გუმსახურებდი: თავი: შენი: დაგვამონე: ასმათ: ფერჴნი: გარდუკოცნა: შენგან: არის: ჩემი: ღონე: მონობისა: უკეთესი: რამც: ვიშოვნე: რამც: ვიქონე:

1694. მოახსენა: ხელმწიფეო: ვიკადრებ: და: ნუ: გაწყრები: თუ: ჴმელეთი: სრულად: მქონდეს: ვერცა: მაშინ: გაგეყრები: მე: მეყოფა: შუქი: თქუენი: ვარ: მზის: ეტლთა: შენასწრები: ვერ: გავსწირავ: ჩემგან: ზრდილსა: არცა: სხვაგან: ვიარები:

1695. კულაცა: უბრძანა: ტარიელ: კმარს: შენი: ჭირთ: ნახულები: გვახსოვან: შენი: ჩვენ: ზედა: თვალნი: ცრემლ-ნაფახულები: სჯობს: მოისმინო: ნათქუამი: ჰქნა: ჩვენი: გაზრახულები: ბოროტი: სცვალო: კეთილად: გყუენ: სპანი: ჴრმალ: მახულები:

1696. დამორჩილდა: მოახსენა: ჭირთა: ჟამი: ერთხელია: მოიყუანეს: კარგი: მოყმე: გონიერი: არ: ხელია: ასმათ: მისცეს: მიუძღვების: დაუჭირა: სახელია: იგი: კაცი: გაადიდეს: აქვს: მეფობის: სახელია:

1697. ერთგან: სამთავე: ძმობილთა: დაყუეს: მრავალი: დღენია: თამაშობდიან: უსახო: მოუდიოდეს: ძღუენია: რა: მარგალიტი: ღარიბი: რა: უკეთესი: ცხენია: მაგრამ: ავთანდილს: სურვილმან: დაღრეჯა: დააჩენია:

1698. ტარიელ: ცნა: ამა: ყმასა: მის: მზისათვი: მოესურვა: უბრძანებდა: გული: შენი: ვიცი: ამად: მომემდურვა: აწ: ვაგლახთა: ჭირნი: შენი: გონებამან: შვიდი: თუ: რვა: მოგშორდები: საწუთრომან: ლხინი: ასრე: დამიშურვა:

1699. კულავ: ფრიდონცა: დაეთხოვა: წავიდეო: სახლსა: ჩემსა: ზედა: ზედა: დავსტკეპნიდე: დარბაზსა: და: ამა: თემსა: სამსახურსა: მიბრძანებდი: უხუცესი: ვითა: მრწემსა: თქუენთვის: ასრე: მამსურდების: წყაროსათვის: ვით: ირემსა:

1700. მასცა: უბოძა: ფარმანი: წა: სახლი: მოიარეო: მე: ნუ: გამწირავ: მიახლე: ადრე: მობრუნდი: გარეო: ავთანდილს: უთხრა: უშენოდ: რამცა: ვით: გავიხარეო: რადგან: ისწრაფი: ნუ: გაგვა: მიგელის: ლომსა: მთვარეო:

1701. როსტანისთვის: წაატანა: საძღვნოდ: ტურფა: ჯუბაჩები: კულავ: ჭურჭელი: თვალთა: თლილთა: არ: კოვზები: არ: ჩამჩები: ჩემაგიერ: მიუტანე: წაო: ნურას: მეურჩები: ავთანდილ: თქუა: არა: ვიცი: მე: უშენოდ: ვით: დავრჩები:

1702. ქალმან: ქალსა: გაუგზავნა: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: რომე: ჩაცმადაბურვასა: ვინ: ღირს: იყო: მათგან: კიდე: ერთი: თვალი: წამღებელმან: ვერა: თქუას: თუ: ცუდად: ვზიდე: ღამე: მზეებრ: გაანათლის: ჩნდის: სადაცა: შეხედვიდე:

1703. ავთანდილ: შეჯდა: წავიდა: ტარიას: გაესალამა: იგი: ორნივე: გაყრისა: დაწვნა: ცეხლისა: ალამა: სრულნი: ინდონი: მისტირან: ცრემლმან: მინდორი: დალამა: ავთანდილ: იტყუის: მამკლაო: სოფლისა: მე: სამსალამა:

1704. ერთგან: ფრიდონ: და: ავთანდილ: იარნეს: დღენი: მცირენი: გზამან: გაჰყარნა: წავიდეს: თავის: თავ: ანატირენი: კარგად: მოუჴდეს: მათ: მათნი: საქმენი: დანაპირენი: ავთანდილ: მიჰჴდა: არაბეთს: ნახნა: არ: ცუდნი: ჭირენი:

1705. გამოეგებნეს: არაბნი: სამეფო: დააშვენა: მან: ნახა: მზე: მისი: მირიდა: მისთა: სურვილთა: წყენამან: მის: თანა: ტახტსა: დაუჯდა: ილხინა: მჭურეტთა: ლხენამან: გააჴელმწიფა: გვირგვინი: ზეცით: მოსრულმან: ზენამან:

1706. მათ: სამთავე: ჴელმწიფეთა: ერთმანერთი: არა: სძულდეს: ერთმანერთსა: ნახვიდიან: საწადელნი: გაუსრულდეს: ბრძანებისა: შემცილენი: მათთა: ჴრმალთა: დავეწყლულდეს: მოიმატეს: სამეფონი: გაჴელმწიფდეს: გამორჭმულდეს:

1707. ფრიდონცა: ესვა: მოყუარედ: მათ: წინა: მიიყუანიან: ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლნი: იმაჯანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: იაკუანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულნი: აგულვანიან:

1708. ყოვლთა: სწორად: წყალობასა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლ: ქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმნელნი: დააშინეს: კრავნი: ცხვართა: ვერა: სწოვდეს: შიგან: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს: