... (Q-1082), XVII ს.

1608. რაცა: პირველ: სენი: სჭირდა: ყველა: წვრილად: მიუწერა: მერმე: როგორ: ხვარაზმელთა: მათთვის: ძაძა: შეეწერა: ვით: ერბივნეს: ვით: ეხოცნეს: ვით: ქალაქი: მოემტვერა: ვით: სოფელი: მუხთალია: იგი: მეცა: დამემტერა:

1609. გვერცა: მიისუეს: მწერალი: მთქმელგამამრჩევი: ენათა: ტარიელ: ნესტან: დარეჯან: ჴმატკბილი: მოუსმენათა: რა: გაათავეს: წერითა: წიგნი: ჴელთ: მისცეს: მონათა: წადით: მიართვით: ავთანდილს: ჩვენთვის: ცრემლდამადენეთა:

1610. კვლავ: ფრიდონისას: გაგზავნეს: სხუა: კაცი: ერთი: ნავითა: მასცა: აცნობეს: სოფლისა: სიცრუვე: საბრუნავითა: სენთა: და: ხვარაზმელთაგან: ოდენ: ვარ: საფშვინევითა: მტირალი: სისხლის: ცრემლითა: დამჴობით: საკრინავითა:

1611. აწ: ვითა: გუმართებს: გმირთა: და: ჩემთა: ფიცისა: ძმობილთა: აგრე: გაფიცხდით: საშველად: გაწვევთ: სასწრაფოდ: ჴმობილთა: თქუენთა: ლაშქართა: იმედსა: ვართ: ქუისებრ: დაულბობილთა: ომსა: ნაწუართთა: ჩაუქთა: მებრძოლთა: რაზმთა: წყობილთა:

1612. არაბთ: მეფე: მორჭმულია: იყო: მცილე: მისი: ვინა: იმღერდა: და: იხარებდა: მოგოსნები: უსხდა: წინა: ჩანგთა: ჰკრიან: აწყობდიან: პირმთვარენი: ვართ: და: მინა: გამოვიდის: და: ნადირობდის: კვლავმობრუნდეს: იყვის: შინა:

1613. იბურთეს: და: ითამაშეს: და: თინათინს: თანა: დაჯდის: ეს: სოფელი: იამოვნის: საწუთროსა: დაუწყნარდის: ყელსა: ბროლსა: შვენებანი: მას: ელვანი: გარ: უვარდის: ერთგან: სხდიან: ტახტსა: ზედან: მათ: ბაგეთათ: ვარდი: ვარდის:

1614. სმაჭამა: და: ნადიმობა: მსგეფსსა: ერთსა: გაისუენა: ელვამან: და: შვენებამა: მათმან: ერთსა: დააშვენა: მომღერალთა: მათ: წინაშე: არაოდეს: მოასვენა: მე: ვერ: ვიტყვი: რაცა: სჭირდა: ბევრი: უნდა: ქებად: ენა:

1615. რა: გარდაჴდა: გამოვიდა: ჟამი: რამე: ღამე: დღენი: მოციქული: შარას: გრძელსა: მოამოკლებს: ირჩევს: ცხენი: გაგზავნილნი: რა: მივიდეს: ნახეს: მორჩი: ალვის: ხენი: რა: ავთანდილს: მოახსენეს: ატირდა: და: უთქუნა: ზნენი:

1616. რა: ავთანდილს: ფრიდონს: ესმა: ჰინდოთ: ესე: საწყინარი: გულსა: ასრე: ლახვრად: ეცა: მართ: დაესო: აწვე: ნარი: თქვეს: გავხედით: საწუთროსა: არას: კარგასა: მოუბნარი: აქანამდის: მხიარულნი: ვტირთ: აღარას: მოცინარი:

1617. ავთანდილ: სულთქვამს: ოხვრიდა: მოჰქონდა: ტარიელობა: მასთანა: ყველა: სწორ: იყუის: დგომა: გაჭრა: და: ხელობა: უკუირდა: მკლავთა: დადრეკა: უსახროდ: მათი: ქველობა: სჭირს: და: სოფელი: არ: იკლებს: გულს: ლახუარი: მჭრელობა:

1618. მართ: ავთანდილს: ვით: ეწყინა: ვინმცა: ჰკადრა: ვინ: არ: ღირსნი: ყუელა: წურილად: მოიკითხა: ვით: ნაქმარნი: ხვარაზმისნი: უბრძანა: და: შემოხადნა: დიდებულნი: სპანი: მისნი: აწ: ტარიელს: ვმსახუროთო: ვართ: მონანი: ყმათა: ყმისნი:

1619. თვითო: კაცი: ერთმანერთსა: გაუგზავნეს: არ: დავსწბეთა: ინდოთა: და: ტარიელის: საქმისათუის: გუინდა: ფეთა: პაემანი: შეუკვეთეს: დროთა: ხანთა: არ: დავსცდეთა: ერთმანერთის: შველისა: და: ნახუისათუის: მოსწრაფეთა:

1620. აწ: ავთანდილ: ფრიდონს: კაცი: გაუგზავნა: გაემართნეს: ოცდათ: დღე: შიგ: შეიყარნეს: იარაღნი: მოიმართნეს: მუნ: დროშანი: ვერ: დავსთუალენ: რომე: იმათ: აემართნეს: მათ: ორთავე: ჴელმწიფეთა: პირნი: მზეებრ: იწაღმართნეს:

1621. მათ: ორთავე: ჴელმწიფეთა: სრულად: მათთა: სამეფოთა: აქიმები: დაარჩივეს: თემთა: კარგთა: სამყოფოთა: წამოვიდეს: რაზმწყობილნი: გზათა: ლევენ: სასწრაფოთა: მოისმენდით: ჴმათა: მათთა: საბუკტაბლაკ: სადაფოთა:

1622. ინდოეთს: მივლენ: ნავითა: გამართეს: სამუნაოთა: სრულნი: აბჯრითა: მოსილნი: ხვარაზმშის: საბრუნაოთა: სწრაფით: დალევენ: შარათა: წყალთა: და: მათ: უნაოთა: ხვარაზმს: დასთრიან: საფლავთა: სატირლად: საზრუნაოთა:

1623. წავიდეს: რაზმი: დააწყეს: გზანი: იარნეს: რებითა: მისძახდეს: ჴმასა: მაღალსა: საყუირქოსტაბლაკებითა: ზღუის: პირს: მივიდეს: დაჰკაზმეს: ნავები: კატარღებითა: დასხდეს: გავიდეს: დრშათა: კარგითა: ალამებითა:

1624. გავიდეს: და: პირსა: დადგეს: უთუალავი: სპა: იახლა: უამრავი: დროშა: იყო: რომ: ალამი: მოენახლა: ამოსწუიტენ: მათთა: მბრძოლთა: ყოლა: ტკბილად: ვინ: ემზახლა: მებრძოლია: ხვარაზმთ: მეფე: იგი: ვერსად: დაესახლა:

1625. გაკრფეს: ლაშქარნი: ზღვისაგან: და: მივლენ: ტარიელისა: უხარის: ნახვა: ძმობილთა: დიდისა: ინდოთ: მფლობელისა: გაგზავნეს: მახარობელი: მოვალთ: მოსწრაფე: ხელისა: გვტრფიალობს: ნახვა: ვარდისა: აწ: ახლად: გაუშლელისა: მათის მოსვლის ცნობად:

ავთანდილისა და ფრიდონისაგან კაცის გაგზავნა ტარიელთანა

1626. მივიდა: მახარობელი: ტარიელს: ჰკადრეს: აქებდეს: გაჰჴდა: ჴმაზარი: მოსულისა: სიხარულსა: ყოვლნი: ჴმობდეს: ცისკრად: იკრეს: ნაღარასა: ქოსნი: ჴმასა: დაატკბობდეს: სამნივ: ერთად: შეიყარნეს: მათთა: მჭვრეტთა: დაადნობდეს: