... (Q-1082), XVII ს.

1457. კვლავუძღვნა: ძღვენი: ორთავე: მსგავსი: მათისა: ბედისა: ათასი: თვალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა: კვლავმარგალიტი: ათასი: მართ: ვითა: კუერცხი: ტრედისა: ათასი: ცხენი: ტაიჭი: სიდიდით: მსგავსი: ქედისა:

1458. ფრიდონს: უძღვნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავშედგმული: ცხრა: ტაიჭი: ძვირფასისა: უნაგრითა: შეკაზმული: ინდოთ: მეფე: თაყვანისცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული: მადლი: ჰკადრა: ფხიზელურად: თუცა: იყო: ღვინო: სმული:

1459. რას: ვაგრძელებდე: გარდაჴდეს: დღენი: ერთისა: თუისანი: თამაშობდიან: არ: იყუნეს: ყოლა: გაყრანი: სმისანი: ტარიელს: სძღვნიან: უცხონი: თვალნი: ლალისა: ქვისანი: მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ჰფარვენ: მართ: ვითა: მზისანი:

1460. ტარიელ: გვანდის: ვარდსა: და: იყვის: ფიფქისა: მთოელად: ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოელად: შესთვალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოველად: მტერთა: აქვს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მუნ: შიგან: მძოველად:

1461. უცოდნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ჴელოვნებამან: ვეჭვ: მოქცეს: თქუენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რასაცა: ვნებამან: წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან: ადრე: კვლავგნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღ~თისა: ნებამან:

1462. როსტევანსეთქუამეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა: რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭვრეტდით: გაიცდიდითა: ავთანდილ: თანა: წამოგყუეს: წადით: ლაშქრითა: დიდითა: თქუენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაჰფრეწდით: დაცასჭრიდითა:

1463. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყვები: ორები: მან: უთხრა: აგრე: ნუ: უბნობ: შეცევ: ბროლისა: ყორები: ახლადშეყრილსა: მთვარესა: მზეო: ვით: მოეშორები: ავთანდილ: უთხრა: მაგითა: შენგან: არ: მოვიღორები:

1464. არ: დია: გინდა: დამაგდო: წახვიდე: ჩემად: მზრახავად: ცოლი: უყუარსო: გამწირა: იყო: ამისად: მსახავად: მე: დავრჩე: შენი: გაყრილი: თავისა: მე: ვაგლახავად: კაცსა: მოყურისა: გაწირვა: ახ: მოუჴდების: ახ: ავად:

1465. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთათ: ფრქვევასა: უბრძანა: ვიტყუი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა: რადგან: გწადიან: წამომყევ: დამწამებ: ნურას: თნევასა: ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მის: თანა: წვევსა:

1466. შეჰყარნა: სპანი: არაბეთს: აღარა: ხანსა: ზმულია: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყუელაი: დაკაზმულია: კაცსა: და: ცხენსა: ემოსა: აბჯარი: ხვარაზმულია: არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღველ: ჭმულია:

1467. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დადფიცნი: სიტყუისა: გამონდობილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი: ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულიცა: ესხნეს: წდობილნი:

1468. მთვარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობდენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არა: თუ: იგი: მოშორდენმართ: ცამან: მოაშოროსა: მათდასაჭვრეტლად: მჭვრეტელმან: ჴამს: თავი: იქედგოროსა:

1469. მათდავე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან: იგივე: გაჰყრის: სიშორე: არა: თუ: ნებით: სწადიან: ვარდსა: სწებენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა: ყუელთა: სიცოცხლე: არ: იქადიან:

1470. ნესტანდარეჯან: თქუა: ნეტამც: ყოლარაშემოგცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნევდი: მამცნევდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: მეშენთვის: დამწვარვარ: აგრე: შენ: ჩემთვისკუდებოდი

1471. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭვრეტელთა: ლხინებო: რადმცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: მოვითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვისა: ნაცვლად: სიკვდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო:

1472. კვლავაკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქუე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყვიტნა: ყოლა: თვალნი: იგი: იჭვრეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდეს: ვერ: დავსწერენ: მე: სიტყუანი: ნაათალნი:

1473. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: იტყუის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების: ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქუაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების:

1474. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხვევნით: და: კოცებით: იტყუის: თუ: თქვენი: სიახლე: მიჩნს: აქამდისცა: ოცებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით: შენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიჴოცებით:

1475. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: შენ: გელმისო: საომრად: და: თავი: შენ: მას: ალამე: უბრძანა: თქუენთვის: მტირალსა: ყოლარ: მიმიჩნდეს: სალა: მე:

1476. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყუაცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა: