... (S-5006), XVIII ს.

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი:

1347. ფატმან: სწერს: აჰა: მნათობო: სოფლისა: მზეო: ზენაო: შენთა: შორს: მყოფთა: ყოველთა: დამწველო: ამაზრზენაო: სიტყუა: მჭევრო: და: წყლიანო: ტურფაო: ლამაზენაო: ბროლო: და: ლალო: ოროვე: კულავ: ერთგან: შენათხზენაო:

1348. თუცა: თუ: შენი: ამბავი: შენ: არა: მომასმენიე: მე: ეგრეცა: ვცან: მართალი: მით: გულსა: შენთვის: ველიე: შენთვის: ხელქმნილსა: ტარიელს: ამბითა: მოალხენიე: ორნივე: მიხუდეთ: წადილსა: იგი: ვარდობდეს: შენ: იე:

1349. მოსრულა: შენად: საძებრად: მისი: ძმად: შეფიცებული: ავთანდილ: მოყმე: არაბი: არაბეთს: შიგან: ქებული: სპასპეტი: როსტენ: მეფისა: ვერვისგან: დაწუნებული: შენ: სწერდი: შენსა: ამბავსა: ლაღი: ბრძნად: გაგონებული:

1350. ჩუენ: ამისთვის: ესე: მონა: გამოვგზავნეთ: თქუენსა: წინა: ვცნათ: ამბავი: ქაჯეთისა: მოსრულანცა: ქაჯნი: შინა: მანდაურთა: მეომართა: ანგარიში: წვრილად: გვინა: ვინ: არიან: მცველნი: შენნი: ან: თავადი: მათი: ვინა:

1351. რაცა: იცი: მანდაური: მოგუიწერე: გაამჟღავნე: მერმე: შენსა: საყვარელსა: ნიშანი: რა: გაუგზავნე: შენი: ყველა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: გაათავნე: ღმერთსა: უნდეს: მოყუარენი: შესაფერნი: შეგაზავნე:

1352. წადი: უსტარო: ისწრაფე: თუ: მუჴლი: ჰქონდეს: მალები: დაგნატრი: მიხვალ: დაგხუდების: ბროლი: სათი: და: ლალები: ბედად: შენ: მჯობ: ხარ: უსტარო: გნახვენ: დამწველის: თვალები: შენს: უკან: ჩემი: სიცოცხლე: თუ: გესმის: არ: გებრალები:

1353. ფატმან: მისცა: დაწერილი: მას: გრძნეულსა: ჴელოვანსა: ესე: წიგნი: მიართვიო: ქალსა: მზისა: დასაგვანსა: მან: გრძეულმან: მოლი: რამე: წამოისხა: ზედა: ტანსა: მასვე: წამსა: გარდიკარგა: გარდაფრინდა: ბანის: ბანსა:

1354. წავიდა: ვითა: ისარი: კაცისა: მშვილდ: ფიცხელისა: რა: ქაჯეთს: შეჰჴდა: ქნილ: იყო: ოდენ: ბინდ: ბანდი: ბნელისა: უჩინოდ: შევლო: სიმრავლე: მოყმისა: კართა: მცველისა: მას: მზესა: ჰკადრა: ამბავი: მისისა: სასურველისა:

1355. ციხისა: კარნი: დახშულნი: შევლნა: მართ: ვითა: ღიანი: შევიდა: ზანგი: პირშავი: თმაგრძელი: ტან: ნაბდიანი: იგი: მზე: დაჰკრთა: ეგონა: სამოსი: რამე: ზიანი: შესცვალა: ვარდი: ზაფრანად: ლაჟვარდის: ფერად: იანი:

1356. ქაჯმან: უთხრა: ვინ: გგონივარ: ანუ: აგრე: რად: დაბნდები: მე: ვარ: მონა: ფატმანისი: თქუენს: წინაშე: ნამგზავრები: ამა: წიგნმან: გამამართლოს: არ: ტყუვილად: გეუბნები: მზისა: შუქნი: მოისწრაფენ: ვარდო: ადრე: ნუ: დასჭნები:

1357. პირმზე: გაჰკუირდა: ფატმანის: ამბითა: საკუირველითა: ნუშნი: გააპნა: შეიძრნეს: სათნი: გიშრისა: წნელითა: მას: იგი: წიგნი: მონამან: მისცა: თავისა: ჴელითა: სულთქვამს: იკითხავს: უსტარსა: ალტობს: ცრემლითა: ცხელითა:

1358. მონასა: ჰკითხა: მიამბე: ვინ: არის: ჩემი: მძებნელი: ანუ: ვინ: მიცის: ცოცხალი: მიწათა: ზედან: მტკეპნელი: მან: მოახსენა: ვიკადრებ: რასაც: ოდენ: ვარ: მცნებელი: რა: წამოსრულ: ხარ: მას: აქათ: შენგან: ჩვენია: მზე: ბნელი:

1359. ფატმანის: გული: მას: აქათ: ლახვართა: შენახევია: მას: რომე: ცრემლი: სდენია: ზღვათაცა: შენართევია: მე: ერთხელ: შენი: ამბავი: მისთვის: კვლაც: მიმირთმევია: ღმერთსა: ვიმოწმებ: მას: აქათ: ტირილი: არ: დამლევია:

1360. აწ: ვინმე: მოყმე: მოვიდა: შვენიერითა: პირითა: მან: უთხრა: წვრილად: ყუელაი: თქუენ: ხართ: რათაცა: ჭირითა: იგია: შენი: მძებნელი: მკლავითა: ვითა: გმირითა: მე: გამომგზავნეს: დამვედრეს: სწრაფა: სწრაფითა: ხშირითა:

1361. ქალმან: უთხრა: მემართლების: ყმაო: შენი: ნაუბარი: ფატმან: ჩემი: არ: იცოდა: ვიყავ: ვისი: წანაგვარი: უღონიოდ: არის: სადმე: ჩემი: ცეცხლთა: მომდებარი: მე: მიუწერ: შენცა: ჰკადრე: ვარ: ვითამცა: გულმდუღარი:

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთანა მიწერილი:

1362. პირმზე: ვჰწერ: აჰა: ხათუნო: დედისა: მჯობო: დედაო: მისგან: ტყვექმნილსა: სოფელმან: რა: მიყო: ამას: ხედაო: მე: გლახ: მათ: ჩემთა: პატიჯთა: სხვაცა: დამერთო: ზედაო: აწ: ვნახე: შენი: უსტარი: მე: დიდად: მეიმედაო:

1363. შენ: ორთა: დამჴსენ: გრძნეულთა: გამიადვილე: ჭირები: აწ: აქა: სრულთა: ქაჯთაგან: ვარ: ასრე: დანამჭირები: ერთსა: მცავს: ერთი: სამეფო: ბევრჯელ: ათასი: გმირები: ავად: მამიხდა: თათბირი: და: ჩემი: დანაპირები:

1364. სხვა: ამბავი: აქაური: მეტი: რამცა: მოგიწერე: ქაჯთა: მეფე: არ: მოსრულა: არცა: მოვლენ: ქაჯნი: ჯერე: მაგრამ: სპანი: უთვალავნი: მცვენ: და: მათი: სიალფერე: რასა: ჰქუიან: ძებნა: ჩემი: არ: ეგების: დაიჯერე: