... (Q-1082), XVII ს.

1477. სამთვე: ვლესღთ~ნმათებრ: სხვა: ნურა: ნუ: დაბადოსა: მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდელადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღვინოსა: სმიდეს: არ: დოსა:

ტარიელისაგან ინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა გზაზე:

1478. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანი: გარეშემო: მოეკვეცნეს: უკანამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩვენ: დავჰყოვნოთ: აქა: ხანი:

1479. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანეს: ვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიბლესია: მათ: მოახსენესსით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია: ინდოეთს: ნისრით: მოსრულთა: გუივლია: გზა: უგრძესია:

1480. გაეხარნეს: მათ: ვაჭართაინდოეთით: მამავლობა: მაგრა: თავი: უმეცარ: ჰყუეს: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა: უცხოურად: ეუბნების: მათ: ვერა: ცნეს: მათი: ცნობა: არ: ესმოდა: ინდოური: არაბულად: ქნეს: უბნობა:

1481. უბრძანეს: გვითხარ: ვაჭარნო: ამბავიინდოეთისა: მათ: ჰკადრეს: ზეცით: მოსრულა: ინდოეთს: რისხვა: ზეცისა: დიდსა: და: წვრილსა: ყუელასა: ცრემლი: სდის: მსგავსი: წუეთისა: მუნ: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: აქვს: ვითა: შეთისა:

1482. თვით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი: ფარსადან: მეფეინდოთა: იყო: ჴელმწიფე: სვიანი: მას: ესვა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი: კბილმარგალიტი: ტან: ალვა: ღაწვბადახშ: ყორან: თმიანი:

1483. მას: ქალსა: და: ამირბარსა: ერთმანერთი: შეუყვარდა: ამირბარმან: სიძე: მოკლა: ჴმა: მეფესა: დაუვარდა: იგი: ქალი: პატარაი: მამიდასა: გაეზარდა: ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ინდოეთი: გარდაჰქარდა:

აქა ტარიელ დიდვაჭართ ინდოურის ამბავს ჰკითხავს და ისინი მოახსენებენ:

1484. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა: მით: შემართა: საშინელი: მზე: ჴმელეთსა: დაუკარგა: თვითცა: მოკუდა: უბედური: მართ: საცოცხლოდ: არასვარგა: იგი: ქალი: დაიკარგა: ალვა: მორჩი: სხუაგან: დარგა:

1485. ცნა: ამირბარმან: წავიდა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად: იგიცწაჴდაინდოეთს: გაჴდა: მთვარე: და: მზე: ბნელად: ორნივე: წაჴდეს: პოვნაღა: მათი: არს: აწ: საგებნელად: მეფემან: ბრძანა: ჰე: ღ~თო: რად: ცეცხლსა: მომიდებ: ნელად:

1486. მეფე: გაშმაგდა: მათისა: უღონოქმნილი: ძებნისა: ვად: შეიცვალაინდოეთს: ჴმა: წინწილისა: ებნისა: ცოტასა: ხანსა: გავესძლო: დება: საჴმილთა: გზნებისა: აწ: თვითცა: მოკუდა: შეექნა: ბოლო: სრისა: და: ტკებნისა:

1487. რა: ვაჭარმან: ესე: სიტყუა: თქუა: საქმენი: გააკვლადნა: ქალმან: დიდნი: დაიკივლნა: ფიცხლა: თავსა: მოიჴადნა: ტარიელცა: დაიზახნა: დაფარულნი: გააცხადნა: ნარგისთაგან: ნაწუიმარი: ღვარი: ადგა: თოვლი: გადნა:

1488. მამკალ: ქალსა: თავ: მოჴდილსა: თუ: მზე: ვითა: ეურჩოსა: სული: ვარდსა: დავამგზავსე: თავშიშველი: ყაყაჩოსა: თუ: ბრძენნიცა: მაქებარი: მისი: იჴმობს: ვირებ: ჩოსა: გავს: თუ: ტყუბი: მარგალიტი: ზის: ბროლისა: ჴარჴანჩოსა:

1489. ქალი: საბრალოდ: მამასატირს: ბულბულისა: მსგავსია: თმა: გაიგლიჯა: გაყარათვალნიცრემლითა: ავსია: ვარდი: შექნილა: ზაფრანად: ლალი: მართ: ვითა: მხავსია: მზესა: ღრუბელი: ეფარვის: ამად: ნათელი: დავსია:

1490. იხოჭს: და: იგლეჯს: ზახილით: ტირს: სიტყუა: ჴაფი: უარე: სისხლი: და: წყალითვალთაგან: სდის: ცრემლიგარე: უარე: მოვჰჴეო: შენთვის: მამაო: შვილი: ყოველთა: უარე: ვერა: გმსახურე: ასულმან: ვერცა: რა: შეგაგუარე:

1491. ჩემთვის: ბნელქმნილო: მამაო: ნათელო: თვალთა: ჩემთაო: ჩემსა: რა: გაცნევს: ამბავსა: გულისა: მონაცემთაო: მზეო: რადღა: გაქუს: სინათლე: რადღა: ანათობ: თემთაო: რად: არ: დაიქეც: ქუეყანავ: რადღამართიხარ: ზე: მთაო:

1492. ტარიელ: მოსთქუამს: გამზრდელო: ჰაი: ჰაი: რა: საქმე: მსმენია: მიკუირს: თუ: მზეღა: რად: ჰნათობს: რად: არა: დაუჩენია: მზე: მოჰკუე: ყოვლთა: სულდგმულთა: სოფელი: აღარ: შენია: ღ~თსა: მიმადლე: შემინდევ: რაცა: შენ: ჩემგან: გწყენია:

1493. მაშინგაჴდეს: ყველაკანი: მტირალად: და: ცრემლთა: მღურელად: დიდი: ხანი: მოიტირეს: თავისთავის: გაუყრელად: ავთანდილ: და: ფრიდონ: ტირან: გულსადაგად: არ: თუ: ჭრელად: მაგრა: ექმნეს: სულსა: მღებელ: კათოლიკოს: მაწყუერელად:

1494. ზე: ადგეს: და: მოაჴსენეს: ჰე: მნათობნო: ცისა: მზენო: დასთმეთ: გული: დაიწყნარეთ: ქენით: რაცა: მოგახსენო: იგი: ღ~თნ: გაამაღლა: ვითა: ორბი: მისნო: ფრთენო: აქ: ყოვნა: არა: გვმართებს: არცაღა: გუცალს: გლოვად: ჩვენო: