... (Q-1082), XVII ს.

1533. ავთანდილ: და: ფრიდონ: ჰკადრეს: დედოფალსა: მიმტკივნება: ტარიელ: თქუა: დედოფალო: გჭირს: ამათი: არამცნება: ესენია: მჴსნელნი: ჩუენნი: აწ: არა: გვცალს: გრძლად: უბნება ამათგან: გუაქვს: ჩუენ: ორთავე: სიცოცხლისა: მოპოვნება:

აქ თავის სახლში ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა:

1534. ადგა: და: ქალაქს: შემოვიდა: თუით: გარდაჰჴდეს: სრასა: მათსა: ერთსა: ბრძანებს: დედოფალი: მართ: სიტყუასა: ვითამ: ათსა: ღ~თნ: მოსრნა: მტერნი: ჩუენნი: ვერ: დავცემენ: ყოლ: შამათსა: ამად: შევიქ: სიხარულსა: მართ: გულისა: საკამათსა:

1535. უბრძანა: გლოვა: გახსენით: ქოსწინწილასა: ჰკარითო: დიდი: ზათქი: და: ზეიმი: გავიდეს: ჩვენის: კარითო: ნახლები: თქუენი: ოქროსა: სარტყლითა: მოიკარითო: იცინოდით: და: იმღერდით: ნუ: ცრემლი: აწანწკარითო:

1536. დედოფალმან: მათ: ცოლქმართა: თვითო: ჴელი: დაუჭირა: ზედა: დასხნა: მეფისასა: ტახტსა: ერთგან: გაუპირა: მოიშორეს: კაეშანი: გული: მდედრი: აქვითკირა: გლოვა: ცვალა: სიხარულად: აღარავინ: აატირა:

1537. დედოფალმან: შეიმოსა: შავი: ძაძა: აიხადა: დიდებულთა: შესამოსი: მხიარული: დაუმზადა: ყუელაკაი: დამოსა: და: საბოძვარი: უდიადა: ბრძანა: ჭირი: დავივიწყოთ: რადგან: ლხინი: დაგვებადა:

1538. ტახტსა: ზედანერთად: მსხდომი: ტარიელ: და: ცოლი: მისი: ერთმანერთსა: შეჰფერობდეს: ქალი: ყმისა: შესატყუისი: გონება: და: ანუ: ენა: გამოსთქმიდა: მათმცა: ვისი: რამცა: გვანდა: ჴორციელი: სოფელს: შვილი: ადამისი:

1539. ტარიელს: და: ცოლსა: მისსა: მიხუდესმათი: საწადელი შვიდი: ტახტი: საჴელმწიფო: საშვებელი: გაუცდელი: მათ: პატიჟთა: დაავიწყებს: ლხინი: ესე: აწინდელი: ყოლალხინთა: ვერ: იამებს: კაცი: ჭირთა: გარდუჴდელი:

1540. თვით: ორნივე: ერთგან: მსხდომნი: ნახნეთ: მზეცა: ვერა: სჯობდეს: ბუკსა: ჰკრეს: და: მეფედ: დასვეს: ქოსნი: ჴმათა: დაატკბობდეს: მისცესკლიტე: საჭურჭლეთა: თავთა: მათთა: მიანდობდეს: ესეაო: მეფე: ჩუენიიზახდიან: ამას: ჴმობდეს:

1541. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: ორნი: ტახტნი: დაამზადნეს: ზედა: დასვაჴელმწიფურად: დიდებანი: უდიადნეს: ღთ~ნ: სხვანი: ჴორციელნი: მათებრნიღა: რად: დაბადნეს: ამბობდიან: ჭირთა: მათთა: ყუელაკასა: გაუცხადნეს:

1542. სმა: პურობა: გახარება: ქნეს: ჯალაბი: გაადიდეს: ვითარიცა: ქორწილობა: ჴამს: ეგეთსა: გარდიჴდიდეს: მათ: ორთავე: თავისთავის: ძღუენსა: სწორად: მიართმიდეს: გლახაკთათვის: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ერთგან: ყრიდეს:

1543. დედოფალმან: ეგრე: ბრძანა: ობოლქურივნი: მოასხენით: ყუელაკაი: დაამდიდრეთ: საბოძვრითა: აავსენით: თვით: უბოძა: უსაზომო: რომ: არ: ითქმის: ყოლა: ენით: ულოცეთო: დღეგრძელობა: ესე: ღ~თსა: შევედრენით:

1544. ტარიელ: თქუა: დედოფალო: გკადრებ: ერთსა: მოსახსენსა: შეიწყალე: რამაზ: მეფე: მიავალე: ღ~თსა: შენსა: ვნახე: მეტად: შემებრალნეს: შეუშინდა: ჴრმალსა: ჩუენსა: ღ~თი: ალხენს: მოცთომილსა: მონანულსა: ცრემლნადენსა:

1545. დედოფალმან: ლმობიერად: შევუნდობო: ესე: ბრძანა: მოიყუანა: რამაზ: მეფე: ჴელმწიფეთა: ათაყვანა: ყოვლით: კერძო: მომღერალთაჴმები: გაეთანისთანა: ჭირთა: მათთა: გარდაჴდილთა: ესე: ლხინი: შეაგვანა:

1546. ოქრო: თვალი: მარგალიტი: შუენიერი: სანახავად: ყოვლგნითიდვის: ვითა: გორი: მოდის: ველთა: მოსარწყავად: ვისცა: სწადდის: ალაფობდის: წაიღიან: უკითხავად: მანდატური: არვის: სცვიდეს: ბოლოს: ვინ: ჯდის: ანუ: თავად:

1547. ავთანდილ: და: ფრიდონისთა: სპათა: ეტყუის: მეფე: დიდი: სტუმარნი: ხართ: შოებისა: სირცხვილი: და: ნუ: გაქუსთრიდი: თვითოს: კაცსა: თვითო: ჯორი: მარგალიტი: ანაკიდი: ესე: მისცა: საბოძვარსა: სხვას: ყუელასა: ვერ: დავსთულიდი:

1548. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: საბოძვარსა: ვინ: დასთუალავს: ვერ: გამოსთქუამს: სიმრავლესა: ენა: ამად: თავსა: კრძალავს: რაცა: ედვა: უკეთესსა: დედოფალი: არ: დამალავს: მათხედავდა: მჴსნელად: მათად: ტკბილად: უჭურეტს: არა: მალავს:

1549. სრულნიინდონი: ავთანდილს: და: ფრიდონს: ღ~თად: ხადოდიან: თქუენგან: გუჭირს: კარგი: ყუელაი: მართ: ამას: მოიტყოდიან: ვითა: პატრონსა: სჭვრეტდიან: რაც: სწადდის: მას: იტყოდიან: სადარბაზობლად: ნიადაგ: მათ: წინა: მოვიდოდიან:

1550. ტარიელ: რამაზ: მეფესა: უბოძვა: საბოძვარია: უბრძანა: ხარკსა: მოგვცემდი: მართ: ვითა: შენი: გვარია: მან: თაყუანისცა: პირისა: ქუე: მიწამდის: დამდებარია: წავიდა: მისი: მლოცველი: არ: ომთა: მომკვეხარია:

1551. ინდოთ: მეფე: უბრძანებდა: ასმათს: მისსა: შეკდომილსა: რაცა: შენ: ჰქენ: არ: უქმნია: არ: გამზრდელსა: არცა: ზრდილსა: აწინდოეთს: სამეფოსა: მეშვიდესა: ერთსა: წილსა: ზედა: დაგსვამ: შენი: იყოს: გუმსახურებდი: ტკბილი: ტკბილსა: