... (Q-1082), XVII ს.

1514. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუჴლნი: წინა: ნუ: დაგვხოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აგრე: დაგარჩინა: ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: მოეფინა: ღ~თი: ალხენს: შეხვეწილსა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა:

1515. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა: ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტვერსა: და: ნაცარსა: ამით: დაესჴნეს: რისხვასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა: წაღმავე: წაგრეხს: სოფელსა: კულა: მისგან: უკუ: ნაცარსა:

1516. ბრძენმან: ვინმესასწავლელადსაკითხავი: ესე: ვპოვნე: ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე: ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე: გინდეს: სრული: მამაცობა: ესე: სიტყუა: დაიჴსოვნე:

1517. ტარიელ: მოტკბა: ღ~თისაგანმსგავსად: იგ: წარმართულია: აღარ: დაჴოცო: უბრძანაძლეული: შიშმან: თუ: ლია წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: რაცა: უკუღმა: სთულია: ნაქმარი: მრუდი: ყუელაი: აწ: ჩემგან: გამართულია:

1518. თაყუანი: სცეს: და: დალოცეს: ყოველთა: ჴმა: ერთად: იერეს: ღ~თსა: შევედრეს: ზახილით: სვე: მათი: გააძლიერეს: თავები: დახსნეს: სიკვდილსა: სიცოცხლე: ამის: მიერეს: ტარიას: ჴრმალნი: ვერ: დაძღეს: ჯერთ: ჴორცი: მოიმშიერეს:

1519. ტარიას: ჭვრეტად: მოსრული: მუშთარი: ახლოს: მჭურეტია: რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია: ინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სვეტია:

1520. ერთი: კაცი: მათ: ლაშქართა: მახარობლად: მიუვიდა: არ: დაგჴოცსო: შეგიწყალნაყუელაკაი: დალოცვიდა: ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ბევრიამას: მოზრახვიდა: მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრთა: სრვიდა:

1521. მოეგებნიან: ტარიელს: შორიშორ: უსალამიან: შიგანთა: დროშა: ინდოთა: მათადიცნეს: აალამიან: ვერ: გამოენდვნეს: ინდონი: თქუეს: თუ: ღალატსალამიან: არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაილამიან:

1522. ტარიელ: მიდგა: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქუენიო: თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო: ჩვენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: წყალობა: მისი: ზენიო: გამოდით: თქუენი: სიშორე: არს: ჩემგან: მოუთმენიო:

1523. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მიდამო: სრბანია: სრულად: მჭვრეტლითა: აივსო: ზღუდე: და: ბანისბანია: ჴმამაღლად: ჴმობდეს: იზახდეს: მოგვშორდეს: სალმობანია: აქამდის: რისხვამაღალმან: აწ: მოგვცა: წყალობანია:

1524. კარნი: გაახუნეს: გამოჩნდეს: მოიხუნეს: მათ: კლიტენია: ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: ზედ: მჭურეტენია: ტირან: ორნივე: ქალყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია: ზახილით: თავსა: იგლეჯენ: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია:

1525. ვითა: გამზრდელსა: მართებდა: გაზრდილი: აგრე: ხელია: რომე: სდის: ცრემლი: თვალთაგან: კვლავცეცხლი: უფრო: ცხელია: თავსა: იგლეჯს: და: იზახის: ტირს: მეტად: გულფიცხელია: გიშრისა: ტევრსა: მოფოცხუდა: ბროლისა: საფოცხელია:

1526. რა: ნახნა: ხასნი: ვაზირნი: ფლასითა: დამოსილნია: კვლავდაიზახნა: ტარიელ: უფროსი: დანაკივლნია: სისხლი: და: ცრემლი: თვალთაგან: სდის: და: მიწყობით: მილნია: მოვიდეს: ყელსა: მოეჭუდნეს: ვითა: ძმანი: და: შვილნია:

1527. დიდებულნი: მოეხუივნეს: მოუზრუნვეს: მათ: ცოლქმართა: ქალი: დაბნდა: მამისათვის: ტირილიცა: ვერ: შემართა: ვარდსა: შტონი: ჩამოსცუივდეს: ზე: ვერავინ: წამომართა: მუნა: კაცთა: ვერ: ვხედვიდიგაცინებით: მოღიმართა:

1528. დედოფალი: გამოჭრილი: მოვიდოდა: მათად: ნახვად: უბრძანებდა: რად: ვინ: სტირთო: ესე: ჰქონდა: წყრომაზრახვად: ღ~თნ: რისხვა: მოაქცია: წყალობისა: გამოსახვად: გვმართებს: ღ~თსამადლი: მივსცეთ: აღარა: გვცალს: გლოვა: ახვად:

დედოფლისაგან ტარიელის მოგებებადა მოხვევნა და ორთაგანვე დიდი სიხარული:

1529. ტარიელ: ზედა: მოიჭდნა: მხურვალთა: ცრემლთა: მდენელმან: იტყუის: თუ: ცეცხლი: დამევსო: ცხელი: აწ: დამწვა: მე: ნელმან: დადუმდი: სული: დაიღე: ჩემგან: ამისმან: მსმენელმან: თქუენი: სიცოცხლე: მალხინა: ღ~თნ: ობოლთა: მლხენელმან:

1530. ქალმან: დედასა: შესტირნა: ჰაიჰაი: რაღა: ვქნა: დედაო: შესამოსლითა: დაგაგდე: აწ: შაოსანსა: გხედაო: მამამან: ტახტი: დასცალა: არა: ზის: მაღლა: ზედაო: დედამან: ცრემლნი: მოჰჴოცა: ეტყუისდადუმდი: ბედაო:

1531. გარდაუკოცნა: პირი: და: ბაგეთა: ვარდი: თხელები: ვარდსა: დაუტყლეჟს: ბაგეთათ: გაჴდა: ალვისა: მთხელები: დარეჯანს: ეტყუის: რაღა: ვთქუათ: სიტყუები: ბედით: ხელები: ჩვენ: ყოვლთა: გუმართებს: ნეტარძი: ათასი: არერთხელები:

1532. რა: გარდაჰჴდა: მცირე: ხანი: ჟამი: იქნა: გარდასრულად: დიდებულნი: ეთაყუანნეს: ერთობილნი: ადგეს: სრულად: იგი: მზენი: მიეგებნეს: მოეხვივნეს: გულისგულად: აკოცეს: და: მოიკითხეს: თავისთავის: თვითეულად: