... (Q-1082), XVII ს.

1851. ამისთანათა: სიტყუათა: გრძლად: და: გულმდუღრად: ტიროდა: მერმე: ადგა: და: ქუანიცა: ტიროდეს: ასრე: სულთქმიდა: ტაგრუცსა: გაესალამა: ტანსა: ძაძასა: იცმიდა: თავსა: ნაცარსა: იყრიდა: არა: გუირგუინსა: ირქმიდა:

1852. გასრულდა: მათი: ამბავი: ვითა: სიზმარი: ღამისა: გარდაჴდეს: გავლეს: სოფელი: ნახეთ: სიმუხთლე: ჟამისა: ვის: გრძლად: ჰგონია: მისთვისცა: არის: ერთისა: წამისა: ვსწერ: ვინმე: მესხი: მელექსე: მე: რუსთველისად: ამისა:

1853. ქართველთა: ღმრთისა: დავითის: ვის: მზე: მსახურებს: სარებლად: ესე: ამბავი: გავლექსე: მე: მათად: საკამათებლად: ვინ: არის: აღმოსავლეთით: დასავლეთს: ზართა: მარებლად: ორგულთა: მათთა: დამწველად: ერთგულთადამამაგრებლად:

1854. მე: ვთქუი: ქება: თამარისა: და: ჴმელთა: შინა: მნათისა: ვთქუი: მათი: ქება: მიზეზად: მქონდა: ქებისა: მათისა: რომანულისა: თვალისა: მის: ბრილისა: და: სათისა: მემცა: ვით: მექო: ვერ: აქებს: ბრძენნი: თუ: შეკრბენ: ათისა:

1855. დავითის: ქნანი: ვითა: ვჰთქუნე: სიჩალხე: სიხაფეთანი: ესე: ამბავნი: უცხონი: უცხოთა: ჴელმწიფეთანი: პირველ: ზნენი: და: საქმენი: ქებანი: მათ: მეფეთანი: ვჰპოვედა: ლექსად: გარდავთქუენ: ამითა: ვილაყფეთანი:

1856. ესე: ასეთი: სოფელი: არვისგან: მისანდობელი: წამია: კაცთა: თუალისა: და: წამწამისა: მსწრობელი: რასა: ვინ: ეძებთ: რას: აქნევთ: ბედია: მაყივნებელი: ვის: არ: შეუცვლის: კარგია: ორისავ: იყოს: მხლებელი:

1857. ამირან: დარეჯანის: ძე: მოსეს: უქია: ხონელსა: აბდულმესია: შავთელსა: ლექსი: მას: უქეს: რომელსა: დილარგეთ: სარგის: თმოგველსა: მას: ენა: დაუშრომელსა: ტარიელ: მისსა: რუსთველსა: მისთუის: ცრემლშეუშრომელსა:

1858. სურდა: ამ: წიგნის: პატრონსა: მეც: ჴელვჰყავ: ესე: წერითა: ჴელი: დამიშრო: კალამან: თვალნი: გაშტერდეს: მზერითა: ჴელსა: მკითხველი: შემატყობს: სიმართლით: სხვა: სჯობს: ვერითა: აწ: გაგიჩნდების: მხატვარო: შემკობა: შესაფერითა:

1859. მწერლებს: ვჰკადრენ: მამისმინონ: რომ: არ: იყუნენ: ჩემზედ: ზრახვით: ან: დაწერონ: უკეთესი: ანუ: ამისრამე: სახვით: სიმართლეს: და: სიტყუის: წყობას: ვინ: მიხვდების: ერთის: ნახვით: მკითხველნი: და: მართლად: მსმენნი: არ: არიან: სევდა: ახვით:

1860. ვაქებ: კაცს: ბრძენსა: ჭკუით: სავსესა: ლევან: მირზასა: გულიჴმით: მყოფსა: კეთილთა: კარგ: საქმისმონახაზასა: ნახავთ: ტკბილს: სიტყუას: მიამბობსდაგიავებს: გულის: მაზასა: ლხინი: მწადდეს: ავს: კაცსა: დაუკლიტევდით: რაზასა:

1861. კარგს: კაცთან: ტკბილსა: სიტყუასა: ეწყობის: გასაგებადა: ვინცა: მისთვის: ხართ: იცოდით: თავი: აქუს: თქუენთვის: მონებად: არ: მნდომი: არცა: მას: უნდა: უგბილი: შესაგონებლად: ძნელი: ადვილ: სჩანს: გაბედვით: ღრმა: გავლა: გასაფონადა:

1862. როს: ცხენზე: ნახავთ: თქუენც: იტყუით: ერთ: კაცად: ესეც: კმარისო: გაგონილსა: სჯობსნახული: მისთვის: არ: გაიკმარისო: ნადირობის: დროს: ნადირმან: გარეთ: ვერ: გააკარისო: მჴეცნი: კარს: შიგნით: შერბოდეს: ვიცით: ისარი: გვკარისო:

1863. სიმჴნე: ჭკუა: და: გონება: მას: სამივ: შეუკრებია: მსმენთათვის: სიტყუის: სასმენად: იტყუით: რომ: შესამცნებია: თუ: მას: არ: ევნოს: სხისათვი: სხვისაგან: მას: არ: ვნებია: ძნელის: საქმის: ქნა: ამისგან: ადვილად: შესაძლებია:

1864. ჯერ: ჭაბუკი: არს: არ: არის: ოცდათის: წლისა: მეტია: მნახთათვის: ტურფა: სანახი: შვენებით: შესამჭვრეტია: ლხინს: მოყუსობს: სევდა: გულთაგან: არა: აქუს: დაუშრეტია: ომის: დღეს: მისთა: მებრძოლთა: დამცემი: დამარეტია:

1865. მამაცად: არის: მებრძოლი: რაზმთ: ურცხვნად: შემნახავია: დროშის: ზურგი: მაგარი: მტერზე: მან: არ: ყოს: ზავია: სჯობს: გვართა: ნამუსისათვის: რომ: ისახელოს: თავია: მებრძოლთა: სისხლის: მორევსა: შიგან: აცუროს: ნავია: