... (Q-1082), XVII ს.

1552. ვინცა: გწადდეს: ქმრად: შეირთე: სამეფოსა: ეპატრონე: მუნიდაღმა: გვმსახურებდი: თავი: შენი: დაგუამონე: ასმათ: ფერჴნი: გარდუკოცნა: შენგან: არის: ჩემი: ღონე: მონობისა: უკეთესი: რამც: ვიშოვნე: რამც: ვიქონე:

1553. ერდგან: სამთავე: ძმობილთა: დაყვნეს: ცოტანი: დღენია: თამაშობდიან: უსახოდმოუდიოდეს: ძღუენია: რა: მარგალიტი: ღარიბი: რა: უკეთესი: ცხენია: მაგრა: ავთანდილს: სურვილმან: დაღრეჯა: დააჩენია:

1554. ტარიელცნა: ამა: ყმასა: ცოლისათვის: მოესურვა: უბრძანებდა: გული: შენი: ვიცი: ამად: მომემდურვა: აწ: ვაგლახ: მენ: ჭირი: შენი: გონებამან: შვიდითუ: რვა: მოგშორდები: საწუთრომან: ლხინი: ასრე: დამიშურვა:

1555. კვლავ: ფრიდონცა: დაეთხოვა: წავიდეო: სახლსა: ჩემსა: ზედაზედა: დავსტკეპნიდე: დარბაზსა: და: ამა: თემსა: სამსახურსა: მიბრძანებდი: უხუცესი: ვითა: მრწემსა: თქუენთვის: ასრე: მამსურდების: წყაროსათვის: ვით: ირემსა:

1556. მასცა: უბოძა: ფარმანი: წა: სახლი: მოიარეო: მე: ნუ: გამწირავ: მიახლე: ადრე: მობრუნდი: გარეო: ავთანდილს: უთხრა: უშენოდ: რამცაღა: გავიხარეო: რადგან: ისწრაფი: რაღა: ვქმნა: მიგელის: ლომსა: მთუარეო:

1557. როსტანისთვის: წაატანა: ძღუნად: ტურფა: ჯუბაჩები: კვლავჭურჭელი: თვალთა: თლილთა: არ: კოვზები: არ: ჩამჩები: ჩემაგიერ: მიუტანე: წაო: ნურას: მეურჩები: ავთანდილ: თქუაარა: ვიცი: მე: უშენოდ: ვით: დავრჩები:

1558. ქალსა: ქალმან: გაუგზავნა: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: რომე: ჩაცმა: დაბურვასა: ვინ: ღირს: იყო: მათგან: კიდე: ერთი: თვალიწამღებელმან: ვერა: თქუას: თუ: ცუდად: ვზიდე ღამე: მზეებრ: გაანათლის: ჩნდის: სადაცა: შეხედვიდე:

1559. ავთანდილ: შეჯდა: წავიდა: ტარიას: გაესალამა: იგი: ორნივე: გაყრისა: დასწვა: ცეხლისა: ალამა: სრულად: ინდონი: მისტირან: ცრემლმან: მინდორი: დალამა: ავთანდილ: იტყუის: მამკლაო: სოფლისა: მე: სამსალამა:

1560. ერთგან: ფრიდონ: და: ავთანდილ: იარნეს: დღენი: მცირენი: გზამან: გაჰყარნა: წავიდეს: თავის: თავს: ანატირენი: კარგად: მოუჴდეს: მათ: მათნი: საქმენი: დანაპირენი: ავთანდილ: მიჰჴდა: არაბეთს: ნახნა: არ: ცუდნი: ჭირენი: სახლში მივიდეს:

ავთანდილ და ფრიდონ ტარიელს გამოეყარნენ და თავის თავის

1561. გამოეგებნეს: არაბნი: სამეფო: დააშვენა: მან: ნახა: მზე: მისი: მირიდა: მისთა: სურვილთა: წყენამან: მის: თანა: ტახტსა: დავეჯდა: ილხინა: მჭურეტთა: ლხენამან: გააჴელმწიფა: გუირგუინი: ზეცით: მოსრულმან: ზენამან:

1562. მათ: სამთავე: ჴელმწიფეთა: ერთმანერთი: არა: სძულდეს: ერთმანერთსა: ნახვედიან: საწადელნი: გაუსრულდეს: ბრძანებისა: შემცილენი: მათთა: ჴრმალთა: დავეწყლულდეს: მოიმატნეს: სამეფონი: გაჴელმწიფდეს: გამორჭმულდეს:

1563. ფრიდონცა: ესვა: მოყუარედ: მათ: წინა: მიიყვანიან: ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლნი: იმაჯანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: ააკვანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულნი: აგულვანიან:

1564. ყოვლთა: სწორად: წყალობასა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლ: ქვრივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმნელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხვართა: ვერა: სწოვდეს: შიგა: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს: ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავადყოფის ცნობა და შიგ ჩამოდგომა:

1565. საწუთროო: უხანაო: სიმუხთლისა: სენი: გჭირსა: უწინ: ცათა: აყუანილსა: ჩააგდებვე: დიდსა: ჭირსა: გააყუითლებ: ქარვის: ფერად: პირველ: ლალსა: განაჭვირსა: კარგად: ვერვინ: ვერა: ნახავს: ხანგრძლად: შენგან: დანაჭირსა:

1566. ესე: ამბავი: ნარჩომი: მათ: ლომთა: მორჭმით: მგონეთა გალექსვა: აკლდა: ხვარაზმთა: მეტად: ვერ: მოვიგონეთა ძნელია: პოვნა: გული: ჰკრთა: დავვარდი: დავეღონეთა კვლავე: ვჰთქუით: ლექსი: გავმერთე: მოსმენით: გაიგონეთა:

1567. აწ: გონიერნო: სიტყუანი: თქუენ: ჩემნი: შეიწყნარენით ძველნი: ნარჩმნი: ამბავნი: ლექსად: ვჰთქუენ: გაიხარენით: სარგის: დაურჩა: უთქმელად: მას: ესე: დავაბარენით: ლექსნი: მიქენით: ამისთვის: ენანი: მამაჴმარენით:

1568. მორჭმულიაინდოთ: მეფე: მასზედ: მტერნი: არ: აბუქნა მით: მჭურეტელთა: დაადნობდა: მოყუარულთა: დაუშუქნა: აწ: გაიღეთ: მაედანსა: ბარგი: მძიმე: არ: სუბუქნა: კარავნი: და: კვლავოთაღნი: ხატაურნი: ვინმცა: უქნა:

1569. ბრძანებს: წავალ: მოსასვენოდ: მოვიარო: მე: მინდორი მრავლად: ახლავნ: ბაზიერნი: და: მწყაზარი: თეთრი: ქორი: სუნღული: და: შავარდნები: ბრუნვენ: მოჰყავს: ერთსა: ორი: ავაზები: გაუშვიან: დგიან: მჭვრეტნი: იდგის: გორი:

1570. მით: მიუთხრობს: ჰინდოთ: მეფე: ჭირნი: აფხრნეს: ნარონები: ლხინი: გვმართებს: აწ: მორჭმულთა: მოსურნალთ: მოსაწონები: ტახტსა: ზედა: ჯდა: წინა: უთქს: ოქროსარტყელთა: მონები მუტრიბნი: და: მომღრალნი: თამაშობენ: მოგოსნები: