... (S-5006), XVIII ს.

20. რაცა: ვისცა: ბედმან: მისცეს: დასჯერდეს: და: მას: უბნობდეს: მუშა: მიწყივ: მუშაობდეს: მეომარი: გულოვნობდეს: კვლავ: მიჯნურსა: მიჯნურობა: უყვარდეს: და: გამოსცნობდეს: არცა: ვისგან: დაიწუნოს: არცა: სხვასა: უწუნობდეს:

21. შაირობა: პირველადვე: სიბრძნისაა: ერთი: დარგი: საღმთო: საღთოდ: გასაგონი: მსმენელთათვის: დიდი: მარგი: კვლა: აქაცა: იამების: ვინცა: ისმენს: კაცი: ვარგი: გრძელი: სიტყვა: მოკლედ: ითქმის: შაირია: ამად: კარგი:

22. ვინცა: ცხენსა: შარა: გრძელი: და: გამოსცდის: დიდი: რბევა: მობურთალსა: მოედანი: მართლად: ცემა: მარჯვედ: ქნევა: მართ: აგრევე: მელექსესა: ლექსთა: გრძელთა: თქმა: და: ხევა: რა: მისჭირდეს: საუბარი: და: დაუწყოს: ლექსმან: ლევა:

23. მაშინღა: ნახეთ: მელექსე: და: მისი: მოშაირობა: რა: ვეღარ: მიხუდეს: ქართულსა: დაუწყოს: ლექსმან: ძვირობა: არ: შეამოკლოს: ქართული: არა: ქნას: სიტყვამცირობა: ჴელმარჯვედ: სცემდეს: ჩოგანსა: იჴმაროს: დიდი: გმირობა:

24. მოშაირე: არა: ჰქვიან: თუ: ვინმე: თქვას: ერთი: ორი: თავი: ყოლე: ნუ: ჰგონია: მელექსეთა: კარგთა: სწორი: გაღანა: თქვას: ერთი: ორი: უმსგზავსო: და: შორიშორი: მაგრა: იტყუის: ჩემი: სჯობსო: უცილობლობს: ვითა: ჯორი:

25. მეორე: ლექსი: ცოტაი: ნაწილი: მოშაირეთა: არ: ძალუც: სრულ: ქმნა: სიტყვათა: გულისა: გასაგმირეთა: ვამსგზავსე: მშვილდი: ბედითი: ყმაწვილთა: მონადირეთა: დიდსა: ვერ: მოჰკვლენ: ჴელად: აქვს: ჴოცა: ნადირთა: მცირეთა:

26. მესამე: ლექსი: კარგია: სანადიმოდ: სამღერელად: სააშიკოდ: სალაღობოდ: ამხანაგთა: სათნეველად: ჩვენ: მათიცა: გვიამების: რაცა: ოდენ: თქვან: ნათელად: მოშაირე: არა: ჰქვიან: ვერას: იტყუის: ვინცა: გრძელად:

27. ჴამს: მელექსე: ნაჭირვებსა: მისსა: ცუდად: არ: აბრკმობდეს: ერთი: უჩნდეს: სამიჯნურო: ერთსა: ვისმე: აშიკობდეს: ყოვლსა: მისთვის: ჴელოვნობდეს: მას: აქებდეს: მას: ამკობდეს: მისგან: კიდე: ნურა: უნდა: მისთვის: ენა: მუსიკობდეს:

28. ჩემი: აწ: ცანით: ყოველმან: მას: ვაქებ: ვინცა: მიქია: ესე: მიჩნს: დიდად: სახელად: არ: თავი: გამიქიქია: იგია: ჩემი: სიცოცხლე: უწყალო: ვითა: ჯიქია: მისი: სახელი: შეფარვით: ქვემორე: მითქუამს: მიქია:

29. ვთქუა: მიჯნურობა: პირველი: და: ტომი: გვართა: ზენათა: ძნელად: სათქმელი: საჭირო: გამოსაგები: ენათა: იგია: საქმე: საზეო: მომცემი: აღმაფრენათა: ვინცა: ეცდების: თმობათა: ჰქონდა: მრავალთა: წყენათა:

30. მას: ერთსა: მიჯნურობასა: ჭკვიანნი: ვერ: მიხუდებიან: ენა: დაშურების: მსმენლისა: ყურნიცა: დავალდებიან: ვთქვნე: ჴელობანი: ქვენანი: რომელნი: ჴორცთა: ხუდებიან: მართ: მასვე: ჰბაძვენ: თუ: ოდენ: არ: სიძვენ: შორით: ბნდებიან:

31. მიჯნური: შმაგსა: გვიქუიან: არაბულითა: ენითა: მით: რომე: შმაგობს: მისისა: ვერ: მიხვდომისა: წყენითა: ზოგთა: აქვს: საღთო: სიახლე: დაშვრების: აღმა: ფრენითა: კვლა: ზოგთა: ქუე: უც: ბუნება: კეკლუცთა: ზედან: ფრფენითა:

32. მიკვირს: კაცი: რად: იფერებს: საყვარლისა: სიყვარულსა: ვინცა: უყვარს: რად: აყივნებს: მისთვის: მკვდარსა: მისთვის: წყლულსა: თუ: არ: უყვარს: რად: არა: სძულს: რად: აყივნებს: რაცა: სძულსა: ავსა: კაცსა: ავი: სიტყვა: ურჩევნია: სულსა: გულსა:

33. თუ: მოყვარე: მოყვრისათვის: ტირს: ტირილსა: ემართლების: სიარული: მარტოება: შვენის: გაჭრად: დაეთულების: იგონებდეს: მისგან: კიდე: ნურად: ოდეს: მოეცლების: არ: დააჩნდეს: მიჯნურობა: სჯობს: თუ: კაცსა: იახლების:

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა:

34. იყო: არაბეთს: როსტევან: მეფე: ღმრთისაგან: სვიანი: მაღალი: უხვი: მდაბალი: ლაშქარ: მრავალი: ყმიანი: მოსამართლე: და: მოწყალე: მორჭმული: განგებიანი: თვით: მეომარი: უებრო: კვლა: მოუბარი: წყლიანი:

35. იყო: არაბეთს: მეფობა: მეფისა: როსტევანისი: მას: ჰქონდა: სპარსთა: ქვეყანა: მართვ: ვითა: შანშეს: ანისი: უძრწის: და: მონებს: ყოველიჴელთა: აქვს: მას: საბრძანისი: თქვეს: თუ: ჴამს: ჴმელთა: პატრონად: ან: ალექსანდრე: ანისი:

36. სხუა: ძე: არ: ესვა: მეფესა: მართ: ოდენ: მარტო: ასული: სოფლისა: მნათი: მნათობი: მზისაცა: დასთა: დასული: მან: მისთა: მჭურეტთა: წაუღის: გული: გონება: და: სული: ბრძენი: ჴამს: მისად: მაქებრად: და: ენა: ბევრად: დასული:

37. მისი: სახელი: თინათინ: არს: ესე: საცოდნარია: რა: გაიზარდა: გაივსო: მისგან: მზე: საწუნარია: მეფემან: იჴმნა: ვაზირნი: თვით: ზის: ლაღი: და: წყნარია: გვერდსა: დაისხნა: დაუწყო: მათ: ამო: საუბნარია:

38. უბრძანა: გკითხავ: საქმესა: ერთგან: სასაუბაროსა: რა: ვარდმან: მისი: ყვავილი: გააჴმოს: დაამჭნაროსა: იგი: წავა: და: სხვა: მოვა: ტურფასა: საბაღნაროსა: მზე: ჩაგუისუენდა: ბნელსა: ვსჭვრეტთ: ღამესა: ჩვენ: უმთვაროსა: