... (Q-1082), XVII ს.

1420. თქუენთა: უყუარს: ერთმანერთი: ქალი: მას: და: იგი: ქალსა: მით: ვიგონებ: საბრალოსა: მტირალსა: და: ფერნამკრთალსა: მუჴლ: მოყრილი: გიაჯები: ნუღარ: აწვევ: იმათ: ალსა: რომე: მისცეთ: ქალი: შენიმკლავმაგარსა: გულფიქალსა:

1421. ამის: მეტსა: არას: გკადრებ: არ: მოკლესა: არცა: გრძელსა: ამოიღო: ჴელმანდილი: მოინასკუაიგიყელსა: ადგა: მუჴლნი: მიუყარნა: იაჯების: ვითა: მზრდელსა: გაუკვირდა: ყოვლსა: კაცსა: მის: ამბისა: მომსმენელსა:

1422. რა: ტარიელ: მუჴლმოყრილი: ნახა: მეფე: შეუზარდა: მოახსენა: ჴელმწიფეო: ლხინი: ყოვლი: გამიქარდა: შორს: უკუდგა: თაყუანისსცა: ქუე: მიწამდის: დაუვარდა: თქუენმან: აგრე: სიმდაბლემან: ნახვა: თქუენი: ჩამადარდა:

1423. ვით: ეგების: რაცა: გწადდეს: რომე: კაცი: არ: მოგთმინდეს: ანუ: მშურდეს: ქალი: ჩემი: საკუდავად: და: ტყვედცა: გინდეს: გებრძანამცა: სახლით: თქუენით: ცრემლი: არცა: მაშინ: მდინდეს: სხვა: მისებრი: ვერა: ჰპოოს: ცათამდისცა: გაცაფრინდეს:

1424. მე: სიძესა: ავთანდილის: უკეთესსა: ვჰპოვებ: ვერა: თვით: მეფობა: ქალსა: ჩემსა: მივეც: აქუს: და: მას: ეფერა: ვარდი: ახლად: იფურჩნების: მე: ყუავილი: დამებერა: რამცა: ვჰკადრე: შეცილება: რასაც: ოდენ: იგი: ჯერა:

1425. თუ: შეგერთო: ერთი: მონა: თქუენთვის: არცა: მაშინ: მშურდა: ვინმცა: გკადრა: შეცილება: უშმაგომცა: ვით: მოგმდურდა: თუ: ავთანდილ: არ: მიყუარდა: აგრე: მისთვის: რად: მომსურდა: დია: ღ~თოწინაშე: ვარ: ესე: ჩემგან: დადასტურდა:

1426. რა: ტარიელ: მეფისაგან: ესე: სიტყუა: მოისმინა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: პირსა: ზედან: დაეფინა: კულავროსტევანცთაყუანისცა: წამორევლო: წადგა: წინა: ერთმანერთი: მოიმადლეს: მათ: ერთსაცა: არ: ეწყინა:

1427. ტარიელ: ფრიდონ: გაგზავნა: მის: ყმისა: მოსაყუანელად: შესთვალამოდი: გიბრძანებს: იგი: შენ: ვისად: საჩანელად: ჭირნი: გარდაჴდეს: მოგაკლდა: ცრემლი: ღაწვისა: მბანელად: ნუღარ: ეშიშვი: საჴმილსა: შენი: დამწველია: ნელად.:

1428. ფრიდონ: შეჯდა: ავთანდილის: მახარობლად: გაექანა ესდენ: დიდი: სიხარული: გაეხარნენ: მასმცა: განა წავიდა: და: წამოუძღვა: მოიყუანა: მოჰყუა: თანა: მაგრა: ირცხუის: მეფისაგან: შუქი: ბნელად: მოევანა:

1429. მეფე: ადგამოეგება: ყმა: გარდაჴდა: რა: მივიდა: ჴელთა: ჰქონდა: ჴელმანდილი: პირსა: მითა: იფარვიდა: მზე: ღრუბელსა: მოჰფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზრვიდა: მაგრა: მისსა: შვენებასა: რამცა: ვითა: დაჰფარვიდა:

1430. მეფე: კოცნასალამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფერჴთა: ეხვევის: შუქნი: ქუე: დაუფენიან: უბრძანა: ადეგ: ნუ: ირცხვი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხუი: გაე: რასაღა: გრცხუენიან:

1431. მოეხვია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არემარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგა: და: წამწმისა: არემა: რე: გვალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე:

1432. მეფე: ყელსა: ეხვეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭვრეტს: პირსა: იგი: მზეა: ჴელმწიფობა: ასრე: მიხვდა: ვითა: ღირსა: მაშინლხინი: ამო: არის: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა:

1433. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკვირს: სხვასა: რად: რას: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახუა: მზისა: ანუ: რადღა: აგვიანებ: მიეგებვი: მხიარული: სახლსა: თქუენსა: მოიყვანებ: შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ: მოკითხვა და სიხარული:

აქა როსტევან მეფისაგან ნესტან დარეჯანის მიგებება

1434. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწვნი: ღებნეს: მიხვდეს: მათსა: საწადელსა: იგი: პოვეს: რაცა: ძებნეს: ჴელიჴადეს: ჴმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს:

1435. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდახდომილმან: დაუყუნა: თვალნი: ელვამან: მისთა: ღაწვთაგან: კრთომილმან: გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: მჯდომილმან: დაუწყო: ქება: მეფემან: თვით: ვერას: ვერ: მიხვდომილმან:

1436. ეტყუის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო: მზიანო: და: მთვარიანო: ეტლად: რაო: და: რიანო: შენთვის: ხელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო: თქუენ: საჭურეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო:

1437. გაჰკუირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა: ვით: მზემან: დაყუნა: მჭვრეტელთა: თვალნი: ნათლისა: ჩენასა: მისგან: დამწვარნი: მისცნიან: გულნი: ჭვრეტითა: ლხენასა სითცა: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მუნითკენ: რბენასა:

1438. შინა: წავიდეს: ყოველნი: შინა: თავისა: მარებად: გვანდესშვიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად: არ: მიიხდომვის: სიტურფე: არს: მათგან: მიუხუდარებად: ადრე: მივიდეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად: