... (S-4499), XVII ს.

1670. ტარიელ: ზედან: მოეჭდუნა: მტირალმან: ცრემლთა: მდენელმან: იტყუის: თუ: ცეცხლი: დამევსო: ქარმან: მამქროლა: მე: ნელმან: დადუმდი: სული: დაიღე: ჩემგან: ამისმან: მსმენელმან: თქუენი: სიცოცხლე: მალხინა: ღმერთმან: ობოლთა: მლხენელმან:

1671. ქალმან: დედასა: შესტირა: ჰაი: ჰაი: რაღა: ვქნა: დედაო: წითელ: ყუითლითა: დაგაგდე: აწ: შაოსანსა: გხედაო: მამამან: ტახტი: დასცალა: ვაი: აღარ: ზის: ზედაო: დედამან: ცრემლნი: მოჰჴოცნა: ეტყუის: კმარს: რაღას: ბედაო:

1672. გარდაუკოცნა: პირი: და: ბაგეთა: ვარდი: თხელები: ვარდსა: დაუტყლეჟს: ბაგითა: გაჴდა: ალვისა: მთხელები: დარეჯანს: ეტყუის: რადღა: ვთქუათ: სიტყუები: ბედით: ხელები: ჩვენ: ყოვლთა: გვმართებს: ნეტარძი: ათასი: არ: ერთხელები:

1673. რა: გარდაჰჴდა: მცირე: ხანი: ჟამი: იქნა: გარდასრულად: დიდებულნი: ეთაყუანნეს: ერთობილნი: ადგეს: სრულად: იგი: მზენი: მოეგებნეს: მოეხვივნეს: გულის: გულად: აკოცეს: და: მოიკითხეს: თავის: თავის: თვითეულად:

1674. ავთანდილ: და: ფრიდონ: ჰკადრეს: დედოფალსა: მიმტკივნება: ტარიელ: თქუა: დედოფალო: გაქუს: ამათი: არამცნება: ესენია: მხსნელნი: ჩვენნი: არ: ჴამს: სიტყუის: დაყოვნება: ამათგან: გვაქვს: ჩუენ: ორთავე: სიცოცხლისა: მოპოვნება:

1675. ადგა: და: ქალაქს: შევიდა: თვით: გარდაჴდეს: სრასა: მათსა: ერთსა: ბრძანებს: დედოფალი: მართ: სიტყუასა: ვითამ: ათსა: ღმერთმან: დასცნა: მტერნი: ჩვენნი: ვერ: დავცემენ: ყოლ: შამათსა: ამად: შევიქ: სიხარულსა: მართ: გულისა: საკამათსა:

1676. უბრძანა: გლოვა: გახსენით: ქოს: წინწილასა: ჰკარითო: დიდი: ზათქი: და: ზეიმი: გავიდეს: ჩვენით: კარითო: ნახლები: თქუენი: ოქროსა: სარტყლითა: მოიკარითო: იცინოდით: და: იმღერდით: ნუმც: ცრემლი: აწანწკარითო:

აქა ინდოეთს ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა:

1677. დედოფალმან: შეიმოსა: შავი: ძაძა: აიხადა: დიდებულთა: შესამოსი: მხიარული: დაუმზადა: ყუელაკაი: დამოსა: და: საბოძვარი: უდიადა: ბრძანა: ჭირი: დავივიწყოთ: სიხარული: ადიადა:

1678. დედოფალმან: მათ: ცოლ-ქმართა: თვითო: ხელი: დაუჭირა: ზედა: ტახტსა: მეფისასა: ერთგან: დასხმა: გაუპირა: მოიშორვა: კეეშანი: გული: მდედრი: აქვითკირა: გლოვა: ცვალა: სიხარულად: აღარავინ: აატირა.:

1679. ტახტსა: ზედა: ერთად: მსხდომი: ტარიელ: და: ცოლი: მისი: ერთმანერთსა: შეჰფერობდეს: ქალი: ყმისა: შესატყვისი: გონება: და: ანუ: ენა: გამოსთქმიდა: მათმცა: ვისი: რადმცა: ჰგვანდა: ჴორციელი: სოფელს: შვილი: ადამისი:

1680. ტარიელს: და: ცოლსა: მისსა: მიხუდა: მათი: საწადელი: შვიდი: ტახტი: საჴელმწიფო: საშვებელი: გაუცდელი: მათ: პატიჟთა: დაავიწყებს: ლხინი: ესე: აწინდელი: ყოლე: ლხინთა: ვერ: იამებს: კაცი: ჭირთა: გარდუჴდელი:

1681. თუით: ორნივე: ერთგან: მსხდომნი: ნახნეს: მზეცა: ვერა: სჯობდეს: ბუკსა: ჰკრეს: და: მეფედ: დასვეს: ქოსნი: ჴმათა: დაატკბობდეს: ესეაო: მეფე: ჩუენი: იზახდიან: ამას: ჴმობდეს: მისცე: კლიტე: საჭურჭლეთა: თავთა: მათთა: მიანდობდეს:

1682. ავთანდილ: და: ფრიდონისთუის: ორნი: ტახტნი: დაამზადნეს: ზედა: დასხდეს: ჴელმწიფურად: დიდებანი: უდიადნეს: ღმერთმან: სხუანი: ჴორციელნი: მათებრნიღა: რად: დაბადნეს: ამბობდიან: ჭირთა: მათთა: ყუელაკასა: გაუცხადნეს:

1683. სმა: პურობა: გახარება: ქნეს: ჯალაბი: გაადიდეს: ვითარიცა: ქორწილობა: ჰჴამს: ეგეთსა: გარდიჴდიდეს: მათ: ორთავე: თავის: თავის: ძღვენსა: სწორად: მიართმიდეს: გლახაკთათვის: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ერთგან: ჰყრიდეს:

1684. დედოფალმან: ეგრე: ბრძანა: ობოლ: ქურივნი: მოასხენით: ყუელაკაი: დაამდიდრეთ: საბოძურითა: აავსენით: მართ: უბოძა: უსაზომო: რომ: არ: ითქუმის: ყოლა: ენით: ულოცეთო: დღე: გრძელობა: ესე: ღმერთსა: შევედრენით:

1685. ტარიელ: თქუა: დედოფალო: გკადრებ: ერთსა: მოსახსენსა: შეიწყალე: რამაზ: მეფე: მიავალე: ღმერთსა: შენსა: ვნახე: მეტად: შემებრალნეს: შეუშინდა: ჴრმალსა: ჩუენსა: ღმერთი: ალხენს: მონანულსა: მოცთომილსა: ცრემლ: ნადენსა:

1686. დედოფალმან: ლმობიერად: შევუნდობო: ესე: ბრძანა: მოიყუანეს: რამაზ: მეფე: ჴელმწიფეთა: ათაყვანა: ყოვლგნით: კერძო: მომღერალთაჴმები: გაეთანისთანა: ჭირთა: მათგან: გარდაჴდილთა: ესე: ლხინი: შეაგვანა:

1687. ოქრო: თუალი: მარგალიტი: შვენიერი: სანახავად: ყოვლგნით: იდვის: ვითა: გორი: მოდის: ველთა: მოსარწყავად: ვისცა: სწადდის: ალაფობდის: წაიღიან: უკითხავად: მანდატური: არვის: სცვიდის: ბოლოს: ვინ: ჯდის: ანუ: თავად:

1688. ავთანდილ: და: ფრიდონისთა: სპათა: ეტყუის: მეფე: დიდი: სტუმარნი: ხართ: შოებისა: სირცხვილი: და: ნუ: გაქუ: რიდი: თვითოს: კაცსა: თვითო: ჯორი: მარგალიტი: ანაკიდი: ესე: მისცა: საბოძუარი: სხუას: ყუელასა: ვერ: დავსთვლიდი: